არსებული მიწის ნაკვეთების შესყიდვაზე
1. კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უპირატესი შესყიდვის უფლება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს საშუალებას აძლევს, საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე შეიძინოს გარკვეული მიწის ნაკვეთები და სხვა უძრავი ქონება.
2. ქალაქ რუსთავის მერიას აქვს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ:
ა) ტერიტორიები მოქცეულია არსებული წესით განხილული, შეთანხმებული და დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმებით ”დაფარული“ ტერიტორიის ფარგლებში და ამ ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით მათი გამოყენება ითვალისწინებს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობას;
ბ) ტერიტორიების დაგეგმარება და განაშენიანება უნდა განხორციელდეს მიზნობრივად, გარემოს დაცვის, ეკოლოგიური და საინჟინრო უსაფრთხოების თვალსაზრისით;
გ) ტერიტორიები მოქცეულია ოფიციალურად (შესაბამისი საკანონმდებლო და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით) დადგენილი რეკონსტრუქციისა და ქალაქგანვითარების (პერსპექტიული განაშენიანების) რაიონში;
დ) ტერიტორიები მოქცეულია ურბანული მემკვიდრეობისა და ქალაქის ისტორიული ნაწილის ზონაში;
ე) ქალაქ რუსთავის მერია დაასაბუთებს, რომ ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მოქმედების ფარგლებში მოქცეული გაუნაშენებელი ტერიტორიების განაშენიანება აუცილებელია საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.
3. ქალაქ რუსთავის მერიამ უპირატესი შესყიდვის უფლების მოსაპოვებლად აუცილებლად უნდა განსაზღვროს და დაასაბუთოს მიწის ნაკვეთის გამოყენების მიზნები და შესაძლებლობები.
4. ქალაქ რუსთავის მერიის მიერ ტერიტორიების წინასწარი შესყიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, რომლებიც დოკუმენტურად დადასტურებულია და გამომდინარეობს საზოგადოებრივი ინტერესებიდან.
თავი VI
მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები, მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრ
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 01.06.2011
მუხლი 30. ქალაქ რუსთავის მერიის უპირატესი უფლება კერძო საკუთრებაში
თავი V — ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების განსაკუთრებული შემთხვევები და მათი რეგულირება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 28. თბილისის მერიის უპირატესი უფლება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შესყიდვაზე
- მუხლი 21. უპირატესი შესყიდვის უფლება
- მუხლი 21. უპირატესი შესყიდვის უფლება
- მუხლი 16. რუსთავის საქალაქო სასამართლო
- მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ
- მუხლი 33. რუსთავის საქალაქო სასამართლო
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. სპეციალური ზონალური შეთანხმება
- მუხლი 24. ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების
- მუხლი 25. განაშენიანების წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობა
- მუხლი 26. განაშენიანების წესების მოთხოვნებთან იძულებითი შეუსაბამობა
- მუხლი 28. შეუსაბამო მიწის ნაკვეთების ხელახალი გამიჯვნა
- მუხლი 29. საზოგადოებრივი და კერძო სერვიტუტები
- მუხლი 31. სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე შენობათა განთავსების
- მუხლი 32. სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსება
- მუხლი 33. სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის მაქსიმალური
- მუხლი 34. ერთ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსება და მათი
- მუხლი 35. სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში ისეთი შეჭრა, რომელიც არ საჭიროებს საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის მესაკუთრესთა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 30, №70, 11.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.160.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1236036/muxli-30/