მხარეები შეეცდებიან თავი შეიკავონ ერთმანეთის მიმართ ანტიდემპინგის შეთანხმებით და  GATT 1994-ის VI მუხლით განსაზღვრული ანტიდემპინგური პროცედურების ინიციირებისგან.

მხარის მიერ სათანადოდ დასაბუთებული განაცხადის მიღებისას და  ანტიდემპინგური შეთანხმების შესაბამისად მოკვლევის დაწყებამდე, მხარე წერილობით ატყობინებს მეორე მხარეს, რომლის საქონელიც, სავარაუდოდ, დემპინგს დაექვემდებარა და კონსულტაციებისათვის ადგენს 30-დღიან ვადას ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავლის მოსაძებნად. მეორე მხარე შეტყობინების მიღებიდან 20 დღეში მოითხოვს კონსულტაციების გამართვას და კონსულტაციები ტარდება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისიის ფარგლებში წინამდებარე შეთანხმების 15 თავის დებულებების შესაბამისად (ინსტიტუციური დებულებები).

მხარის მიერ ანტიდემპინგური ზომის გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნული ზომის გამოყენება წყდება მისი დაწესებიდან, არაუგვიანეს ხუთი წლის შემდეგ.

მხარე არ იწყებს ანტიდემპინგურ მოკვლევას მეორე მხარის იმავე პროდუქტზე ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მიიღებს გადაწყვეტილებას ანტიდემპინგური ზომების არგატარების ან გაუქმების თაობაზე ან ზომის გაუქმებიდან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

თუ მხარე გადაწყვეტს ანტიდემპინგური გადასახადის დაწესებას, მხარე იყენებს „ნაკლები გადასახადის“ წესს და გადასახადის ოდენობას განსაზღვრავს იმგვარად, რომ იგი დემპინგის ზღვარს არ აღემატებოდეს, თუ ასეთი ნაკლები გადასახადი საკმარისი იქნება ადგილობრივი მრეწველობისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ,  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივ კომისია განიხილავს, საჭიროა თუ არა მათ შორის ანტი-დემპინგური ზომების გატარების შესაძლებლობის შენარჩუნება. თუ პირველი განხილვისას მხარეები გადაწყვეტენ, რომ ამგვარი შესაძლებლობის შენარჩუნება საჭიროა, შემდგომში განხილვები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისიის მიერ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდებ