1. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კოორდინირება ფუნქცია №4:

ძირითადი უწყებაა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

მხარდამჭერი უწყებებია :

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – „112“;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი;

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.

მიზანი:

რეაგირების სამუშაოების განხორციელების კოორდინირება;

საძებნი, სამაშველო, ხანძრის ქრობის,     საავარიო-სამაშველო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ძალების, რესურსებისა და საშუალებების   მზადყოფნის უზრუნველყოფა;

საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სამაშველო ძალების ჩაბმის ორგანიზება.

2. ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

ა) ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვას ახორციელებს შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

ბ) ავტონომიურ, სამხარეო და ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვას ახორციელებენ შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფები მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ერთობლივად.

გ) საზღვაო-სამაშველო სამუშაოების კოორდინირებას და განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო  ,,საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, .

დ) „საავიაციო შემთხვევების და ინცინდენტების დროს საავიაციო ძებნა-შველის სამუშაოები ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის დადგენილებით №734  „საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“  შესაბამისად, .

3. ოპერაციების კონცეფცია

საგანგებოს სიტუაციებზე რეაგირების მართვის სქემა გულისხმობს კატასტროფებზე რეაგირების სამ დონეს:

ა) პირველი დონე, როდესაც საგანგებო სიტუაციაზე პირველად რეაგირებას ახდენენ შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიული სახანძრო-სამაშველო რაზმი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. ამ შემთხვევაში:

ა.ა) რეაგირების პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტები, შესაბამისი თემის/თემების სამაშველო რაზმები, მუნიციპალიტეტების  ძალები და რესურსები, მუნიციპალიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების ძალები და საშუალებები;

ა.ბ) საგანგებო სიტუაციაზე პირველად რეაგირებას მიეკუთვნება: ოპერატიული სამაშველო მოქმედება, პირველადი სამედიცინო დახმარება, საგანგებო სიტუაციის ზონის შემოფარგვლა და იზოლირება, საგანგებო სიტუაციის ლოკალიზების სამუშაოები, ხანძრის ქრობის სამუშაოები და სხვ.;

ა.გ) პირველადი რეაგირების მიზნით ინფორმაცია შემოდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ დანაყოფში, რომელიც გადის საგანგებო სიტუაციის ზონაში. სამაშველო რაზმი სამაშველო ოპერაციების პარალელურად ახდენს სიტუაციის რეკოგნოსცირებას. რეკოგნოსცირების შედეგების ანალიზის საფუძველზე, საგანგებო სიტუაციის ესკალაციის საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შექმნილი საგანგებო ვითარების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ინფორმაციას აწვდის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს;

ა.დ) საგანგებო სიტუაციის ზონიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრი ორგანიზებას უკეთებს პირველი რიგის სამაშველო ღონისძიებებს, ინფორმაციას საგანგებო ვითარების, გატარებული ღონისძიებების შესახებ აწვდის შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამხარეო ტერიტორიულ დანაყოფის ხელმძღვანელს და შესაბამის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას. თუ ადგილობრივი რეაგირების ძალები და რესურსები საკმარისი არ არის ოპერატიული ცენტრი ითხოვს დახმარებას;

ბ) მეორე დონე, როდესაც პროცესში ერთვებიან მხარეში არსებული: სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო უსაფრთხოების რეზერვისტები, დაზარალებული მუნიციპალიტეტის მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან სახანძრო-სამაშველო რაზმები, ავტონომიური რესპუბლიკის /სამხარეო საგანგებო სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილებით. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციის მართვის პროცესს ხელმძღვანელობს მხარეში სახელმწიფო რწმუნებული − გუბერნატორი, რომელიც კოორდინაციას უწევს მხარეში არსებულ ყველა რეაგირების ძალისა და რესურსების გამოყენებას კატასტროფაზე რეაგირების მიზნით. იგი, ამავე დროს, საგანგებო ვითარების, გატარებული ღონისძიებებისა და საჭირო დახმარებების შესახებ ინფორმაციას აწვდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საგანგებო სიტუაციების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრს;

გ) მესამე დონე, შეესაბამება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნულ დონეს. ამ შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რაგირების მართვის ოპერატიულ კოორდინირებას ახდენს შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საგანგებო სიტუაციების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრი. რომელშიც გაერთიანებული არიან განვითარებული საგანგებო სიტუაციის სახეობის შესაბამისად, სხვადასხვა სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების უფლებამოსილი პირები. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული რესურსები და ძალები არ არის საკმარისი საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციოდ, ცენტრი ამზადებს წინადადებებს საერთაშორისო დახმარებების შესახებ მოთხოვნებზე, რომელიც მიეწოდება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, რომლის თანხმობის შემთხვევაშიც, საჭირო დახმარებების მოსაზიდად მოთხოვნის შესახებ სპეციალური ფორმით ეცნობება შესაბამის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასევე, იმ სახელმწიფოებს, რომლებთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს ორმხრივი და მრავალმხრივი მემორანდუმები კატასტროფების დროს თანამშრომლობის შესახებ.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრი იწყებს საგანგებო დახმარების ფუნქცია №4-ით გათვალისწინებული ღონისძიებების  განხორციელებას რეაგირების მართვის დონეების მიხედვით.

