1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში  მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სააგენტოს სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება – „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“. სააგენტოს ინგლისურენოვანი სახელწოდებაა – „Legal Entity of Public Law – National Agency of Public Registry“.

3. სააგენტო დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საიდენტიფიკაციო კოდი, ანგარიში კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში, ლოგო, ბეჭდები, შტამპები, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მექანიკური ან/და მართვის ავტომატური საშუალებებით.

8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2.

თავი II. სააგენტოს მიზანი და ფუნქციე