1. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს ჰყავს 3 მოადგილე, რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

3. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეები თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კურირებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით.

4. თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილ