1. იმ შემთხვევაში, როდესაც განაშენიანების რეგულირების გეგმის გადაწყვეტების შესაბამისად ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი ხდება განსაზღვრულ ვადაში ცალკეულ შეუსაბამო უძრავ ობიექტებში ცვლილებების შეტანა, დედაქალაქის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს უფლება აქვთ დააწესონ კანონმდებლობის შესაბამისად შეღავათები და მხარდაჭერის ღონისძიებები.
2. შეუსაბამო უძრავ ობიექტებში ცვლილებების შეტანის სტიმულირების ღონისძიებების გატარებისას, პრიორიტეტულად უნდა იქნეს მიჩნეული დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში და ცენტრალურ ზონაში მოქცეულ შეუსაბამო უძრავი ობიექტების ცვლილებების სტიმულირებ