1. განვითარების საბჭო არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მუდმივმოქმედი სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებათა მიმღები სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. განვითარების საბჭოს შემდგენლობაში შედიან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, სერვისების განვითარების სამსახურის უფროსი, ბრენდის განვითარების და გაყიდვების სტიმულირების სამსახურის უფროსი, ფინანსების, სტატისტიკისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი. განსახილველი საკითხის მიხედვით, საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები ან/და სხვა პირები. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით.
2. განვითარების საბჭოს მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს, ასევე ცალკეული პროცესების განვითარებაზე ზრუნვა, მიმდინარე განვითარების პროცესების უწყვეტობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
3. განვითარების საბჭოს ამოცანებია:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობაში განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა (მათ შორის, სერვისების განვითარების, ბრენდის განვითარების, გაყიდვების სტიმულირების, საკანონმდებლო ბაზის განვითარების, მხარეთა ინტერესების დაცვისა და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებში);
ბ) განვითარების საბჭოს მიერ მოწონებული პროექტების განხორციელებისა და მიმდინარეობის ზოგადი მონიტორინგი;
გ) განვითარების პროექტების ეფექტიანობის შეფასება და ამავე პროექტების განხორციელების საშუალებების შესახებ რეკომენდაციების მიცემა;
დ) ადამიანური რესურსების განვითარების უწყვეტობის უზრუნველყოფა.
4. განვითარების საბჭოს ფუნქციებია:
ა) სტრუქტურული ერთეულებისა და სააღსრულებო ბიუროებისგან აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის განვითარების მიმართულებით იდეების მოსმენა, განხილვა და შერჩევა (სერვისების განვითარების, ბრენდის განვითარების, გაყიდვების, საკანონმდებლო ბაზის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, სტატისტიკის, ადამიანური რესურსების სტრუქტურების ან/და სხვა ნებისმიერი პირის მიერ);
ბ) წარმოდგენილი, ან საბჭოს მიერვე გენერირებული იდეების განხილვის შედეგად, მიზანშეწონილად მიჩნეულ პროექტებზე პასუხისმგებელი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
გ) მმართველ და მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭოებზე მიღებული, განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მოსმენა, შესაბამისი ღონისძიებების შესახებ წინადადებების შემუშავება;
დ) საბჭოს მიერ დამტკიცებული პროექტების განხორციელების პროცესსა და შედეგებზე ანგარიშის მოსმენა;
ე) 3 თვეში ერთხელ და, საჭიროებისამებრ, სერვისების წარმომადგენლების და განვითარების მიმართულებით არსებული სამსახურების უფროსების ანგარიშების მოსმენა განვითარების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებსა და გეგმებზე;
ვ) ადამიანური რესურსების მართვის, განვითარების, შეფასებისა და მოტივირების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების განხილვა; გაუმჯობესების იდეების განხილვა, შერჩევა, დამტკიცება და განხორციელების მონიტორინგი;
ზ) მის მიერ მიღებული რეკომენდაციების შესრულებისა და შედეგიანობის შეფასებ