1. GATS-ის VII მუხლის შესაბამისად მიღებული ზომების შეუზღუდავად და იმის გამოკლებით, როგორც ეს მოცემულია უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმიდან გამონაკლისების ჩამონათვალში, რომელსაც მოიცავს დანართი 8-E და დანართი 8-F, თითოეული მხარე მეორე მხარის მომსახურებასა და მომსახურების მიმწოდებლებზე დაუყოვნებლივ და უპირობოდ ავრცელებს, ყველა ზომასთან მიმართებაში, რომელიც ვრცელდება მომსახურების მიწოდებაზე, არანაკლებ ხელსაყრელ რეჟიმს ვიდრე ნებისმიერი არაწევრი მხარის მსგავს მომსახურებაზე და მომსახურების მიმწოდებლებზე[7].

2. რეჟიმი, რომელსაც აწესებს სხვა არსებული ან მომავალი შეთანხმებები, რომლებსაც დებს მხარე და აცნობებს GATS-ის V მულის ან V bis მულის შესაბამისად, არ წარმოადგენს პირველი პუნქტის საგანს.

3. თუ მხარე დებს ან შეაქვს ცვლილებები ისეთი ტიპის შეთანხმებაში, რომელიც მითითებულია მეორე პუნქტში, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში იგი შეეცდება გაავრცელოს მასზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობები, რომელიც გათვალისწინებულია იმ შეთანხმებით. მხარემ მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მეორე მხარისათვის ადეკვატური შესაძლებლობა, რათა მოილაპარაკონ იმ შეთანხმებით გათვალისწინებულ რეჟიმზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმის მოცემულ შეთანხმებაში გათვალისწინების თაობაზე.

4. ამ თავის დებულებები არ უნდა განიმარტოს ისე, რომ მხარეები შეიზღუდონ უპირატესობა მიანიჭონ მეზობელ ქვეყნებს, რათა სასაზღვრო ზონის ფარგლებში მოხდეს ადგილობრივი წარმოებისა და მოხმარების მომსახურების გაცვლის გამარტივებ