GATS-ის VII მუხლის შესაბამისად მიღებული ზომების შეუზღუდავად, თითოეული მხარე მეორე მხარის მომსახურებასა და მომსახურების მიმწოდებლებზე დაუყოვნებლივ და უპირობოდ ავრცელებს, ყველა ზომასთან მიმართებაში, რომელიც ვრცელდება მომსახურების მიწოდებაზე, არანაკლებ ხელსაყრელ რეჟიმს, ვიდრე ნებისმიერი არაწევრი მხარის მსგავს მომსახურებაზე და მომსახურების მიმწოდებლებზე.
რეჟიმი, რომელსაც აწესებს სხვა არსებული ან მომავალი შეთანხმებები, რომლებსაც დებს მხარე და აცნობებს GATS-ის V მულის ან V bis მულის შესაბამისად, არ წარმოადგენს პირველი პუნქტის საგანს.
თუ მხარე დებს ან შეაქვს ცვლილებები ისეთი სახის შეთანხმებაში, რომელიც მითითებულია მეორე პუნქტში, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში იგი შეეცდება გაავრცელოს მასზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობები, რომელიც გათვალისწინებულია იმ შეთანხმებით. მხარემ მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მეორე მხარისათვის ადეკვატური შესაძლებლობა, რათა მოილაპარაკონ იმ შეთანხმებით გათვალისწინებულ რეჟიმზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმის მოცემულ შეთანხმებაში გათვალისწინების თაობაზე.
ამ თავის დებულებები არ უნდა განიმარტოს ისე, რომ მხარეებს შეეზღუდოთ მეზობელი ქვეყნებისთვის უპირატესობის მინიჭება, სასაზღვრო ზონის ფარგლებში ადგილობრივი წარმოებისა და მოხმარების მომსახურების გაცვლის გამარტივების მიზნი