1. მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფა
(ფუნქცია №10):
ძირითადი უწყებაა:
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მხარდამჭერი უწყებებია:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
მიზანი:
მცენარეთა და ცხოველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის განხორციელების კოორდინირება;
მცენარეთა და ცხოველთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;
სასოფლო-სამეურნეო ობიექტების დაცვის უზრუნველყოფა.
2. ღონისძიებების შესრულების გადანაწილება
ა) ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მეშვეობით;
ბ) ავტონომიურ, სამხარეო და ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორცილებას უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგანგებო შტაბი, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მეშვეობით, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ერთად.
3. პრევენცია
ა) მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფა – ფუნქცია №10 მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, ასევე მოსახლეობისა და ორგანიზაციების მონაწილეობით, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების მუდმივად ორგანიზებას;
ბ) მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება რისკის მართვისა და საგანგებო მართვის დარგობრივი გეგმების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მიხედვით. სცენარებში განსაზღვრული უნდა იქნეს საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით სავარაუდო ეპიფიტოტიური და ეპიზოოტიური ზონები, დამავაადებლის სახეობიდან გამომდინარე დამაზიანებელი ფაქტორები და საგანგებო სიტუაციის შესაძლო შედეგები. მათი თავიდან აცილების მიზნით მცენარეთა და ცხოველთა დაცვის აუცილებელი ღონისძიებები, საჭირო ძალები და საშუალებები;
გ) საგანგებო სიტუაციების მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფისათვის გასატარებელი პრევენციული ღონისძიებებია:
გ.ა) ეპიფიტოტიური და ეპიზოოტიური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
გ.ბ) სამედიცინო საშუალებების, მცენარეთა მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო პესტიციდების მარაგის შექმნის უზრუნველყოფა;
გ.გ) შექმნილი სიტუაციიდან და სეზონურობიდან (შემოდგომა-ზამთარი) გამომდინარე დამაავადებელთა საწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება, შესაბამისი პრეპარატების გაცემა;
გ.დ) დასნებოვნებული ცხოველების გამოვლენა;
გ.ე) შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარ (გაზაფხული-შემოდგომის) პერიოდში მავნებლის აფუთქარების საწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება, შესაბამისი პრეპარატის გაცემა;
გ.ვ) იმუნიზაციისა და პროფილაქტიკური მკურნალობის ჩასატარებლად საჭირო ვაქცინებისა და შესაბამისი პრეპარატების მისაღებად განაცხადების მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოებში (არსებული ნორმატივების თანახმად);
გ.ზ) სეზონურობიდან გამომდინარე, დაავადებების გამოვლენა და მოსახლეობის იმუნიზაცია; მოსახლეობაში, იმუნიზაციისა და საერთო სიტუაციის შესაბამისად, განმარტებითი სამუშაოების შესრულება.
4. ოპერაციების კონცეფცია
ა) საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს შესაბამისი ღონოსძიებების (ფუნქცია №10) განხორციელებას. შესაბამისად, ფუნქციონირებას იწყებს:
ა.ა) სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს სამინისტროში არსებული საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით;
ა.ბ) საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი;
ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი უფლებამოსილი პირების მივლინებას საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრში, მუნიციპალტეტების ოპერატიულ ცენტრებსა და საველე ოპერაციების ცენტრში;
გ) საგანგებო შტაბმა შეიძლება მოითხოვოს სათანადო დახმარება დამხმარე უწყებებიდან, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №10-ის შესრულებას.
5. ორგანიზება სამინისტროს საგანგებო შტაბში
ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №10-ის ამოქმედებას და მის კოორდინირებას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგანგებო შტაბი;
ბ) საგანგებო შტაბი მოქმედებს წინასწარ შემუშავებული საგანგებო მართვის გეგმის შესაბამისად.
6. ორგანიზება საგანგებო სიტუაციის ზონაში
ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №10-ის განხორციელების მიზნით საგანგებო შტაბი გამოყოფს წარმომადგენლებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გაემგზავრონ საგანგებო სიტუაციის ზონაში პირველადი რეაგირების ჯგუფთან ერთად;
ბ) საგანგებო შტაბი, საგანგებო დახმარების ფუნქცია №10-ის შესაბამისად, აძლევს რეკომენდაციებს საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრს, რომელიც შესაბამისად, კოორდინაციას უწევს საველე ოპერაციებს.
