გეგმაში გამოყენებულ შემოკლებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ს/ხ – საჰაერო ხომალდი;
ბ) IAMSAR – ICAO-ს და IMO-ს მიერ შექმნილი საერთაშორისო საავიაციო და საზღვაო ძებნა და შველის სახელმძღვანელო;
გ) MRCC – საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი;
დ) RSC – სამაშველო ქვეცენტრი;
ე) CRS – სანაპირო რადიოსადგური;
ვ) COSPAS SARSAT – საერთაშორისო სატელიტური SAR სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უბედურების შეტყობინების ზუსტ, დროულ და საიმედო გადაცემას – პერსონალური, გემებისა და საავიაციო რადიოტივტივების ადგილმდებარეობის შესახებ ავარიულ სიტუაციებში;
ზ) SRR – ძებნა-შველის რაიონი;
თ) SMC – ძებნა-შველის ოპერაციებისას მოქმედებათა კოორდინატორი;
ი) SAR – ძებნა- შველა;
კ) ELT – ავარიული მიმყვანი რადიოგადამცემი (საავიაციო);
ლ) EPIRB – ავარიული ადგილმდებარეობის იდენტიფიცირების რადიოტივტივა (საზღვაო);
მ) SRU – ძებნა-შველის დანაყოფი;
ნ) AFTN – საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელი;
ო) AFN – საავიაციო ფიქსირებული ქსელი;
პ) MEDICO – სამედიცინო კონსულტაციები რადიოსიხშირეების გადამცემის საშუალებით;
ჟ) JMOC – საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრ