1. სააგენტოს მიერ მომსახურება უნდა განხორციელდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილების დანართით განსაზღვრულ ვადებში, ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტების დებულებათა შესაბამისად.

2. სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება და საამისოდ აუცილებელი პირობების შექმნა, რათა სააგენტოს ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „იუსტიციის სახლის“ მიერ მომსახურება განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების დანართით განსაზღვრული მომსახურების ბოლო დღის 9:00 საათამდე. ეს წესი არ ვრცელდება მომსახურების დაუყოვნებლივ და განცხადების შეტანის დღეს მიღების შემთხვევებზე.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების დანართით მომსახურება უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე განაცხადი შეტანილი აქვს არაუგვიანეს 12:00 საათისა.

4. წარდგენილ დოკუმენტებში ხარვეზის აღმოჩენის ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ვადამდე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს განუმარტოს, რა ქმედების შესრულება/დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენაა საჭირო ხარვეზის აღმოსაფხვრელად. დაინტერესებული პირის მიერ ხარვეზის დროულად აღმოფხვრის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადების დაცვით.

5. ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესები არ ვრცელდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრებში წარდგენილ განცხადებებზე.

თავი III. სააგენტოს სტრუქტუ