7. პირველადი რეაგირება
ა) საგანგებო სიტუაციების დროს საგანგებო მართვის გეგმის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს საგანგებო შტაბის დაკომპლექტებას.
ბ) სამინისტროს საგანგებო შტაბი ატარებს კონსულტაციებს შესაბამის დაიტერესებულ ორგანიზაციებთან და განსაზღვრავს მოთხოვნებს შემდეგ სფეროებში:
გ) ეპიზოოტიური და ეპიფიტოტიური (ან მავნებლების აფუთქარების) ვითარების შეფასება და მოთხოვნების განსაზღვრა;
დ) გრიპის ვირუსების გავრცელების შემთხვევაში პრევენციული ღონისძიებებისა და სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირება;
ე) აღჭურვილობა და რესურსები. ეროვნული სტრატეგიული მარაგის გარდა, რესურსები შეიძლება მოძიებულ იქნეს მხარდამჭერი უწყებებიდან, ასევე, საჭიროებისამებრ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან;
ვ) ცხოველების ვაქცინაცია და მკურნალობა;
ზ) კონსულტაცია, ტექნიკური დახმარება და თანადგომა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიძლება მოითხოვოს მხარდამჭერი უწყებებიდან დახმარება საშიში ნივთიერებების რისკის შეფასებაში, სინჯების აღებაში, ანალიზსა და პოპულაციის გამოკვლევაში;
თ) მოსახლეობის ინფორმირება. მოსახლეობის ინფორმირებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრი;
ი) მკვდარი პირუტყვისა და ფრინველების უტილიზაცია. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, მხარდამჭერ უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს მკვდარი პირუტყვისა და ფრინველის უტილიზაციას.
8. გრძელვადიანი რეაგირება
ა) საჭიროა საგანგებო ვითარების სისტემატური შეფასება, ვეტერინარული ხასიათის პრობლემების მასშტაბების განსაზღვრა და მონიტორინგი. გამოიყენება ინფორმაციის წყაროები:
ა.ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №10-ის დამხმარე უწყებებიდან;
ა.ბ)შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან;
ა.გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურიდან;
ა.დ) ტერიტორიული ორგანოებიდან.
ბ) ვეტერინარული რეაგირების პოტენციური სირთულის გამო შეიძლება მოითხოვოს საგანგებო დახმარების ფუნქცია №10-ის შემსრულებელი ექსპერტები, რათა მათ გააანალიზონ სიტუაცია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და მოამზადონ შესაბამისი რეკომენდაციები.
9. ვეტერინარული რეაგირების ჯგუფების გააქტიურება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს ვეტერინარული პერსონალის დაკომპლექტებას. საგანგებო დახმარების ფუნქცია №10-ის დამხმარე უწყებებს ევალებათ ვეტერინარული დახმარების ჯგუფების მხარდაჭერა.
10. მოქმედების შემდგომი მოხსენებები. საგანგებო სიტუაციის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამზადებს ანგარიშს საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრისათვის, რომელშიც უნდა აისახოს ძირითადი პრობლემები, მათი შეფასება, ანალიზი და რეკომენდაციები.
11. საგანგებო სიტუაციების დროს მცენარეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ღონისძიებები
ა) საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების შემადგენელი ნაწილია მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება.
ბ) საგანგებო სიტუაციების დროს მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის ამოცანებია:
ბ.ა) საგანგებო სიტუაციების დროს ცხოველების საკვების საჭირო რესურსების გაანგარიშება და მარაგის შექმნის უზრუნველყოფა;
ბ.ბ) მცენარეთა და ცხოველთა დაცვის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ბ.გ) საჭიროების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების ზონებიდან პირუტყვის ევაკუაციის ორგანიზება;
ბ.დ) ეპიზოოტიური და ეპიფიტოტიური (ან მავნებლების აფუთქარების) მდგომარეობის კონტროლის უზრუნველყოფა, აგრეთვე მათი პრევენციის ზომების მიღება;
ბ.ე) ეპიზოოტიისა და ეპიფიტოტიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება.
12. საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება
ა) მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფა – ფუნქცია №10 მოიცავს საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების შემთხვევაში მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფას. ამ შემთხვევაში მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის ორგანიზება ხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ, მათი დარგობრივი დაქვემდებარებისა და ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მიხედვით, შესაბამისი ორგანიზაციების მონაწილეობით.
ბ) მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფა აღდგენითი სამუშაოების დროს, ხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის დასრულების ფაზაში ან/და მისი დასრულებისთანავე. ეს სამუშაოები მოიცავს დაზიანებული ფლორისა და ფაუნის აღდგენითი პროცესების ხელშეწყობის მიზნით, პირველი რიგის აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას. ასევე, ორგანიზება უკეთდება მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფას, განმეორებითი რეციდივების თავიდან აცილების მიზნით.
13. მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო – ახორციელებს რისკების ანალიზს, შეფასებას და დახმარების აღმოჩენას შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ტრანსპორტირების მარშრუტებზე უზრუნველყოფს ტრანსპორტის დაუბრკოლებლად გადაადგილებას;
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები –
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო –
კოორდინირებას უწევენ ტრანსპორტით უზრუნველყოფას.
მუხლი19. ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების ზრუნველყოფა
1. ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა (ფუნქცია №11):
ძირითადი უწყებაა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
მხარდამჭერი უწყებებია:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
მიზანი:
ქიმიური და რადიაციული საფრთხეების პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის განხორციელების კოორდინირება;
ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების ღონისძიებებში გამოსაყენებელი ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;
ტრანსპორტითა და კავშირგაბმულობით უზრუნველყოფა;
საშიში ნივთიერებებისაგან დაცვის უზრუნველყოფა.
2. ღონისძიებების შესრულების გადანაწილება
ა) ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
ბ) ავტონომიურ, სამხარეო და ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგანგებო შტაბი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, სახელმწიფო რწმუნებულის –
გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ერთად.
3. პრევენცია
ა) ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა – ფუნქცია №11 მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, ასევე მოსახლეობისა და ორგანიზაციების მონაწილეობით, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების და გარემოს დაცვის მიზნით, ქიმიური და რადიაციული საფრთხეების პრევენციული ღონისძიებების მუდმივად ორგანიზებას;
ბ) ქიმიური და რადიაციული საფრთხეების პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება რისკის მართვისა და საგანგებო მართვის დარგობრივი გეგმების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მიხედვით. სცენარებში განსაზღვრული უნდა იქნეს საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით საგანგებო სიტუაციების ზონა, საგანგებო სიტუაციების სახეობიდან გამომდინარე დამაზიანებელი ფაქტორების სახეები, მათი სავარაუდო მასშტაბები და საგანგებო სიტუაციის შესაძლო შედეგების რაოდენობრივი მონაცემები. მათ შორის, დაღუპულთა და დაშავებულთა სავარაუდო რიცხვი;
გ) საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მომზადების დროს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს საფრთხის წინაშე არსებული მოსახლეობის რაოდენობა, სიმჭიდროვე, დაცულობა, რისკების მართვისა და უსაფრთხოების სფეროში მათი ცნობიერებისა და მზადყოფნის დონე, საგანგებო სიტუაციების ზონაში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძალები და საშუალებები.
