1. ეროვნული გეგმა არეგულირებს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ამოცანების გადაწყვეტისას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკების, შესაბამის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტების ორგანოების და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების თანამშრომლობასა და თანამოქმედებას.
2. ეროვნული გეგმის ღონისძიებათა რეგულირების ძირითადი მიმართულებებია:
ა) საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის მართვის ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია და სახელმწიფო ხელისუფლების და ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის, შესაბამის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტების ორგანოების, ორგანიზაციების მზადყოფნა, ასევე საერთაშორისო დახმარებების სახით მოზიდული რესურსების მობილიზების ორგანიზება;
ბ) საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მიტიგაციის, მათზე რეაგირების (მათ შორის, ხანძრის ჩაქრობის), საგანგებო ვითარებების შეფასების, საავარიო-სამაშველო, სამაშველო და სხვა გადაუდებელი, ასევე ადამიანთა ძებნისა და აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება და კოორდინირება;
გ) მართვის პუნქტების, შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის სისტემის მუდმივი მზადყოფნა, მოსახლეობის თავშესაფრებში განთავსება, აგრეთვე სახანძრო, საინჟინრო, ქიმიური, რადიაციული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური დაცვისათვის გამიზნული სხვა ღონისძიებების ჩატარება, საგანგებო სიტუაციების ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, განთავსება და სასიცოცხლო უზრუნველყოფა;
დ) ცხოველების, მცენარეების, სურსათის, წყალსაცავებისა და წყალმომარაგების სისტემების დაცვა რადიოაქტიური, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური დაბინძურებისაგან (დასნებოვნებისაგან), მასობრივი მოწამვლებისა და დაავადებათა კონტროლი;
ე) ტყის ხანძრების ქრობის ორგანიზებ