ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შესული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების პროექტების ექსპერტიზა და სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება;
ვ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
ი) სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში;
კ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;
ლ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი დანაყოფის საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება