ეროვნული გეგმა ეფუძნება ერთიანი სისტემის სუბიექტების საგანგებო მართვის გეგმებსა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმებს.

სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოსთან – შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან შეთანხმებით, უწყების (სამინისტროს) დარგობრივ საგანგებო მართვისა და რისკის მართვის გეგმებს ამტკიცებს შესაბამისი უწყების (სამინისტროს) ხელმძღვანელი.

შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულთან შეთანხმებით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მხარეების, მუნიციპალიტეტების ორგანოების საგანგებო მართვისა და რისკის მართვის გეგმებს ამტკიცებს შესაბამისი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების მეთაურები, სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და მუნიციპალიტეტების ორგანოების ხელმძღვანელები.

შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულთან შეთანხმებით, ორგანიზაციის საგანგებო მართვის გეგმას ამტკიცებს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

თავი II

მზადყოფ