1. „ფასიანი ბუნებათსარგებლობისა“ და „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპებიდან გამომდინარე საქართველოში დადგენილია გარემოზე მავნე ზემოქმედებისათვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის და სხვა გადასახადები.
2. ამ გადასახადების სტრუქტურა, ოდენობა და გადახდის წესი საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის თანახმად დგინდება საქართველოს კანონით.
3. გადასახადების გადახდა საქმიანობის სუბიექტს არ ათავისუფლებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №245 – ვებგვერდი, 12.03.2021