1. ამ შეთანხმების XIV-E დანართში მითითებული დათქმების გათვალისწინებით, საქართველომ, შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტიდან, უნდა მიანიჭოს:
(a) ევროკავშირის შვილობილი კომპანიების, ფილიალების და იურიდიული პირების წარმომადგენლობების დაფუძნებას იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე იგი ანიჭებს საკუთარ იურიდიულ პირებს, მათ ფილიალებს და წარმომადგენლობებს ან რომელიმე მესამე ქვეყნის შვილობილ კომპანიებს, ფილიალებსა და წარმომადგენლობებს, რომელიც უფრო უკეთესი იქნება;
(b) საქართველოში ევროკავშირის შვილობილი კომპანიების, ფილიალების და იურიდიული პირების წარმომადგენლობების საქმიანობას, მათი დაფუძნების შემდეგ, იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ანიჭებს საკუთარ იურიდიულ პირებს, მათ ფილიალებს და წარმომადგენლობებს ან რომელიმე მესამე ქვეყნის შვილობილ კომპანიებს, ფილიალებსა და წარმომადგენლობებს, რომელიც უფრო უკეთესი იქნება[9].
2. ამ შეთანხმების XIV-A დანართში მითითებული დათქმების გათვალისწინებით, ევროკავშირმა, შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტიდან, უნდა მიანიჭოს:
(a) საქართველოს შვილობილი კომპანიების, ფილიალებისა და იურიდიული პირების წარმომადგენლობების დაფუძნებას იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ევროკავშირი ანიჭებს საკუთარ იურიდიულ პირებს, მათ ფილიალებს და წარმომადგენლობებს ან რომელიმე მესამე ქვეყნის შვილობილ კომპანიებს, ფილიალებს და წარმომადგენლობებს, რომელიც უფრო უკეთესი იქნება;
(b) ევროკავშირში საქართველოს შვილობილი კომპანიების, ფილიალებისა და იურიდიული პირების წარმომადგენლობების საქმიანობას, მათი დაფუძნების შემდეგ, იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ანიჭებს საკუთარ იურიდიულ პირებს, მათ ფილიალებს და წარმომადგენლობებს ან რომელიმე მესამე ქვეყნის შვილობილ კომპანიებს, ფილიალებს და წარმომადგენლობებს, რომელიც იქნება უპირატესი[10].
3. ამ შეთანხმების XIV-A და XIV-E დანართებში მითითებული დათქმების გათვალისწინებით, მხარეებმა არ უნდა შემოიღონ ახალი რეგულაციები ან ზომები, რომლებიც მათ საკუთარ იურიდიულ პირებთან შედარებით გამოიწვევენ დისკრიმინაციას საქართველოს ან ევროკავშირის იურიდიული პირების დაფუძნებასთან მიმართებაში მათ ტერიტორიაზე ან მათ საქმიანობასთან მიმართებაში, დაფუძნების შემდე