1. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით გარდამავალ პერიოდში დროებითი დაცვითი ზომის გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სამ წელს.
2. არცერთი მხარე არ იყენებს ან ინარჩუნებს დროებით დაცვით ზომას:
(a) გარდა იმ შემთხვევისა და იმ ვადით, რომელიც საჭიროა სერიოზული ზიანის თავიდან აცილების ან გამოსწორების და ზიანის აღმოფხვრის ხელშესაწყობად; ან
(b) ერთ წელზე მეტი ვადით, გარდა იმ ვადისა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ერთ წლამდე, თუ კომპეტენტური ორგანოები ამ თავის B ნაწილით (დროებითი დაცვითი ზომა) დადგენილი პროცედურების შესაბამისად დაადგენენ, რომ დროებითი დაცვითი ზომის გამოყენება კვლავაც აუცილებელია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან გამოსწორებული სერიოზული ზიანი და ხელი შეეწყოს ზიანის აღმოფხვრას და რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ წარმოება უმჯობესდება.
(c) წინამდებარე პუნქტის „a“ და „b“ ქვეპუნქტებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, მიუხედავად მისი ხანგრძლივობისა, ასეთი ღონისძიება უნდა შეწყდეს გარდამავალი პერიოდის დასრულებისთანავე.
3. ზიანის აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით, როდესაც დროებითი დაცვითი ზომის გამოყენების ვადა გრძელდება, მხარე რომელიც აგრძელებს ზომას, ამ გაგრძელების ვადაში მოახდენს ამ ზომის ლიბერალიზაციას.
4. დროებითი დაცვითი ზომები არ გამოიყენება ისეთი პროდუქტის იმპორტისას, რომელზეც ადრე ვრცელდებოდა ამგვარი ზომა.
5. არცერთ მხარეს არ შეუძლია გამოიყენოს დროებითი დაცვითი ზომა იმ პროდუქტის მიმართ, რომლის მიმართაც მხარემ გამოიყენა დაცვითი ზომა GATT 1994-ის XIX მუხლის და WTO-ს დაცვითი ზომების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, და არცერთ მხარეს არ შეუძლია შეინარჩუნოს დროებითი დაცვითი ზომა იმ პროდუქტზე, რომელიც ექვემდებარება მხარის მიერ შემოღებულ ზომას, GATT 1994-ის XIX მუხლის და WTO-ს დაცვითი ზომების შესახებ შეთანხმების შესაბამისად.
6. დროებითი დაცვითი ზომის შეწყვეტისთანავე მხარე, რომელსაც შემოღებული ჰქონდა დროებითი დაცვითი ზომა, ამ ზომის შეწყვეტის დღიდან იყენებს საბაჟო გადასახადის განაკვეთს, რომელიც მოცემულია ამ შეთანხმების 1-A დანართის გრაფიკში, თითქოს დროებითი დაცვითი ზომა არასოდეს ყოფილა გამოყენებულ