თუ მხარე ამ ნაწილის შესაბამისად იღებს ვალდებულებებს იმ სექტორებში, რომლებიც აღნიშნულია მისი სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილში დანართში 8-1 (სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილები) და ექვემდებარება მასში მოცემულ ნებისმიერ პირობებსა და კვალიფიკაციებს, ამ მხარემ უნდა მიანიჭოს მეორე მხარის მომსახურებას და მომსახურების მიმწოდებლებს, მომსახურების მიწოდებაზე მოქმედ ყველა ზომასთან მიმართებით, არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ის ანიჭებს საკუთარ მსგავს მომსახურებას ან მომსახურების მომწოდებლებს.[3]
მხარე შეიძლება აკმაყოფილებდეს პირველი პუნქტის მოთხოვნებს, მეორე მხარის მომსახურებაზე ან მომსახურების მიმწოდებლებზე ფორმალურად იდენტური რეჟიმის ან ფორმალურად განსხვავებული რეჟიმის გავრცელებით, რასაც ის უწესებს საკუთარ მსგავს მომსახურებას ან მომსახურების მომწოდებლებს.
ფორმალურად იდენტური ან ფორმალურად განსხვავებული რეჟიმი მხარის მიერ ითვლება ნაკლებად ხელსაყრელად, თუ იგი ცვლის კონკურენციის პირობებს ამ მხარის მომსახურების ან მომსახურების მიმწოდებლების სასარგებლოდ მეორე მხარის მსგავს მომსახურებასთან ან მომსახურების მიმწოდებლებთან შედარები