1. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს უპირატესი შესყიდვის უფლება მიწის ნაკვეთსა და მასთან მყარად დაკავშირებულ შენობა-ნაგებობებზე სივრცით-ტერიტორიული განვითარების აუცილებელი საჭიროებისთვის, თუ ამ მიზნის მიღწევა სხვაგვარად შეუძლებელია.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს აქვს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ:

ა)  ტერიტორიები მოქცეულია განაშენიანების რეგულირების გეგმის მოქმედების არეალში და მათი გამოყენება ითვალისწინებს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, ქალაქთმშენებლობით რეკონსტრუქციას ან დასახლების განვითარების პროგრამის განხორციელებას;

ბ)  ტერიტორიების განაშენიანება უნდა განხორციელდეს გარემოსა და საინჟინრო უსაფრთხოების დაცვით;

გ) ტერიტორიები მოქცეულია ურბანული მემკვიდრეობისა და დასახლების ისტორიული ნაწილის ზონაში.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისმა ორგანომ უპირატესი შესყიდვის უფლების გამოსაყენებლად უნდა განსაზღვროს და დაასაბუთოს მიწის ნაკვეთების გამოყენების მიზნები და შესაძლებლობები.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოსათვის უპირატესი შესყიდვის უფლებით დატვირთული მიწის ნაკვეთები აღნიშნული უნდა იყოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციაში, რომელიც არეგულირებს დასახლების ტერიტორიების ამ ნაწილის განაშენიანება