1. კავშირგაბმულობისა და შეტყობინებების ღონისძიებების უზრუნველყოფა (ფუნქცია №2):
ძირითადი უწყებებია:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი.
მხარდამჭერი უწყებებია:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებელი და კერძო მაუწყებლობა;
ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიები;
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტო.
მიზანი:
კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინირება;
ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და მაუწყებლობის საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;
ინფორმაციული ტექნოლოგიების რესურსების დაცვა, აღდენა, ფუნქციონირების პრევენციული და უწყვეტობის უზრუნველყოფა.
2. ღონისძიებების შესრულების გადანაწილება:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი საგანგებო სიტუაციებისას უზრუნველყოფს ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და მაუწყებლობის ქსელების, ფუნქციონირების და ინფორმაციული რესურსების დაცვის უზრუნველყოფის კოორდინირებას ეროვნულ დონეზე;
ბ) ელექტრონული კომუნიკაციების და საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიები, სამაუწყებლო კომპანიები და უწყებრივი ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების მფლობელი ორგანიზაციები საგანგებო სიტუაციებისას უზრუნველყოფენ მათი ქსელების და საშუალებების ფუნქციონირებას;
გ) აჭარის და აფხაზეთისა ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე სხვა რეგიონების ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების წარმოქმნისას კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფენ აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, აღმასრულებელი ხელისუფლების რეგიონალური მართვის შესაბამისი სტრუქტურები, აგრეთვე ამ ტერიტორიებზე მოქმედი ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის საოპერატორო და სამაუწყებლო კომპანიები, ხოლო ადგილობრივ დონეზე – მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოები და ამ ტერიტორიაზე მოქმედი ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის საოპერატორო და სამაუწყებლო კომპანიები, რომლებიც მოქმედებენ როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და შეტყობინების საგანგებო შტაბის ოპერატიული რეაგირების სტრუქტურები.
3. პრევენცია:
ა) კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფა – ფუნქცია №2 მოიცავს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების (ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, ), ორგანიზაციების და მოსახლეობის მონაწილეობით, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების შეტყობინების ღონისძიებების და მოსახლეობის დაცვის მიზნით კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების მუდმივად ორგანიზებას;
ბ) კავშირგაბმულობისა და შეტყობინების პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება რისკის მართვისა და საგანგებო მართვის დარგობრივი გეგმების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მიხედვით. სცენარებში განსაზღვრული უნდა იქნეს საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით საგანგებო სიტუაციების ზონა, საგანგებო სიტუაციების სახეობიდან გამომდინარე დამაზიანებელი ფაქტორების სახეეები და მონაცემები, მათი სავარაუდო მასშტაბები და კავშირგაბმულობისა და შეტყობინების სისტემების მათ მიმართ მდგრადობა, აქედან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციის შესაძლო შედეგები. მათი თავიდან აცილების მიზნით აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, საჭირო ძალები და საშუალებები.
გ) კავშირგაბმულობისა და შეტყობინების პრევენციული ღონისძიებებია: საგანგებო სიტუაციების დროს საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების ქსელები და საშუალებები სტიქიის ზემოქმედების ან/და არაპროგნოზირებადად გაზრდილი ტრაფიკის გამო მწყობრიდან გამოდიან, წყდება მათი ელექტრომომარაგება. სამაშველო სამუშაოების წარმოების დროს ძალზე მაღალია ელექტრონული კომუნიკაციების სახაზო ნაგებობების სერიოზული დაზიანების ალბათობა. იზრდება დამნაშავე ელემენტების მცდელობის ალბათობაც განახორციელონ არასანქცირებული შეღწევა ქსელების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაში, მონაცემთა გადაცემის საბანკო სისტემაში და ა.შ.
დ) მიუხედავად იმისა, რომ საავარიო-აღდგენითი ბრიგადები თავისდროულად აღჭურვილნი უნდა იყვნენ და საგანგებო სიტუაციების ზონაში სამუშაოების წარმოებისას უნდა სარგებლობდნენ დახურული უწყებრივი რადიოსატელეფონო ქსელებით, ძალზედ მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციების ზონაში მწყობრიდან გამოსული საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების და საშუალებების ფუნქციონირების დროული აღდგენა. ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტები და მისი რეაგირების ძალები პირველ რიგში უზრუნველყოფილნი იქნენ პრიორიტეტული, დაცული და მდგრადი საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით;
ე) კავშირგაბმულობისა და შეტყობინების პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება გულისხმობს ასევე მოსახლეობის ინფორმირების უზრუნველყოფას;
ვ) საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება ხორციელდება საზოგადოებრივი და კერძო კომპანიების სამაუწყებლო საშუალებებით, მობილური რადიოსატელეფონო და ფიქსირებული სატელეფონო, ინტერნეტის ქსელების საშუალებებით, ხოლო მათი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ხმამაღლა მოლაპარაკე საშუალებებით მოწყობილი ავტომანქანების გამოყენებით.
·
4. კავშირგაბმულობის და შეტყობინების უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებებია:
ა) საგანგებო სიტუაციებში კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ძალების, საშუალებების მოზიდვა და მათი კოორდინირება;
ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის სფეროში კავშირგაბმულობისა და შეტყობინების სისტემებზე ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
გ) საგანგებო სიტუაციებისას მოსახლეობის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა;
დ) საგანგებო სიტუაციებში კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ქვესისტემების მუშაობის კოორდინირება;
ე) ელექტრონულ საკომუნიკაცო ქსელებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულების ორგანიზება.
5. პირველ რიგში ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებით და საშუალებებით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი ობიექტები:
ა) კავშირგაბმულობის და ტელერადიომაუწყებლობის ობიექტები და ორგანიზაციები;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და სამინისტროს სხვა ქვედანაყოფები;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები;
დ) სამედიცინო დაწესებულებები;
ე) ელექტრომომარაგების საწარმოები;
ვ) პურის ქარხნები;
ზ) გაზიფიკაციისა და გაზმომარაგების საწარმოები;
თ) წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ობიექტები.
6. მეორე რიგის ობიექტებად ითვლება:
ა) სატრანსპორტო ორგანიზაციები;
ბ) ნავთობ-ბაზები;
გ) ქარხნები;
დ) სამშენებლო ორგანიზაციები.
7. სტრუქტურული პრევენციული ღონისძიებები:
ა) რისკის რუკების გათვალისწინებით, ქვეყნის ტერიტორიაზე კავშირგაბმულობის სფეროში ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, კავშირგაბმულობის ობიექტების რაციონალური განთავსება და ამ ობიექტების საინჟინრო-ტექნიკური კომპლექსის მედეგობისა და საიმედოობის ამაღლების ღონისძიებების ორგანიზება;
ბ) ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების და საშუალებების დუბლირების მიზნით საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების ორგანიზება;
გ) საგანგებო სიტუაციებში სათადარიგო კავშირის მობილური ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების მარაგების შექმნის ორგანიზება.
8. არასტრუქტურული პრევენციული ღონისძიებებია:
ა) საგანგებო სიტუაციებიდან გამოწვეული კავშირგაბმულობის სისტემებსა და ობიექტებზე შესაძლო საფრთხეების მონიტორინგი და პროგნოზირება;
ბ) საგანგებო სიტუაციებში კავშირგაბმულობის სფეროში ნორმატიული რეგულირების მუდმივი სრულყოფა და განვითარება;
კ) კავშირგაბმულობის და შეტყობინების უზრუნველყოფის მიზნით საგანგებო სიტუაციიის მართვის ერთიანი სისტემის ფუნქციონირების გაძლიერებული მზადყოფნისა და საგანგებო რეჟიმში ოპერატიულად გადაყვანის ღონისძიებების ორგანიზება.
9. კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის დროს რეაგირების ძირითადი ღონისძიებები:
ა) საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირის მივლინებას საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრში, ხოლო ელექტრონული კომუნიკაციების და საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიები, მაუწყებლები და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილი პირების მივლინებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგანგებო შტაბში;
ბ) საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №2) განხორციელებას, შესაბამისად, :
ბ.ა) შესაძლო მოკლე ვადაში ფუნქციონირებას იწყებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელშიც შედიან დეპარტამენტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ელექტრონული კომუნიკაციების და საფოსტო კავშირების საოპერატორო კომპანიების, მაუწყებლების, უწყებრივი ქსელების მფლობელი ორგანიზაციების უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირები. საგანგებო შტაბი მუშაობს სამინისტროს უწყებრივი საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით;
ბ.ბ) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებში, რეგიონალური და მუნიციპალიტეტების საგანგებო სიტუაციების მართვის ოპერატიულ ცენტრებში შედიან რეგიონში და ქალაქებში მოქმედი ელექტრონული კომუნიკაციების და საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიების, სამაუწყებლო კომპანიების უფლებამოსილი მუშაკები;
ბ.გ) საოპერატორო კომპანიებში, მაუწყებლებში და ქსელების მფლობელ ორგანიზაციებში იქმნება საგანგებო შტაბები და საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფები.
გ) საგანგებო მდგომარეობის დროს აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონალური და მუნიციპალიტეტების საგანგებო სიტუაციების მართვის ოპერატიულ ცენტრებში კავშირგაბმულობის სამსახურები, საოპერატორო კომპანიების, მაუწყებლების და ქსელების მფლობელი ორგანიზაციების საგანგებო შტაბები და პირველადი რეაგირების ჯგუფები ექვემდებარებიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგანგებო შტაბს, ასრულებენ სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის და საგანგებო შტაბის დავალებებს და თანამოქმედებენ მასთან;
დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგანგებო შტაბმა შეიძლება მოითხოვოს მხარდამჭერი უწყებებიდან სათანადო დახმარება, თუ ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიები, სამაუწყებლო კომპანიები და უწყებრივი ელექტრონული კომუნიკაციების მფლობელი ორგანიზაციები საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფენ საგანგებო დახმარების ფუნქცია №2-ის შესრულებას;
ე) საგანგებო დახმარების ფუნქცია №2-ის შესრულებაში სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს და საგანგებო შტაბს დახმარებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, რათა მოხდეს რისკების ანალიზი, შეფასება და დახმარების აღმოჩენა;
ვ) რეაგირების პერიოდში კავშირგაბულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ეკისრება პირველადი პასუხისმგებლობა შეაფასოს კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ხარისხი და დონე, ხოლო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი მოთხოვნის დეკლარირება;
ზ) მიუხედავად იმისა, რომ კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურის აღდგენა მათივე მფლობელების პასუხისმგებლობაა, კავშირგაბმულობის ქსელებისა და საშუალებების დროულად აღდგენის მიზნით, საგანგებო დახმარებების ფუნქცია №2 უზრუნველყოფს მათთვის დახმარებასა და მხარდაჭერას ეროვნულ დონეზე.
10. ორგანიზება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგანგებო შტაბში:
ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №2-ის შესრულების კოორდინირებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგანგებო შტაბი;
ბ) საგანგებო შტაბი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან, საოპერატორო და სამაუწყებლო კომპანიებთან, რათა უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების დროს ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის, მაუწყებლობის და უწყებრივი ქსელების და საშუალებების ფუნქციონირების კოორდინირება, ინფორმაციული რესურსების დაცვის კოორდინირება, მოამზადოს დროული და ზუსტი ინფორმაცია და რეკომენდაციები საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისათვის.
11. ორგანიზება საგანგებო სიტუაციის ზონაში:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგანგებო შტაბი, საგანგებო დახმარების ფუნქცია №2-ის შესაბამისად, აძლევს რეკომენდაციებს საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრს, რომელიც შესაბამისად, კოორდინირებას უწევს საველე ოპერაციებს;
ბ) საგანგებო შტაბმა შეიძლება დანიშნოს წარმომადგენელი საველე ოპერაციების ცენტრში;
გ) საგანგებო დახმარების ფუნქცია №2-ის განხორციელების მიზნით, საგანგებო შტაბი გამოყოფს წარმომადგენლებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა გაემგზავრონ საგანგებო სიტუაციის ზონაში საოპერატორო კომპანიების პირველადი რეაგირების ჯგუფთან ერთად.
