1. სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა (შემდგომ − ეროვნული გეგმა) წარმოადგენს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის (შემდგომ − ერთიანი სისტემა) ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომელიც სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში აწესრიგებს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას.

2. ეროვნული გეგმა საზღვრავს:

ა) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, მათ მოცულობას, განხორციელების წესსა და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ ძირითად და დამხმარე სუბიექტებს არსებული ძალებისა და საშუალებების, სოციალურ-ეკონომიკური, ბუნებრივი და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით;

ბ)  საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მისთვის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში მასზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების წარმართვის წესს.

3. ეროვნული გეგმის მიზანია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკების, შესაბამის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტების ორგანოების და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის წარმართვა სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად ეროვნულ დონეზ