5. ადგილობრივი და საველე დონე

ა) მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციის მართვის ოპერატიულ ცენტრს მოქმედებაში მოჰყავს საგანგებო მართვის შესაბამისი გეგმა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ადგილობრივ დონეზე სახანძრო-სამაშველო და სათანადო მორეაგირე ფორმირებების ჩაბმას საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

ბ) საგანგებო დახმარების ფუნქცია №4-ის შესაბამისად, გაიცემა ოპერატიული ბრძანებები.

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გამოყოფს უფლებამოსილ პირებს  მუნიციპალიტეტების  ოპერატიულ და საველე ოპერაციების ცენტრის დასაკომპლექტებლად.

დ) შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საგანგებო სიტუაციების ზონაში ორგანიზებას უკეთებს საველე ოპერაციების ცენტრის ამოქმედებას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ტაქტიკურ დონეზე კოორდინირების მიზნით.

ე) ორგანიზება უკეთდება შესაბამისად, ეროვნული, ავტონომიური რესპუბლიკის და სამხარეო დონეზე მუნიციპალიტეტის ძალებისა და რესურსების მობილიზებასა და გაგზავნას საგანგებო სიტუაციების ზონაში.

ვ) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემდეგ მოსახლეობის გადარჩენის, სასიცოცხლო უზრუნველყოფისა და არსებული რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, ხორციელდება ძალებისა და საშუალებების ოპერატიული და მიზანმიმართული მობილიზება. ფართომასშტაბიანი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს დამოუკიდებლად არ შეუძლია საგანგებო სიტუაციების დროს წამოჭრილი ამოცანების გადაწყვეტა, ორგანიზება უკეთდება საერთაშორისო დახმარებების მოთხოვნას. საერთაშორისო ძალები და რესურსები განთავსდება საველე ოპერაციების ცენტრის ახლოს.

ზ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების  ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირების ფორმირებებს დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ დახმარება საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით.

თ) მას შემდეგ რაც გამოყენებულ და ამოქმედებულ იქნება ყველა ხელთარესუბული შესაძლებლობა და ამავდროულად საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება არაეფექტური რჩება, შესაბამისი მართვის დონის ოპერატიული ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას რეაგირების სამუშაოების შეწყვეტის ან დროებით შეჩერების შესახებ.

6. რეაგირების ღონისძიებები

-  ა) საძებნი, სამაშველო, საავარიო-სამაშველო, ხანძრის ქრობისა და აღდგენითი სამუშაოების, უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

- ბ) საგანგებო სიტუაციების დროს საძებნი, სამაშველო, საავარიო-სამაშველო, ხანძრის ქრობის და აღდგენითი სამუშაოების ძალებისა და საშუალებების  გადანაწილება და მათი საქმიანობის ორგანიზება;

- გ) დაზიანების მასშტაბების, დაზარალებულთა რაოდენობის, სამაშველო სამუშაოებისათვის აუცილებელი საინჟინრო და სპეციალიზებული ტექნიკის რაოდენობის განსაზღვრა და სამაშველო სამუშაოებში ჩაბმა;

- დ) სხვა სახელმწიფოთა მაშველების მიღება და მათი განაწილება დაზიანებულ ტერიტორიებზე;

- ე) დაზარალებულთათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით სამუშაოების ორგანიზება, სპეციალური ტექნიკის, ჯანდაცვის პერსონალის, მედიკამენტების რაოდენობის განსაზღვრა, მძიმე ავადმყოფების სხვა ქალაქებსა და სახელმწიფოებში ევაკუაციის შესაძლებლობის განსაზღვრა;

- ვ) საგანგებო სიტუაციების მეორადი დამაზიანებელი ფაქტორების თავიდან აცილების ან/და ლოკალიზაციის მიზნით შესაბამისი ზომების მიღება.

7. მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – საგანგებო სიტუაციების ზონებში ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს და კრძალავს ავტოტრანსპორტის შესვლას, გარდა სპეციალური მანქანებისა, შემოფარგლავს და იცავს პერიმეტრს, აწარმოებს ბრძოლას მარადიორობის წინააღმდეგ;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – „112“ – უზრუნველყოფს შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის საგანგებო ინციდენტის ან/და სიტუაციის მოხდენის შესახებ ოპერატიული შეტყობინების მიწოდებასა და საინფორმაციო მხარდაჭერას;

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – რეაგირების სამუშაოების შესრულებისას უზრუნველყოფს დაზარალებულთათვის პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანას, აგრეთვე  მედიკამენტებით უზრუმველყოფას;

ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები –
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – კოორდინირებას უწევენ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმული ძალების შესაბამისი ტრანსპორტით უზრუნველყოფას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო-  უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონაში ინფრასტრუქტურის მდგრადობის შეფასებასა და სენსიტიურობის განსაზღვრას;

ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონაში შენობა-ნაგებობების მდგრადობის შეფასებასა და ვარგისიანობის განსაზღვრას;

თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი – კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების, რეაგირების ძალების ფორმირებების, ჯგუფებისა და სხვა მონაწილე უწყებების კავშირით უზრუნველყოფას;

ი) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონებში ენერგომომარაგების კომუნიკაციებზე საავარიო-აღდგენითი ჯგუფების მუშაობას;

კ) მუნიციპალიტეტების ორგანოები – ახორცილებენ რეაგირების ღონისძიებებს;

ლ) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – მონაწილეობს საგანგებო სიტუაციების ზონაში სამაშველო სამუშაოებში, ორგანიზებას უკეთებს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმული არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კოორდინირები