1. სატრანსპორტო  უზრუნველყოფა (ფუნქცია №5):

ძირითადი უწყებებია :

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

მხარდამჭერი  უწყებებია :

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეწარმეობის განვითარების სააგენტო;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

შპს „საქართველოს რკინიგზა“;

შპს „საქაერონავიგაცია“;

შპს „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტები“.

მუნიციპალტეტების ორგანოები

მიზანი :

საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო ძალებისა და სატრანსპორტო უზრუნველყოფის მზადყოფნის ღონისძიებების შემუშავება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სატრანსპორტო უზრუნველყოფის განხორციელების კოორდინირება;

საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირება და დაცვის უზრუნველყოფა.

2. ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

ა) ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების სატრანსპორტო უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები –
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;

ბ) ავტონომიურ, სამხარეო და ადგილობრივ დონეზე სატრანსპორტო უზრუნველყოფის ღონისძიებებს განახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები –
სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტის  და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტების  ორგანოებთან ერთად.

2. პრევენცია

ა) სატრანსპორტო უზრუნველყოფა – ფუნქცია №5 მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, ასევე მოსახლეობისა და ორგანიზაციების მონაწილეობით, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების სატრანსპორტო უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების მუდმივად ორგანიზებას;

ბ) სატრანსპორტო უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება რისკის მართვისა და საგანგებო მართვის დარგობრივი გეგმების საფუძველზე საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მიხედვით. სცენარებში განსაზღვრული უნდა იქნეს საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით საგანგებო სიტუაციების ზონა, საგანგებო სიტუაციების სახეობიდან გამომდინარე დამაზიანებელი ფაქტორების სახეები და რაოდენობრივი მონაცემები, მათი სავარაუდო მასშტაბები და სატრანსპორტო უზრუნველყოფის სქემების მათ მიმართ მდგრადობა;

გ) საგანგებო სიტუაციების დროს დამაზიანებელი ზემოქმედების შედეგად საფრთხე ექმნება სატრანსპორტო უზრუნველყოფის სტაბილურობას. აუცილებელი შეიძლება გახდეს შეფერხებული  სატრანსპორტო უზრუნველყოფის დროული აღდგენა.  რეაგირების ძალები პირველ რიგში უზრუნველყოფილი უნდა იქნენ სატრანსპორტო საშუალებების აუცილებელი რაოდენობით.

3. სატრანსპორტო უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებები:

- ა) საგანგებო სიტუაციებში სატრანსპორტო საშუალებების მოზიდვისა და მათ  განაწილების წინასწარი დაგეგმვის კოორდინირება;

- ბ) მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში სატრანსპორტო უზრუნველყოფის დაგეგმვაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება;

- გ) რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების სატრანსპორტო უზრუნველყოფის ალტერნატიული სქემების შემუშავების ორგანიზება.

4. ოპერაციების კონცეფცია

ა) საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები –
სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტის და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები უზრუნველყოფენ უფლებამოსილი პირების  მივლინებას საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების ოპერატიულ და საველე ოპერაციების ცენტრებში.

ბ) საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები –
სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტის  და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები იწყებენ შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №5) განხორციელებას. შესაბამისად, ფუნქციონირებას იწყებს:

ბ.ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების –
სახმელეთო ტრანსპორტის საზღვაო ტრანსპორტის  და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების საგანგებო შტაბები, რომელიც მოქმედებენ უწყებრივი საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით;

ბ.ბ) საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი.

გ)საგანგებო შტაბებმა შეიძლება მოითხოვონ დახმარება მხარდამჭერი უწყებებიდან, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №5-ის შესრულებას.

დ) საგანგებო დახმარების ფუნქცია №5-ს დახმარებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, რათა მოხდეს რისკების ანალიზი, შეფასება და დახმარების აღმოჩენა.

ე) რეაგირების პერიოდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები –
სახმელეთო ტრანსპორტის საზღვაო ტრანსპორტის  და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები აფასებენ თავიანთი კოომპეტენციის გარგლებში არსებული სიტუაციისათვის სატრანსპორტო უზრუნველყოფის ხარისხსა და დონეს, დახმარების საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს შესაბამისი მოთხოვნის დეკლარირებას.

5.  საგანგებო შტაბების საქმიანობის ორგანიზება

ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №5-ის ამოქმედებას ახორციელებს საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების –
სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტის  და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების საგანგებო შტაბები.

ბ) საგანგებო შტაბი მოქმედებს უწყებრივი რეაგირების საგანგებო მართვის გეგმის შესაბამისად, .

გ) საგანგებო შტაბები კოორდინირებს სხვა სტრუქტურებთან, რათა მოამზადოს  ინფორმაცია და რეკომენდაციები საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისათვის.

დ)  საგანგებო შტაბი:

-  დ.ა) ატარებს კონსულტაციებს შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებთან;

-  დ.ბ) აფასებს საგანგებო სიტუაციას, განსაზღვრავს საჭირო რესურსებს;

- დ.გ) უზრუნველყოფს საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრში უფლებამოსილი  უფლებამოსილი პირის  მივლინებას;

- დ.დ) აწვდის ინფორმაციას საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრს, მუნიციპალიტეტების ორგანოების ოპერატიულ ცენტრებს და საველე ოპერაციების ცენტრებს;

- დ.ე) საგანგებო დახმარების ფუნქცია №5-ის შესაბამისად, კოორდინირებას უკეთებს ტრანსპორტით უზრუნველყოფას.

6. ორგანიზება საგანგებო სიტუაციის ზონაში

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგანგებო შტაბი საგანგებო დახმარების ფუნქცია №5-ის შესაბამისად,   რეკომენდაციებს აძლევს საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრს, რომელიც შესაბამისად, კოორდინაციას უწევს საველე ოპერაციებს.

ბ) საგანგებო დახმარების ფუნქცია №5-ის განხორციელების მიზნით, საველე ოპერაციების ცენტრში დანიშნული წარმომადგენელი უზრუნველყოფს კავშირს დამხმარე ორგანიზაციებთან და მუნიციპალიტეტის ოპერატიულ ცენტრთან.

7. სატრანსპორტო უზრუნველყოფის ღონისძიებები:

- ა) საგანგებო სიტუაციების ზონიდან უსაფრთხო განთავსების ზონებში მოსახლეობის ევაკუაციისთვის საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების მობილიზება;

- ბ) დაზარალებული მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ავტოტრანსპორტის მობილიზება;

- გ) საგანგებო სიტუაციების ზონიდან უსაფრთხო ზონაში შესაბამისი ტრანსპორტით მატერიალური ფასეულობის გატანა;

- დ) საავარიო-სამაშველო, საძიებო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ეფექტიანად შესრულებისათვის საინჟინრო ავტოტრანსპორტისა და ტექნიკის მობილიზების ხელშეწყობა;

- ე) შესაბამისი ავტოტრანსპორტის მობილიზება ცხოველთა ევაკუაციისათვის.

8. საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება

ა) სატრანსპორტო უზრუნველყოფა – ფუნქცია №5  მოიცავს საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების სატრანსპორტო უზრუნველყოფის ორგანიზებას, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ, მათი დარგობრივი დაქვემდებარებისა და ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესაბამისად, მოსახლეობისა და ორგანიზაციების მონაწილეობით.

ბ) საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ზიანდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო ქსელები, რომლის აღდგენა უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საგანგებო სიტუაციის ზონაში საავარიო-სამაშველო, საძიებო-სამაშველო და აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი ფორმირებების სატრანსპორტო გადაადგილება.

გ) სახელმწიფო მართვის და მუნიციპალიტეტების ორგანოები ვალდებულნი არიან საგანგებო სიტუაციის დროს დაზიანებული ან შეფერხებული სატრანსპორტო უზრუნველყოფის უმოკლეს ვადაში აღდგენის მიზნით, სატრანსპორტო კომპანიებს, სატრანსპორტო უზრუნველყოფის ფუნქციის მქონე სხვა ორგანიზაციებს დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ დახმარება (სამუშაო ძალა, ტრანსპორტი) კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის  სააგენტო – კოორდინირებას უწევს სატრანსპორტო უზრუნველყოფის სისტემას.

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონებში სატრანსპორტო მოძრაობის რეგულირებას და ევაკუაციის მარშრუტებზე უსაფრთხო გადაადგილებას.

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს სატრანსპორტო უზრუნველყოფის სფეროში გასატარებელ ღონისძიებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საწარმოთა მართვის სააგენტო – აწვდის ინფორმაციას სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების სატრანსპორტო საშუალებების შესახებ და ხელს უწყობს მათ მობილიზაციას.

ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი – განსაზღვრავს და  შესაბამისად, აწვდის ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების დროს რეკომენდებული საავტომობილო გზებისა და  მიმართულების მითითებით შესაძლებელი სქემების შესახებ.

ვ) ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს საჭიროებიდან გამომდინარე, ტრანსპორტირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად რესურსის მოძიებასა და შესაბამის უწყებებთან ერთად ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების სქემების ფორმირების შემუშავებაში მონაწილეობას“.

ზ) შპს „საქართველოს რკინიგზა“ – საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებათა განხორციელების მიზნით,  უზრუნველყოფს საქართველოს რკინიგზის გამოყენებას მის ხელთ არსებული ძალებითა და საშუალებებით.

თ) შპს „საქაერონავიგაცია“ და შპს „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტები“ – საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებათა განხორციელების მიზნით,  უზრუნველყოფს საქართველოს საჰაერო სივრცეში და თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და მესტიის აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონაში საჰაერო მოძრაობის მომსახურებასა და ფრენის უსაფრთხოების დაცვას;

ი) მუნიციპალიტეტების ორგანოები – მუნიციპალური, საქალაქო სატრანსპორტო სამსახურების საშუალებით განახორციელებენ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებათა სატრანსპორტო უზრუნველყოფა