ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების სწორად და ეკონომიურად ხარჯვისა და მიზნობრივად გამოყენების კონტროლი, სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური მომსახურების უზრუნველყოფა;

გ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული აღრიცხვა, საბუღალტრო ანგარიშგება (ბალანსის შედგენა), ასევე დეკლარაციების შედგენა და დროული წარდგენა;

დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვა. ლოჯისტიკური საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი, მათ შორის, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ე) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით მომარაგება;

ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების გაცემა/განაწილების კონტროლი;

ზ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის სხვადასხვა ფორმით გადაცემული და/ან სამსახურის სისტემიდან მიღებული აქტივების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნილების შესაბამისად გაცემა/განაწილება;

თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ასევე სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა, მათი გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, ასევე კომპეტენციის ფარგლებში განკარგვის და სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება;

ი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საჭირო ინვენტარით, ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, საკვები პროდუქტებით, საწვავით, სხვა მატერიალური საშუალებებითა და საოფისე მომსახურებით უზრუნველყოფა;

კ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათზე დამონტაჟებული სპეცტექნიკის მიღება/აღრიცხვა და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ლ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობისათვის საჭირო სპეციალური საშუალებებით (მათ შორის, ეკიპირება, საჭირო ინვენტარი, ტექნიკა, აპარატურა, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონელი, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკები და სხვა) მომარაგების უზრუნველყოფა;

მ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;

ნ) წლის მანძილზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების) შედგენა;

ო) სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად აუცილებელი ბაზრის კვლევის ჩატარება; სახელმწიფო შესყიდვის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი;

პ) ნაერთი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და წარდგენა;

ჟ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგიერთ საქმიანობაზე თანხმობის საკითხის განხილვა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსისათვის პოზიციის წარდგენა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება