1. საგანგებო სიტუაციების მართვის უზრუნველყოფა  ფუნქცია №1:

ძირითადი უწყებაა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

მხარდამჭერი

უწყებებია:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ   პირთა,  განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინიტრო;

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის  სამინისტრო;

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

საქართველოს ეროვნული ბანკი.

მიზანი:

საგანგებო სიტუაციების პრევენციის, ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების  მიტიგაციის, ლიკვიდაციისა და აღდგენითი, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის მზადყოფნის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;

მონიტორინგისა და პროგნოზის საფუძველზე საგანგებო სიტუაციების რისკის მართვის ორგანიზება;

საგანგებო სიტუაციების დროს საგანგებო ვითარების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვა.

2. ღონისძიებების შესრულების გადანაწილებ:

ა) ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, მხარდამჭერ უწყებებთან ერთად. მისი ძირითადი ამოცანებია:  საგანგებო სიტუაციის პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება, სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელება. ასევე, მეთოდური მითითებების მიცემა საგანგებო სიტუაციების ერთიან სისტემაში შემავალი უწყებებისათვის საგანგებო სიტუაციების რისკის მართვისა და პრევენციული ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, ხოლო საგანგებო სიტუაციების განვითარების დროს, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებისათვის  საჭირო ძალებისა და საშუალებების კოორდინირება.

ბ) ავტონომიურ, სამხარეო და ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვას უზრუნველყოფენ შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ დანაყოფებთან კოორდინაციით აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები და სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები, რომლებიც  ავტონომიურ, სამხარეო და ადგილობრივ დონეზე განვითარებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების, ასევე აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით ქმნიან მართვის დონეების შესაბამის ოპერატიულ ცენტრებს, ხოლო პრევენციული და მზადყოფნის ღონისძიებების გასატარებლად -  საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირების კომიტეტებს/ჯგუფებს.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №1 – „საგანგებო სიტუაციების მართვის უზრუნველყოფა“ ხორციელდება სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს − შსს სსიპ –
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ორგანიზებით ოთხი ძირითადი ფაზისაგან (პრევენცია, მზადყოფნა, რეაგირება და აღდგენა) შემდგარი უწყვეტი ციკლის სახით.

4. პრევენცია:

ა) საგანგებო სიტუაციების მართვის უზრუნველყოფა – ფუნქცია №1 მოიცავს,  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების (ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, ), ორგანიზაციებისა და მოსახლეობის   მონაწილეობით, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების და გარემოს დაცვის მიზნით საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების მუდმივად ორგანიზებას;

ბ) საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება  რისკის მართვისა და საგანგებო მართვის დარგობრივი გეგმების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მიხედვით. სცენარებში განსაზღვრული უნდა იყოს საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით, შენობების, საინჟინრო-ტექნიკური კომპლექსის სახეობის, რაოდენობის და მედეგობის (სეისმომედეგობის) გათვალისწინებით, საგანგებო სიტუაციების ზონა, საგანგებო სიტუაციების სახეობიდან გამომდინარე დამაზიანებელი ფაქტორების სახეები, მათი სავარაუდო მასშტაბები და საგანგებო სიტუაციის შესაძლო შედეგების (როგორც პირდაპირი, ისე მეორადი –
ხანძარი, მოწამვლა, მეწყერი და სხვ.) რაოდენობრივი მონაცემები, მათ შორის, დაღუპულთა და დაშავებულთა სავარაუდო რიცხვი;

გ) საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მომზადების დროს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს საფრთხის წინაშე არსებული მოსახლეობის რაოდენობა, სიმჭიდროვე,  დაცულობა, რისკების მართვისა და უსაფრთხოების სფეროში მათი ცნობიერებისა და მზადყოფნის დონე,  საგანგებო სიტუაციების ზონაში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძალები და საშუალებები.

5. საგანგებო მართვის დროს ძირითადი პრევენციული ღონისძიებები:

ა)სტრუქტურული პრევენციული ღონისძიებები:

ა.ა) მოსახლეობისა და ქონების  დაცვის მიზნით, ინციდენტების, სახიფათო ბუნებრივი მოვლენებისა და პროცესების თავიდან აცილება დაგროვებადი დამაზიანებელი პოტენციალის სისტემატიური შემცირებითა და საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებით;

ა.ბ) საგანგებო სიტუაციების რისკის რუკების მიხედვით შენობა-ნაგებობების დაპროექტება და მშენებლობა, არასაკმარისი მედეგობის შენობა-ნაგებობების შეცვლა უფრო მაღალი მედეგობის ნაგებობებით ან მათი გაძლიერება საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებით, ტექნოლოგიური პროცესებისა და მოწყობილობების საგანგებო სიტუაციებისაგან გამოწვეული დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებისაგან დაცვის საინჟინრო-კონსტრუქციული ღონისძიებების განხორციელება;

ა.გ) მასშტაბური სამრეწველო ავარიების თავიდან აცილება საწარმოო პროცესების ტექნოლოგიური უსაფრთხოებისა და მოწყობილობების საექსპლუატაციო საიმედობის ამაღლებით;

ა.დ) ანტიდოტების გამოყენება, ვაქცინაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური და სხვა ეპიდსაწინაღმდეგო ღონისძიებები.

ბ)არასტრუქტურული პრევენციული ღონისძიებებია:

ბ.ა) საგანგებო სიტუაციების საფრთხეების მონიტორინგი და პროგნოზირება;

ბ.ბ) საგანგებო სიტუაციების რისკის რუკების მომზადება და მათი გათვალისწინებით ქვეყნის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის ნორმატიული რეგულაციებით სამრეწველო ობიექტებისა და დასახლებების რაციონალური განთავსება;

ბ.გ) სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას დაქვემდებარებული ობიექტების საგანგებო სიტუაციებში უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ.დ) პოტენციურად საშიშ ობიექტებზე უსაფრთხოების დეკლარირების, სახანძრო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისობის  დადგენის, ქალაქების, მუნიციპალიტეტების და პოტენციურად საშიში ობიექტების უსაფრთხოების პასპორტების მომზადების ორგანიზება;

ბ.ე) გარემოსდაცვით სფეროში ზედამხედველობა და ლიცენზირება;

ბ.ვ) სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას დაქვემდებარებული ობიექტების  ზედამხედველობა;

ბ.ზ) პოტენციურად საშიში ობიექტების ექსპლუატაციით გამოწვეული ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებლობის დაზღვევა;

ბ.თ) სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა;

ბ.ი) სურსათის, ცხოველის საკვების და წყლის უვნებლობის კონტროლი;

ბ.კ) საგანგებო სიტუაციიის მართვის ერთიანი სისტემის ფუნქციონირების გაძლიერებული მზადყოფნისა და საგანგებო რეჟიმებში შესაძლო საგანგებო სიტუაციების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია;

ბ.ლ) საგანგებო სიტუაციის რისკის დროულად გამოვლენა, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების და რისკის მართვის გეგმების შემუშავება და განხორციელება. მათ შორის, სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო, საგამოცდო და საპროექტო სამუშაოების ორგანიზება.

ბ.მ) საგანგებო სიტუაციისა და საომარი მოქმედებების დროს სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად მიზნობრივი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების განხორციელება, ორგანიზაციული და საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების დაგეგმვა.

6. ოპერაციების კონცეფცია (საგანგებო სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირება):

ა) შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საგანგებო სიტუაციების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრი:

ა.ა) მსხვილმასშტაბიანი საგანგებო სიტუაციის საფრთხის არსებობის ან მისი განვითარების შემთხვევაში, შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო წინასწარ შემუშავებული შეტყობინების სქემის საფუძველზე კრებს საგანგებო სიტუაციების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრს და იწყებს საგანგებო მართვის (ფუნქცია №1-ით განსაზღვრული) რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას, კერძოდ, აცხადებს განგაშს და ატყობინებს შექმნილი მდგომარეობის თაობაზე შესაბამის უწყებებსა და პირებს;

ა.ბ) შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მიღებული და გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარუდგენს მოხსენებას შექმნილი საგანგებო ვითარების შესახებ;

ა.გ) საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრი საგანგებო დახმარების ფუნქცია №1-ის შესაბამისად, მოქმედებს მხარდამჭერ უწყებებთან ერთად. ამ მიზნით, მხარდამჭერი უწყებები უზრუნველყოფენ უფლებამოსილი პირების მივლინებას მართვის დონეების შესაბამის ოპერატიულ და  საველე ოპერაციების ცენტრებში.

ბ) ადგილობრივი და საველე დონე:

ბ.ა) საგანგებო სიტუაციის საფრთხის არსებობის ან მისი განვითარების შემთხვევაში, მუნიციპლიტეტების საგანგებო სიტუაციის მართვის ოპერატიული ცენტრები აცხადებენ განგაშს და ატყობინებენ შექმნილი მდგომარეობის თაობაზე შესაბამის უწყებებსა და პირებს;

ბ.ბ) საგანგებო დახმარების ფუნქცია №1-ის შესაბამისად, გაიცემა ოპერატიული ბრძანებები საგანგებო მართვის დროს რეაგირების ძირითადი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად

ბ.გ) შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გამოყოფს უფლებამოსილ პირებს, მორეაგირე ძალებსა და რესურსებს მუნიციპალიტეტების  ოპერატიული ცენტრებისა და საველე ოპერაციების ცენტრის დასახმარებლად.

ბ.დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების და სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების შესაბამისი საგანგებო სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრები, საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრავენ პირველად მოთხოვნებს ეროვნულ დონეზე დახმარების მისაღებად.

გ) საგანგებო მართვის დროს რეაგირების ძირითადი ღონისძიებები – საგანგებო სიტუაციების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრსა და საველე ოპერაციების ცენტრში არსებული ინფორმაციის საფუძველზე იგეგმება საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო და სხვა გადაუდებელი ღონისძიებები, ხდება საჭირო საავარიო-სამაშველო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის უზრუნველყოფის ღონისძიებებია:

გ.ა) განგაშის გამოცხადება და შეტყობინება;

გ.ბ) საველე ოპერაციების ცენტრის გაშლა და საგანგებო რეაგირების ჯგუფების დაკომპლექტება;

გ.გ) საგანგებო სიტუაციების ზონებიდან ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, საგანგებო ვითარების შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;

გ.დ) საგანგებო სიტუაციების ზონებში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის (საავარიო-სამაშველო, ადამიანთა ძებნის, სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების)  განხორციელება;

გ.ე) ოპერაციების კოორდინირება;

გ.ვ) ლოჯისტიკური უზრუნველყოფა;

გ.ზ) ბრძანებების გაცემა და მათი შესრულების კონტროლი;

გ.თ) ინფორმაციის მართვა;

გ.ი) მოთხოვნების დამუშავება ეროვნული დახმარების შესახებ;

გ.კ) რესურსების მიღება და მართვა;

გ.ლ) რეაგირების ძალების პერსონალის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;

გ.მ) ფინანსების მართვა;

გ.ნ) დაზვერვითი ოპერაციების ჩატარება, შემფასებელი პერსონალის ან ჯგუფის მოქმედებაში მოყვანა და გეოგრაფიულ-ინფორმაციული სისტემების ამოქმედება (GIS);

გ.ო) საგანგებო სიტუაციების დროს არასამთავრობო და საერთაშორისო სამაშველო ჯგუფების გამოყენების ორგანიზება.

7. დაუყოვნებლივ იწყება საავარიო-სამაშველო, ადამიანთა ძებნის, სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების, სამედიცინო დახმარების, საევაკუაციო, გზების გაწმენდის ორგანიზება. შესაბამისი საგანგებო სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრები საგანგებო სიტუაციის ზონაში მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფის მიზნით ხსნიან ევაკუირებულთა შემკრებ, საშუალედო, მიმღებ პუნქტებს. შესაბამისად, ორგანიზება უკეთდება ევაკუირებულთა აღრიცხვის,  სამედიცინო დახმარების, სურსათით, ცხოველის საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნებით, წყლის აუცილებელი მარაგით და საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

8. ორგანიზება უკეთდება მოსახლეობის სახანძრო, საინჟინრო, ქიმიური, რადიაციული, სამედიცინო, ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური დაცვის ღონისძიებებს.

9. მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების შედეგად ადამიანთა მასობრივი დაღუპვის შემთხვევაში, ხდება გარდაცვლილთა დაკრძალვის ორგანიზება.

10. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთვის მზადდება წინადადება საგანგებო სიტუაციის ზონაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობის შესახებ.

11. საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება:

ა) საგანგებო სიტუაციების მართვის უზრუნველყოფა – ფუნქცია №1 მოიცავს საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ, მოსახლეობისა და ორგანიზაციების მონაწილეობით, მათი დარგობრივი დაქვემდებარებისა და ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესაბამისად, ;

ბ) აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება  საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის დასრულების ფაზაში ან მისი დასრულებისთანავე. ეს სამუშაოები მოიცავს სასიცოცხლო პროცესებისა და სოციალური ყოფის აღდგენის, ასევე, გადარჩენილი მოსახლეობის და რეაგირების ძალების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის და მათი საქმიანობის ყოველმხრივ უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებებს;

გ) ორგანიზება უკეთდება საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას, კომუნალური სამსახურების ფუნქციონირების აღდგენას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველყოფას. ასევე, მოსახლეობის ფსიქოლოგიური დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებებს.

12. მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა –

ამ ფუნქციაში მონაწილეობენ ერთიან სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ უწყებათა დარგობრივი სფეროების გათვალისწინებით. მხარდამჭერი უწყებები და მათი კომპეტენციებია:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო –  ახორციელებს საერთაშორისო დახმარებების მოთხოვნის, მიღების და გაგზავნის პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო თანამშრომლობისა და მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრას. საქართველოში აკრედიტებული საელჩოების საგანგებო მართვის გეგმების მომზადების კოორდინირებას;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ახორციელებს საგანგებო სიტუაციის შედეგებზე სწრაფი რეაგირების უზრუნველყსაყოფად და საბაჟო ოპერაციების განხორციელებისათვის საჭირო დროის შემცირების მიზნით გამარტივებული საბაჟო პროცედურების გამოყენების ორგანიზებას. სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით დაფინანსების ხელშეწყობას;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ახორციელებს  საგანგებო სიტუაციების საფრთხეების მონიტორინგსა და პროგნოზირებას; საგანგებო სიტუაციების რისკის რუკების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას და მათი გათვალისწინებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის ნორმატიული რეგულაციებით სამრეწველო ობიექტებისა და დასახლებების რაციონალური განთავსების ორგანიზებას; სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას დაქვემდებარებული ობიექტების საგანგებო სიტუაციებში უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფის ორგანიზების მხარდაჭერას; პოტენციურად საშიშ ობიექტებზე უსაფრთხოების დეკლარირების, სახანძრო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისობის დადგენისა და ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების, ასევე პოტენციურად საშიში ობიექტების უსაფრთხოების პასპორტების მომზადების ორგანიზების მხარდაჭერას. პოტენციურად საშიში ობიექტების ექსპლუატაციით გამოწვეული ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებლობის დაზღვევის ორგანიზებას.

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ახორციელებს საგანგებო სიტუაციების რისკის რუკების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას; საქვეუწყებო დაწესებულებაში საგანგებო მართვის გეგმების მომზადების კოორდინირებას;

ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო –  ახორციელებს ბიოლოგიური საფრთხეების მონიტორინგსა და პროგნოზირებას. საგანგებო სიტუაციის შედეგებით დაზარალებული მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების გაწევას და ჰუმანიტარული და სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელების ორგანიზებას;

ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტრო – ახორციელებს მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების მხარდაჭერას ლტოლვილთა კომპაქტურად განსახლების ადგილებში;

ზ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო – ახორციელებს  საგანგებო სიტუაციების საფრთხეების მონიტორინგსა და პროგნოზირებას;

თ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ახორციელებს ბიოლოგიური საფრთხეების მონიტორინგსა და პროგნოზირებას;

ი) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (გარემოს ეროვნული სააგენტო) – ახორციელებს ბუნებრივი საფრთხეების მონიტორინგსა და პროგნოზირებას. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პროექტებისა და პროგრამების ეკოლოგიური შედეგების შეფასებას საგანგებო სიტუაციების პრევენციის მიიზნით. გარემოსდაცვით სფეროში ზედამხედველობისა და ლიცენზირების ორგანიზებას;

კ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო –  ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების დაცვის მიზნით პრევენციული  მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვასა და კოორდინირებას. კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების უსაფრთხო ზონაში ევაკუაციის უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების ორგანიზებას და კოორდინირებას;

ლ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – ახორციელებს განათლების ყველა დონეზე სასწავლო გეგმებში, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ დისციპლინების ჩართვის ხელშეწყობასა და სხვა ფორმალური, თუ არაფორმალური არხების გამოყენებას ახალგაზრდებისა და ბავშვებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით. საჯარო სამართლის იურიდიული პირი–
საგანგებო ციტუაციების მართვის სააგენტოს საექსპერტო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობას და სამეცნიერო პოტენციალით მხარდაჭერას. საგანგებო ციტუაციების დროს განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფას  (მაგ: დროებითი მოძრავი სკოლების ორგანიზება და სხვა). საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების შეფასებისა და მისი უზრუნველყოფის ღონისძიებათა ორგანიზებას. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსწავლეთა, სტუდენტთა ღონისძიებების შემუშავების ორგანიზებას“;

მ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – ახორციელებს  საგანგებო სიტუაციების საფრთხეების მონიტორინგსა და პროგნოზირებას.  ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას;

ნ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ახორციელებს მონიტორინგს საგანგებო სიტუაციების დროს ბანკების მონაცემთა გადაცემის სისტემების დაცულად ფუნქციონირებაზე, წარმოქმნილ ფორსმაჟორულ სიტუაციებში და საფრთხეების დროს კომერციულ ბანკებთან ერთად ღებულობს შესაბამის გადაწყვეტილებებს და ახორციელებს მა