1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების ხელმძღვანელებისა და სპეციალისტების სწავლება ტარდება, შესაბამისი საგანგებო მართვის გეგმების, შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან შეთანხმებული სასწავლო პროგრამებისა და სწავლების გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
·სამეთაურო-საშტაბო (სამაგიდო) სწავლება ტარდება:
ა) ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა, ქ. თბილისის მერიის და შესაბამის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციებში ყოველ წელს 2-3 დღე-ღამის განმავლობაში;
ბ) მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა) ორგანოებში ყოველ წელს 1-2 დღე-ღამის განმავლობაში.
3. კომპლექსური ვარჯიში ტარდება: ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის მერიის და შესაბამის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციების, თვითმმართველი ქალაქების და მუნიციპალიტეტების ორგანოებში სამ წელში ერთხელ 2-3 დღე-ღამის განმავლობაში.
4. ტაქტიკურ-სპეციალური ვარჯიში ტარდება რეაგირების დანაყოფებთან და არასაშტატო ფორმირებებთან ყოველწლიურად 6-8 საათის განმავლობაში.
5. სამეთაურო-საშტაბო სწავლებები და კომპლექსური ვარჯიშები ტარდება შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთობლივად.
6. შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფების მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების მომზადება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის მომზადების პროგრამით“.
7. შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები შედგება ძირითადი კომპონენტებისაგან:
ა) ხანძარსაწინააღმდეგო მომზადება, რომელიც გულისხმობს სასწავლო სახანძრო წვრთნების ჩატარებას სულ მცირე 6 თვეში ერთხელ, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმის შესაბამისად, ძალებისა და საშუალებების ჩართვით;
ბ) სამედიცინო გადამზადება ტარდება სულ მცირე თვეში ერთხელ. იგი ითვალისწინებს პირველი დახმარების აღმოჩენის პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებას ადამიანთა ძებნის, სამაშველო და საავარიო-სამაშველო სამუშაოების დროს;
გ) მთაში სამაშველო გადამზადება ტარდება სულ მცირე ექვს თვეში ერთხელ. იგი ითვალისწინებს ისეთი ჩვევების გამომუშავებას, რომელიც ალპინისტური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით, წლის ნებისმიერ დროს, მთის ნებისმიერ რელიეფზე, ღრმა ხეობაში გადაადგილების და მღვიმეში ჩაშვების საშუალებას იძლევა (სპელეო მომზადება);
დ) წყალზე სამაშველო გადამზადება ტარდება სულ მცირე ექვს თვეში ერთხელ. იგი ითვალისწინებს წყალზე სამაშველო ოპერაციების დროს ქცევის, საწყალოსნო საშუალებების ექსპლუატაციისა და ცურვის უსაფრთხოების წესების ცოდნას, ასევე, წყალზე დაშავებულთა გადარჩენისა და მათთვის პირველადი დახმარების გაწევის თავისებურებებს. განსაკუთრებულით კი, წყალზე მოქცევისა და უსაფრთხოების წესების შესწავლას მდინარეზე სამაშველო ოპერაციების შემთხვევაში. სასწავლო პროგრამის ცალკეული ნაწილები უნდა შემუშავდეს ადგილზე არსებული ტექნიკური აღჭურვილობისა და ადგილობრივი აკვატორიის გათვალისწინებით;
ე) მყვინთავების გადამზადება ხდება მინიმუმ ნახევარ წელიწადში ერთხელ, მყვინთავებისა და მყვინთავ-სპეციალისტების მომზადებაზე ლიცენზირებულ სპეციალურ სასწავლო ცენტრებში ხელშეკრულების საფუძველზე, მყვინთავის კვალიფიკაციის დადასტურების მიზნით მინიმალური ჩათვლების ჩაბარებით;
ვ) ტექნიკური გადამზადება ტარდება სულ მცირე ექვს თვეში ერთხელ. იგი ითვალისწინებს ავტოტრანსპორტის სწორი ექსპლუატაციის, საავარიო-სამაშველო მოწყობილობების და აღჭურვილობის, კავშირის საშუალების, ასევე მათი შესაძლო უწესრიგობის ოპერატიულად აღმოფხვრის შესწავლას და ახალი სახის ავარიული სამაშველო ინსტრუმენტისა და მოწყობილობის ექსპლუატაციის წესის ათვისებას;
ზ) ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე სამაშველო გადამზადება ტარდება სულ მცირე ექვს თვეში ერთხელ. იგი ითვალისწინებს კონკრეტული სახის დამცავი და საიდენტიფიკაციო მოწყობილობასთან მუშაობის, ასევე, რადიაციულ, ქიმიურად საშიშ ნივთიერებებთან და სახიფათო ბიოლოგიურ პათოგენებთან მუშაობისათვის აუცილებელი უსაფრთხოების წესების ცოდნის განახლებასა და სრულყოფას;
თ) კინოლოგიური გადამზადება ტარდება სულ მცირე წელიწადში ერთხელ. იგი ითვალისწინებს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების საშუალებით დაზარალებულთა და გარდაცვლილ ადამიანთა აღმოსაჩენად სამოქმედო უნარების შესწავლას
ი) ფიზიკური გადამზადება (მეცადინეობა) უნდა ჩატარდეს კვირაში ორჯერ, ორ-ორი სასწავლო საათის ხანგრძლივობით. იგი ითვალისწინებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ვარჯიშებით ფიზიკური ამტანიანობის განვითარებას, ასევე, დიდი ფიზიკური დატვირთვის და ფსიქოლოგიური დაძაბულობის გადატანის შესაძლებლობას. ყოველწლიურად ორგანიზება უნდა ჩაუტარდეს სპორტულ ღონისძიებებს.
კ) საგანგებო სიტუაციების (სატრანსპორტო კატასტროფები, ნანგრევებში საძიებო-სამაშველო სამუშაოები) დროს საძიებო-სამაშველო ოპერაციების წარმოების მიზნით, მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა გადამზადება (მეცადინეობა) უნდა ჩატარდეს სულ მცირე ექვს თვეში ერთხელ.
8. ორგანიზაციების პასუხისმგებელი პირების, პერსონალისა და სტუდენტების (მოსწავლეების) გადამზადება ითვალისწინებს მათთვის საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების გამომუშავებას, მათი შრომითი და საწარმოო-ტექნოლოგიური უსაფრთხოების ამაღლებას. ასევე, ომის პერიოდში, მოსახლეობისა და და მატერიალური რესურსების დაცვისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ორგანიზაციების რეაგირების ძალებისა (სამაშველო ფორმირებების) და შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ურთიერთმოქმედების გაუმჯობესებას. ორგანიზაციების პასუხისმგებელი პირების, პერსონალისა და სტუდენტების (მოსწავლეების) სწავლება ხდება უშუალოდ ადგილზე, სულ მცირე ექვს თვეში ერთხელ შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან შეთანხმებული სასწავლო პროგრამების მიხედვით.
9. სამოქალაქო უსაფრთხოების რეზერვისტების მომზადება ხორციელდება სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გეგმის (წესის) და შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან შეთანხმებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად, .
საგანგებო დახმარების ფუნქციე