4. ქიმიური და რადიაციული საფრთხეების პრევენციული ღონისძიებები
ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების შემადგენელი ნაწილია ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოში მოქმედებს საწარმოები და ობიექტები, სადაც მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხდება ძლიერმოქმედი ტოქსიკური და რადიოაქტიური ნივთიერებების (მასალები) წარმოება, შენახვა და გამოყენება. საგანგებო სიტუაციის შედეგად ამგვარ ობიექტზე (საწარმოში) მომხდარმა ავარიამ შესაძლოა გამოიწვიოს მასობრივი მსხვერპლი და ობიექტის ტერიტორიის დაბინძურება, ასევე მისი გავრცელება ობიექტის (საწარმოს) ფარგლებს გარეთ. აღნიშნული საგანგებო სიტუაციის განვითარების შემთხვევაში ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზედამხედველობასა და კონტროლს აწარმოებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. ქიმიური და რადიაციული ხასიათის საგანგებო ვითარების შემთხვევაში სამინისტრო მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობით უზრუნველყოფს შემდეგ ღონისძიებებს:
გ) ქიმიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა:
გ.ა) ქიმიური ვითარების შეფასება პროგნოზირების საფუძველზე – ძლიერმოქმედი ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურების ხარისხისა და მასშტაბების განსაზღვრა;
გ.ბ) ქიმიური ვითარების შეფასების საფუძველზე ადამიანთა, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების დასახვა, სამაშველო სამუშაოების შესრულების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინირება.
დ) რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა:
დ.ა) რადიოაქტიური ვითარების შეფასება პროგნოზირების საფუძველზე – რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურების ხარისხისა და მასშტაბების განსაზღვრა;
დ.ბ) რადიოაქტიური ვითარების გამოვლენის დროს რადიოაქტიური დაბინძურების ზონების ფართობის და რადიოაქტიური ნივთიერების ტიპის განსაზღვრა. ამ მონაცემების საფუძველზე დაბინძურებული ჰაერის გავრცელების არეალის, ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გამოყენების დროის, ადამიანთა შესაძლო დასნებოვნების, ნაგებობების, ტექნიკის და ქონების დაბინძურების შეფასება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების შემუშავების კოორდინირება;
დ.გ) რადიოაქტიური ვითარების შეფასების საფუძველზე ადამიანთა, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების დასახვა, სამაშველო სამუშაოების შესასრულებლად ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინირება;
დ.დ) მოსახლეობისა და უწყებების სამსახურების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფის ორგანიზება და ზედამხედველობა.
5. ოპერაციების კონცეფცია
ა) საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი უფლებამოსილი პირის მივლინებას საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრში;
ბ) საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №11) განხორციელებას. შესაბამისად, ფუნქციონირებას იწყებს:
ბ.ა) სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს სამინისტროში არსებული საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით;
ბ.ბ) საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი;
გ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი უფლებამოსილი პირების მივლინებას მუნიციპალიტეტების ოპერატიულ ცენტრებსა და საველე ოპერაციების ცენტრში;
დ) სამინისტროს საგანგებო შტაბმა შეიძლება მოითხოვოს დამხმარე უწყებებიდან დახმარება, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №11-ის შესრულებას.
6. ორგანიზება სამინისტროს საგანგებო შტაბში
ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №11-ის ამოქმედებას და მის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი.
ბ) საგანგებო შტაბი მოქმედებს უწყებრივი საგანგებო მართვის გეგმის შესაბამისად, .
7. ორგანიზება საგანგებო სიტუაციის ზონაში
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი საგანგებო დახმარების ფუნქცია №11-ის შესაბამისად, აძლევს რეკომენდაციებს საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრს, რომელიც შესაბამისად, კოორდინირებას უწევს საველე ოპერაციებს.
ბ) საგანგებო შტაბმა შეიძლება დანიშნოს წარმომადგენელი საველე ოპერაციების ცენტრში.
გ) საგანგებო დახმარების ფუნქცია №11-ის განხორციელების მიზნით საგანგებო შტაბი გამოყოფს წარმომადგენლებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გაემგზავრონ შესაბამის ტერიტორიაზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან ერთად.
8. პირველადი რეაგირება
ა) შესაძლო ან მიმდინარე კატასტროფის დროს მოქმედებას იწყებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი.
ბ) საგანგებო შტაბი ატარებს კონსულტაციებს შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და განსაზღვრავს მოთხოვნებს შემდეგ სფეროებში:
გ) ქიმიური და რადიაციული ვითარების შეფასება და მოთხოვნების განსაზღვრა;
დ) ქიმიური და რადიაციური მონიტორინგი. შესაბამის ორგანიზაციებს ევალებათ დაზიანების ტერიტორიაზე გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.
ე) ქიმიური და რადიაციული დახმარების პერსონალი:
ე.ა) ხდება დამხმარე პერსონალის დაუყოვნებლივი გამოყოფა;
ე.ბ) შესაძლებელია საჭირო გახდეს მხარდამჭერი უწყებებიდან დახმარება დაზარალებულთა ევაკუაციის ან სხვა შესაბამის ღონისძიებაში;
ე.გ) სამინისტროს საგანგებო შტაბმა შესაძლოა მოიძიოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების სპეციალისტები.
ვ) აღჭურვილობა და რესურსები. ეროვნული სტრატეგიული მარაგის გარდა რესურსები შეიძლება მოძიებულ იქნეს მხარდამჭერი უწყებებიდან, ასევე, საჭიროებისამებრ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან.
ზ) დაზარალებულთა ევაკუაცია;
თ) სურსათის დაცულობა და უსაფრთხოება;
ი) აგროკულტურების დაცულობა და უსაფრთხოება;
კ) მონაწილე პერსონალის ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ლ) სამედიცინო კონსულტაცია, ტექნიკური დახმარება და თანადგომა. სამინისტრომ შეიძლება დახმარება სთხოვოს დამხმარე უწყებებს საშიში ნივთიერებების რისკის შეფასებაში, სინჯების აღებასა და ანალიზში.
მ) ჯანმრთელობის დაცვა. სამინისტრომ შეიძლება დახმარება სთხოვოს დამხმარე უწყებებს კატასტროფის შემდგომ მენტალური ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შეფასებაში.
ნ) მოსახლეობის ინფორმირება. სამინისტრომ შეიძლება დახმარება სთხოვოს დამხმარე უწყებებს შესაბამისი ინფორმაციის ადგილობრივ ორგანიზაციებისა და მოსახლეობისათვის მიწოდებაში.
ო) დაავადებათა კონტროლი. სამინისტრომ შეიძლება მოითხოვოს დახმარება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახურებისაგან იმ დაავადებათა შეფასებაში, რომელთა აფეთქების საფრთხეც არსებობს.
პ) წყლის გამოყენება. სამინისტრომ შეიძლება დახმარება სთხოვოს დამხმარე უწყებებს უზრუნველყონ წყლის უსაფრთხოება, მიიღონ საამისოდ აუცილებელი ზომები.
ჟ) ცხოველთა დაცვა. სამინისტრო მონაწილეობს საგანგებო დახმარების ფუნქცია №11-ის კოორდინაციით ცხოველთა დაცვის ღონისძიებებში.
9. გრძელვადიანი რეაგირება
ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №11 გამუდმებით მოითხოვს საგანგებო სიტუაციის ზონაში საგანგებო ვითარების შეფასებას. განსაზღვრავს შექმნილი პრობლემის ხასიათს და მასშტაბებს, ხორციელდება მონიტორინგი. გამოიყენება ინფორმაციის წყაროები:
ა.ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №11-ის დამხმარე უწყებებიდან;
ა.ბ) შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან;
ა.გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურიდან;
ა.დ) ტერიტორიული ორგანოებიდან;
ა.ე) საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოდან.
ბ) ქიმიური და რადიაციული რეაგირების პოტენციური სირთულის გამო, შეიძლება მოითხოვოს საგანგებო დახმარების ფუნქცია №11-ის დამხმარე ექსპერტების მიწვევა, რათა მათ გააანალიზონ სიტუაცია, შეიმუშაონ და გასცენ შესაბამისი რეკომენდაციები.
გ) ტრანსპორტირების მოთხოვნის კოორდინირება;
დ) სპეციალური აღჭურვილობის შეძენისა და მიწოდების კოორდინირება;
10. მოქმედების შემდგომი მოხსენებები. საგანგებო შტაბი საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ ამზადებს ანგარიშს, რომელშიც შეტანილია პრობლემების ანალიზი და რეკომენდაციები.
11. ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების რეაგირების ღონისძიებები
ა) ქიმიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა:
ა.ა) ქიმიური ვითარების შეფასება ადგილზე უშუალოდ აღებული მონაცემების საფუძველზე – ძლიერმოქმედი ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურების ხარისხისა და მასშტაბების განსაზღვრა. მოსახლეობაზე, ობიექტებსა და სამაშველო ძალების საქმიანობაზე მათი გავლენის ანალიზი;
ა.ბ) ქიმიური ვითარების გამოვლენისას ქიმიური დაბინძურების კერების ზონების, ფართობისა და მომწამლავი ნივთიერებების ტიპის განსაზღვრა. ამ მონაცემების საფუძველზე დაბინძურებული ჰაერის გავრცელების არეალის ტერიტორიაზე და ტექნიკაზე მომწამლავი ნივთიერებების მედეგობის, დამცავი საშუალებების გამოყენების დროის, შესაძლო დასნებოვნების, ნაგებობების, ტექნიკის დაბინძურების შეფასება;
ა.გ) ქიმიური ვითარების შეფასების საფუძველზე ადამიანთა, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების დასახვა, სამაშველო სამუშაოების შესრულების ღონისძიებების შემუშავება და დაბინძურების შედეგების ლიკვიდირება.
ბ) რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა:
ბ.ა) რადიაციული ვითარების შეფასება ადგილზე უშუალოდ აღებული მონაცემების საფუძველზე – რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურების ხარისხისა და მასშტაბების განსაზღვრა. მოსახლეობაზე, ობიექტებისა და სამაშველო ძალების საქმიანობაზე მათი გავლენის ანალიზი;
ბ.ბ) რადიაციული ვითარების გამოვლენის დროს რადიაციული დაბინძურების ზონების ფართობის და რადიოაქტიური ნივთიერებების ტიპის განსაზღვრა. ამ მონაცემების საფუძველზე დაბინძურებული ჰაერის გავრცელების არეალის, ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გამოყენების დროის, ადამიანთა შესაძლო დასნებოვნების, ნაგებობების, ტექნიკის და ქონების დაბინძურების შეფასება;
ბ.გ) რადიაციული ვითარების შეფასების საფუძველზე ადამიანთა, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების დასახვა, სამაშველო სამუშაოების შესასრულებლად ღონისძიებების შემუშავება და დაბინძურების შედეგების ლიკვიდირება;
ბ.დ) ტერიტორიის რადიაციული დაბინძურების პირობებში ადამიანთა ევაკუაციის ხელშეწყობა;
ბ.ე) რადიაციული დაზვერვის წარმოება, რადიაციული დაბინძურების დაწყების დროის დადგენა, რადიაციის დონის გაზომვა და აუცილებლობის შემთხვევაში, ბირთვული აფეთქების დროის განსაზღვრა;
ბ.ვ) დეზაქტივიზაციის (დეკონტამინაციის), მოსახლეობის, ტერიტორიების, შენობა-ნაგებობების, პროდუქტების, წყლისა და ტექნიკის სპეციალური დამუშავების განხორციელების ორგანიზება;
ბ.ზ) ქვეყნის შიდა და ასევე სხვა სახელმწიფოებიდან აუცილებელი რესურსების მოზიდვის და სპეციალისტთა შესახებ მოთხოვნილების განსაზღვრა.
12. მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო – ახორციელებს რისკების ანალიზს, შეფასებას და დახმარების აღმოჩენას შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში. მონაწილეობს დეზაქტივიზაციის (დეკონტამინაციის) და სხვა სპეციალური სამაშველო სამუშაოების შესრულებაში.
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი –
უზრუნველყოფს რადიაციულად და ქიმიურად დაბინძურებულ ზონაში კარანტინის ტერიტორიის იზოლირებას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და სატრანსპორტო მოძრაობის რეგულირებას.
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს მატერიალური-ფასეულობის დაცვას.
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს რადიაციული და ქიმიური დაბინძურების ზონების გამოვლენისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანასა და მკურნალობას.
ვ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ახორციელებს რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების სფეროში სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და მცენარეთა დაცვის ღონისძიებებს.
ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები –
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო –
კოორდინირებას უწევენ ტრანსპორტით უზრუნველყოფა