1. აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ახორციელებს სააღსრულებო საქმიანობას.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სრული დასახელებაა: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო“. აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების ბეჭდებზე, ბლანკებზე, აბრებზე, სიმბოლიკაზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე, ვებგვერდზე, სხვა ნებისმიერ რეკვიზიტსა და საქმიან ურთიერთობებში შესაძლებელია აღსრულების ეროვნული ბიუროს შემოკლებული დასახელების („აებ“) გამოყენება, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს დასახელება უნდა შეიცავდეს მითითებას: „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“.
3. აღსრულების ეროვნული ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
4. აღსრულების ეროვნული ბიურო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
5. აღსრულების ეროვნული ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. აღსრულების ეროვნულ ბიუროს გააჩნია სიმბოლიკა, რომელსაც ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ასევე, ბლანკიანი ფურცელი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებგვერდია: www.nbe.gov.ge.
7. აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრ