თავიანთი შესაბამისი სისტემების შესახებ ორმხრივი ცნობადობის გაზრდისა და ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში:

a) კომუნიკაცია კომპეტენტურ ორგანოებს შორის;

b) ინფორმაციის გაცვლა ტექნიკური რეგულაციების, სტანდარტების, შესაბამისობის შეფასების პროცედურებისა და კარგი მარეგულირებელი პრაქტიკის შესახებ;

c) მხარეთა შესაბამისობის შეფასების ორგანოებს შორის თანამშრომლობის შეძლებისდაგვარად წახალისება;

d) საერთო ინტერესის მქონე სფეროებში თანამშრომლობა შესაბამისი რეგიონული და საერთაშორისო ორგანოების მუშაობის პროცესში, რაც უკავშირდება სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების განვითარებას და გამოყენებას; და

e) მხარეებს შორის შეთანხმებული სხვა სფეროებ