თუ მხარე იღებს ვალდებულებებს ამ ნაწილის შესაბამისად, ეს ვალდებულება აღებული მე-4 (ეროვნული რეჟიმი), მე-5 (ბაზარზე დაშვება) და მე-7 (დამატებითი ვალდებულებები) მუხლების შესაბამისად, ასახული უნდა იყოს ცხრილში (თავის „სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილში“). რაც შეეხება სექტორებს, სადაც ამგვარი ვალდებულებები არის აღებული, მისი სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილი აკონკრეტებს შემდეგს:

ბაზარზე დაშვების წესებს, შეზღუდვებსა და პირობებს;

ეროვნული რეჟიმის შესახებ პირობებსა და კვალიფიკაციებს;

დამატებით ვალდებულებებთან დაკავშირებულ პირობებს; და

საჭიროების შემთხვევაში, ასეთი ვალდებულებების შესრულების ვადებს.

მე-4 მუხლთან (ეროვნული რეჟიმი) და მე-5 მუხლთან (ბაზარზე დაშვება) შეუსაბამო ზომები აღინიშნება მე-5 მუხლთან (ბაზარზე დაშვება) დაკავშირებულ სვეტში. ამ შემთხვევაში, აღნიშვნა ჩაითვლება ასევე მე-4 მუხლის (ეროვნული რეჟიმი) პირობის ან კვალიფიკაციის გათვალისწინებად.

სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილები თან ერთვის ამ შეთანხმებას დანართი 8-1-ის (სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილები) სახით და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილ