1. სააგენტოს მიზანია შესაბამისი პირებისათვის სანდო და  მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების (შემდგომში – საჯარო რეესტრი), მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

2. სააგენტოს ფუნქციებია:

ა) პირთა მომსახურება მაღალი სტანდარტის დაცვით;

ბ) საჯარო რეესტრის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოება და მათი გამართული ფუნქციონირებისა და  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) უძრავ ნივთებზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მასში ცვლილებისა ან/და შეწყვეტის, სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების შეცვლის, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;

დ) ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;

ე) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;

ვ) გირავნობის და ლიზინგის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა  მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში,  რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;

ზ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე გირავნობის უფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების, ასევე ბიზნესოპერატორის, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების გამწევი სუბიექტის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;

თ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;

ი) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად მუნიციპალიტეტების შესახებ მონაცემების აღრიცხვა მუნიციპალიტეტების რეესტრში;

კ) გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების აღწერა-ინვენტარიზაცია (დამისამართება), ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაცია,  შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;

ლ) საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის თაობაზე ავტორიზებული პირებისათვის შესაბამისი მითითებების შემუშავება;

მ) სააგენტოს გამართული მუშაობისათვის აუცილებელი ნორმებისა და მის მიერ წარმოებული რეესტრების მომწესრიგებელი რეგულაციების დახვეწაზე მუდმივი ზრუნვა; ამ მიზნით, სამინისტროს წინაშე საკანონმდებლო წინადადებებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების ინიციირება  და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ნ) სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტების შენახვა, დაცვა და მათზე წვდომის უზრუნველყოფა კანონით დადგენილი წესით;

ო) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, გრავიმეტრიული, კარტოგრაფიული, აერო და კოსმოსურ გადაღებითი საქმიანობის სფეროში (შემდგომში – ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები) სახელმწიფო პოლიტიკის  განხორციელება;

პ)  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სიმაღლეთა და კოორდინატთა ერთიანი სისტემის შექმნა, განახლება და მონიტორინგი;

ჟ) საქართველოს სახელმწიფო და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრების, კონტინენტური შელფის, უცხო ქვეყნების ტერიტორიების, მსოფლიო ოკეანეებისა და ზღვების, აგრეთვე დასახლებული პუნქტებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებების  ასახვა  კარტოგრაფიულ პროდუქციაზე;

რ) სახელმწიფო სახსრებით შესრულებული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შედეგად შექმნილი მონაცემებისა და მასალების ცენტრალიზებული აღრიცხვა სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში;

ს) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და  დემარკაციის პროცესის ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული მასალებით უზრუნველყოფა;

ტ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული მონაცემების ეროვნული სტანდარტების შემუშავება;

უ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ექსპლუატაციის და განვითარების კოორდინაცია, მონიტორინგი და ინტეგრაცია სივრცითი მონაცემების ევროპულ ინფრასტრუქტურაში;

ფ) საბაზისო სივრცითი მონაცემების სტანდარტიზაცია და ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის ფორმირება, მართვა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ქ)  სარეგისტრაციო ზონის, სექტორის, კვარტალის საზღვრების დადგენა/კორექტირება და  სარეგისტრაციო საკადასტრო საქმიანობის მონიტორინგი;

ღ) სააგენტოს მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