1. გარემოს დაცვის ეკონომიკური სტიმულირების მიზანია უნარჩენო, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები, ეკოლოგიურად სუფთა, მცირენარჩენიანი საუკეთესო ტექნოლოგიისა და ტექნიკის დამუშავებისა და დანერგვის, მეორადი ნედლეულის გამოყენების, ეფექტური გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, რაც შეიძლება განხორციელდეს:

ა) რეკლამით გარემოს დაცვის საკითხებზე;

ბ) საგადასახადო შეღავათით;

გ) შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტით.

2. გარემოს დაცვის ეკონომიკური სტიმულირების სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. საგადასახადო შეღავათი შეიძლება დაწესდეს მხოლოდ საქართველოს კანონი