მსმენელი და მისი უფლება-მოვალეობები
1. პოლიციის აკადემიის მსმენელი არის პირი, რომელიც სამინისტროს შესაბამისი აქტის საფუძველზე გამოცემული რექტორის ბრძანებით ირიცხება პოლიციის აკადემიაში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, სპეციალურ პროგრამაზე ან კურსზე, ასევე ხელშეკრულების საფუძველზე ჩარიცხული პირები.
2. პოლიციის აკადემიის მსმენელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება რექტორის სამართლებრივი აქტებით.
3. მსმენელის სტატუსის შეჩერება, აღდგენა ან შეწყვეტა, აგრეთვე სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება რექტორის ბრძანებით.
პოლიციის აკადემიის ქონება, დაფინანსება და სახელმწიფო კონტრო