1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სააგენტოს საქმიანობას ეხება;

გ)  ზრუნავს სააგენტოს იმიჯზე/რეპუტაციაზე, პასუხისმგებელია სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხსა და მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფაზე;

დ)  წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და   სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს;

ე) სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე, გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ვ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ზ) ამტკიცებს სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიას;

თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების დებულებებს;

ი) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის კონტროლსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

კ) მინისტრთან შეთანხმებით, განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო განრიგს, თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს კატეგორიებს;

ლ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

მ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად აიყვანოს და გაათავისუფლოს სააგენტოს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;

ნ) სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

ო) უფლებამოსილია, მინისტრთან შეთანხმებით, ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის, ან განსაკუთრებული მოცულობის სამუშაოსათვის, რომელიც აღემატება ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, თანამშრომლისთვის განსაზღვროს დამატებითი საზღაური (დანამატი);

პ) განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს);

ჟ) მინისტრს დასანიშნად წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარის  მოადგილის კანდიდატურებს;

რ) სააგენტოს თანამშრომლებს აძლევს მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ს) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ტ) უფლებამოსილია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება მიანდოს სააგენტოს ცალკეულ თანამშრომელს;

უ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს;

ფ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ;

ქ) სააგენტოს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებს და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ღ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სააგენტოს თავმჯდომარე ვალდებულია სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ.

4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილ