ა) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი და სათანადო რეაგირება;
ბ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში შემოწმების ჩატარება, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და შეტყობინების ლოკალური სისტემების გამოცდა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზედამხედველობის სხვა ღონისძიებების განხორციელება;
გ) დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისაგან ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა;
დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო მიწერილობის გაცემა გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის ან ამ მოთხოვნების შესრულების თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, სამართალდარღვევის საქმის განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება;
ე) სახელმწიფო ხელისუფლებისთვის, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო რწმუნებულისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების განხორციელების თაობაზე;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხანძრის მიზეზების შესწავლა;
ზ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესსა (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე) და მშენებლობადამთავრებული სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება;
თ) საჭიროების შემთხვევაში, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდა და სათანადო აქტის გაფორმება;
ი) კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფების (სამთო მაშველი) საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება, მათი აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება;
კ) სასამართლოსათვის მიმართვა სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
ლ) „სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, დეპარტამენტის, როგორც ზედამხედველობის ორგანოს, სხვა ფუნქციების განხორციელება;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება