1. მხოლოდ გარდამავალ პერიოდში, თუ ამ შეთანხმებაში განსაზღვრული საბაჟო გადასახადის შემცირების ან გაუქმების შედეგად, მხარის მიერ წარმოებული ნებისმიერი პროდუქტის იმპორტი ხორციელდება მეორე მხარის ტერიტორიაზე ისეთი გაზრდილი ოდენობით, აბსოლუტურ გამოსახულებაში ან ადგილობრივ პროდუქციასთან შედარებით, და ისეთი პირობებით, რომელიც არსებითად იწვევს სერიოზულ ზიანს ან ქმნის სერიოზული ზიანის გამოწვევის საფრთხეს იმპორტიორი მხარის ტერიტორიაზე მსგავსი ან უშუალო კონკურენციაში მყოფი პროდუქტების მწარმოებელი ადგილობრივი წარმოებისთვის, იმპორტიორ მხარეს შეუძლია მიიღოს დროებითი დაცვითი ზომები წინამდებარე მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე მუხლის პარაგრაფის 1-ის პირობები დაკმაყოფილებულია, მხარეს შეუძლია:

(a) შეაჩეროს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ პროდუქტზე დაწესებული საბაჟო გადასახადის ნებისმიერი განაკვეთის შემდგომი შემცირება; ან

(b) გაზარდოს პროდუქტზე დაწესებული საბაჟო გადასახადის განაკვეთი იმ დონემდე, რომელიც არ აღემატება:

(i) ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღის წინა დღეს პროდუქტის მიმართ გამოყენებული უპირატესი ხელშეწყობის (MFN) რეჟიმის შესაბამისი გადასახადის განაკვეთს; ან

(ii) დროებითი დაცვითი ზომის გამოყენების დღეს პროდუქტის მიმართ მოქმედი უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის (MFN) განაკვეთ