12. ოპერაციების კონცეფცია (საგანგებო სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირება):
ა) კოორდინირებას უწევს ელექტრონული კომუნიკაციების და საფოსტო კავშირის საოპერატორო კომუნიკაციების მიერ საგანგებო სიტუაციებში ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების და საშუალებების მდგრადი, დაცული და შეუფერხებელი ფუნქციონირების წინასწარ შედგენილი გეგმის ამოქმედებას;
ბ) კოორდინირებას უწევს ელექტრონული კომუნიკაციების და საფოსტო კავშირის ქსელების და საშუალებების ურთიერთრეზერვირების სქემების დროულად ამოქმედებას;
გ) კოორდინირებას უწევს საგანგებო მდგომარეობის ზონაში საოპერატორო კომუნიკაციების საავარიო აღდგენითი ბრიგადების გამგზავრებას, მუშაობას და მათ თანამოქმედებას;
დ) ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების და საშუალებების ფუნქციონირებაზე აწარმოებს მონიტორინგს და აწვდის ინფორმაციას საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრს.
13. საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება:
ა) კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფა – ფუნქცია №2 მოიცავს საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ, მათი დარგობრივი დაქვემდებარებისა და ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესაბამისად, ორგანიზაციების და მოსახლეობის მონაწილეობით.
ბ) სახელმწიფო მართვის და მუნიციპალიტეტების ორგანოები ვალდებულნი არიან საგანგებო სიტუაციის დროს დაზიანებული ელექტრონული კომუნიკაციების და საფოსტო კავშირის ქსელების ავარიული მდგომარეობის უმოკლეს ვადაში აღმოფხვრის მიზნით, ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიებს, სამაუწყებლო კომპანიებს, უწყებრივი ქსელების მფლობელ ორგანიზაციებს დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ დახმარება (სამუშაო ძალა, ტრანსპორტი) კანონმდებლობით დადგენილი წესით.
14. მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო – დახმარებას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის დაგეგმვის და მართვის სფეროში კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებაში.
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ,,ხმამაღლა მოლაპარაკე“ საშუალებით მოწყობილი ავტომანქანებით მოსახლეობის ინფორმირებას.
გ) შსს სსიპ – სახელმწიფო მატერიალური რეზერვის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციების და საფოსტო კავშირის ორგანიზაციებს, სამაუწყებლო კომპანიებს საწვავ-საპოხი მასალით.
დ) შსს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს, წინასწარ განსაზღვრული გეგმით, საგანგებო სიტუაციებში ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და ტელერადიომაუწყებლობის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვას.
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს კავშირგაბმულობისა და შეტყობინების სფეროში გასატარებელ ღონისძიებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ვ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო – უზრუნველყოფს ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და მაუწყებლობის ქსელების ობიექტების ელექტრომომარაგებას.
ზ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – უზრუნველყოფს, ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიებთან და მაუწყებლებთან ერთად, ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და მაუწყებლობის ობიექტების ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი ღონისძიებების შემუშავებას. უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინირებას.
თ) საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო- ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიებთან და მაუწყებლებთან ერთად უზრუნველყოფს ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და მაუწყებლობის ობიექტების ბიოლოგიური უსაფრთხოების ძირითადი ღონისძიებების შემუშავებას. უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინირებას.
ი) სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი და კერძო სამაუწყებლო კომპანიები – უზრუნველყოფენ საგანგებო სიტუაციებში მოსახლეობის დროულ ინფორმირებას.
კ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია – საგანგებო სიტუაციების დროს უზრუნველყოფს ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და მაუწყებლობის ძალების და საშუალებების აღრიცხვასა და მობილიზების მხარდაჭერას. ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და მაუწყებლობისთვის გაცემულ ლიცენზიებში და ავტორიზაციის დოკუმენტებში წინამდებარე დოკუმენტის მოთხოვნათა გათვალისწინებით ცვლილებების და დამატებების შეტანას, საოპერატორო კომპანიების და მაუწყებლობის მიერ ლიცენზირების პირობების დაცვაზე მკაცრი კონტროლის დამყარებას. აწესებს რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებაზე სადღეღამისო მკაცრ კონტროლს, არარეგისტრირებული რადიოგადამცემი სადგურების გამოვლენას და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან ერთად მათი ფუნქციონირების აღკვეთას. ახორციელებს სადღეღამისო მონიტორინგს მაუწყებლების მიერ წარმოებული გადაცემების საგანგებო მდგომარეობის დროს სამაუწყებლო პოლიტიკასთან შესაბამისობაზე, გამოვლენილ დარღვევებზე ოპერატიულად რეაგირებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. საგანგებო მდგომარეობის დროს რადიოსიხშირული სპექტრის მართვას ახორციელებს მის მიერ დადგენილი წესით. აუცილებლობის შემთხვევაში საგანგებო სიტუაციებში რადიოკავშირის საშუალებებით, საერთაშორისო დახმარებების მიღების მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, სიხშირეთა ეროვნულ გეგმაში შეაქვს გლობალური ან/და რეგიონალური სიხშირული ზოლები/დიაპაზონები და მათ შესახებ აცნობებს სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს, განახორციელებს მათ საერთაშორისო კოორდინაციას. სიხშირეთა ეროვნულ გეგმაში გამოყოფს რადიოსიხშირეებს, რომელთა ფარგლებში საგანგებო მდგომარეობის დროს დასაშვებია რადიომაუწყებლობის მუშაობა ან გამოყენება. აუცილებლობის შემთხვევაში ოპერატიულად გამოყოფს დამატებით რადიოსიხშირეებს თავდაცვის და შინაგან საქმეთა ორგანოებისთვის, კავშირგაბმულობის და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებისთვის, საავარიო-აღდგენითი, სახანძრო-სამაშველო ფორმირებებისთვის, უზრუნველყოფს გამოყოფილი რადიოსიხშირეების დაცვას.
ლ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიები – საგანგებო სიტუაციების დროს წინასწარ შედგენილი გეგმების მიხედვით უზრუნველყოფენ ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და მაუწყებლობის ქსელების და საშუალებების ფუნქციონირებას, მათ მიერ ჩამოყალიბებული და შესაბამისად, აღჭურვილი საავარიო-აღდგენითი ბრიგადებით მწყობრიდან გამოსული ქსელების აღდგენას. ელექტრონული კომუნიკაციების და ტელემაუწყებლობის ქსელებს აპროექტებენ, აგებენ, აფართოვებენ ან რეკონსტრუქციას უტარებენ და ექპლუატაციას უწევენ საგანგებო მდგომარეობის დროს მდგრად, დაცულ და უსაფრთხო ფუნქციონირების საკითხებზე, საქართველოში მოქმედი ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების და რეკომენდაციების გათვალისწინებით. საკუთარი სახსრებით ახორციელებენ ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების მდგრადობას და მათ პროგრამულ უზრუნველყოფას, საგანგებო მდგომარეობის დროს ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების მდგრადი, დაცული და უსაფრთხო ფუნქციონირების საკითხებზე მოქმედი ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების და რეკომენდაციების შესაბამისად, . შეიმუშავებენ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უთანხმებენ საგანგებო მდგომარეობის დროს საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებების და ქსელების ფუნქციონირების უზრუნველყოფის გეგმებს, სხვადასხვა საოპერატორო და ტელერადიო სამაუწყებელო კომპანიების ქსელებთან და საშუალებებთან ურთიერთრეზერვირების სქემებს. მშვიდობიან პერიოდებში უზრუნველყოფენ გეგმების და ქსელების რეალიზებას, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფენ მათ ამოქმედებას. აფორმებენ ხელშეკრულებას საგანგებო მდგომარეობის დროს ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ. ქსელების გაფართოებისა და სრულყოფის სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში ანახლებენ მას და უზრუნველყოფენ მის შესრულებას. სახელმწიფო მართვის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს, კავშირგაბმულობების, ტელერადიომაუწყებლობის, ჯანმრთელობის დაცვის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სამშენებლო და საკომუნიკაციო მომსახურების ორგანიზაციებს, ბანკებს უზრუნველყოფენ საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების პრიორიტეტული მომსახურებით. დაუყოვნებლივ აკმაყოფილებენ თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნას საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით დამატებით მომსახურებაზე და სატელეკომუნიკაციო ქსელების სიმძლავრეების დამატებით გამოყოფაზე. განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მომხმარებლებს, რომელთაც განსაკუთრებული ფუნქციები ეკისრებათ, საგანგებო მდგომარეობის დროს უზრუნველყოფენ ელექტრონული კომუნიკაციებით რიგგარეშე პრიორიტეტული მომსახურებით. ოპერატიულად ასრულებენ სამინისტროს მიერ გაცემულ დავალებებს, რომლებიც შეეხება საგანგებო მდგომარეობისთვის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების და საშუალებების მზადყოფნას და საგანგებო მდგომარეობის დროს მათ ფუნქციონირებას (მათ შორის, კავშირების მოქმედების ნაწილობრივ ან მთლიანად შეზღუდვას ან/და შეჩერებას, ქსელების რეზერვირების და ურთიერთრეზერვირების სქემების მოწყობას და ამოქმედებას, საავარიო-აღდგენითი სამუშაოების წარმოებას და ა.შ). საგანგებო მდგომარეობის დროს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების და საშუალებების ფუნქციონირების მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, შემუშავებული და შეთანხმებული გეგმების შესაბამისად, სამინისტროს დავალებით, მშვიდობიან პერიოდში რეგულარულად აწყობენ ერთობლივ სწავლებას და ქსელების ტესტირებას. სწავლებაში გამოვლენილი ნაკლოვანებებს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრიან დროულად. ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებების და ქსელების დაცულ, მდგრად და შეუფერხებელ ფუნქციონირებაში აღმოჩენილი საშიშროების ან/და დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებენ სხვა საოპერატორო კომპანიებს და სამინისტროს, ატარებენ ქმედით ზომებს მათ აღმოსაფხვრელად. ახორციელებენ სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელების და მოწყობილობების უსაფრთხოების დაცვას და მათზე კიბერ- შეტევის მოგერიებას, აგრეთვე არასანქცირებული შეღწევის მცდელობის განეიტრალებას. უზრუნველყოფენ საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების აბონენტების შეუფერხებელ კავშირს ექსტრემალურ სამსახურებთან. (პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სახანძრო-სამაშველო სამსახური, გარემოს დაცვის ინსპექცია, გაზის საავარიო სამსახური). უზრუნველყოფენ საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების ელემენტების და ობიექტების მომზადებას, საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო მართვის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა ორგანოების მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად. აღნიშნულ ორგანოებს საჭიროებისთვის გამოუყოფენ მხოლოდ უსაფრთხო, დაცული და მდგრადი ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებს. უზრუნველყოფენ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გადაცემას, რომელიც შეეხება ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოებას, კატასტროფებს, ავარიებს, ეპიზოოტიებს, ქვეყნის თავდაცვას და უშიშროებას; საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობას შეტყობინებას გადასცემენ მობილური რადიოსატელეფონო, ფიქსირებული ადგილობრივი და ინტერნეტის ქსელებით.
მ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მფლობელი ორგანიზაციები – საგანგებო სიტუაციების დროს წინასწარ შედგენილი გეგმების მიხედვით უზრუნველყოფენ უწყებრივი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფუნქციონირებას, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებთან მათ ურთიერთრეზერვირებას. საგანგებო სიტუაციების ზონაში დაცული უწყებრივი რადიოსატელეფონო და ტექნიკური რადიოსატელეფონო ქსელების მდგრად ფუნქციონირებას, ამ ქსელების საშუალებებით პირველად რეაგირების ჯგუფების, საავარიო-სამაშველო და სავარიო-აღდგენითი ბრიგადების, სახელმწიფო მართვის, რეგიონალური და მუნიციპალიტეტების ორგანოების ხელმძღვანელების უზრუნველყოფას. აუცილებლობის შემთხვევაში მხარდამჭერი სამინისტროები და მათი სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საგანგებო შტაბში პასუხისმგებელი მუშაკების მივლინებას.
ნ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტო – უზრუნველყოფს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ინფორმაციული და კიბერ-უსაფრთხოების ღონისძიებათა განხორციელება