1. მხარეები, ადასტურებენ რა საკუთარ ვალდებულებებს ვმო-ს შეთანხმების შესაბამისად, ადგენენ საჭირო ზომებს, ნაცვალგების პრინციპით დაფუძნების და მომსახურებით ვაჭრობის თანმიმდევრული ლიბერალიზაციისათვის და თანამშრომლობისათვის ელექტრონული კომერციის სფეროში.
2. წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-8 თავი (საჯარო შესყიდვები) ეხება საჯარო შესყიდვებს და წინამდებარე თავში არაა განსაზღვრული საჯარო შესყიდვების შესახებ ნებისმიერი სხვა ვალდებულება
3. სუბსიდიების საკითხს ეხება წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-10 თავი (კონკურენცია) და ამ თავის დებულებები არ გამოიყენება მხარეების მიერ გაცემული სუბსიდიებისათვის.
4. ამ თავის დებულებების შესაბამისად, თითოეული მხარე იტოვებს უფლებას არეგულიროს და შემოიღოს ახალი რეგულაციები პოლიტიკის ლეგიტიმური მიზნების მიღწევისათვის.
5. მოცემული თავი არ გამოიყენება იმ ღონისძიებების მიმართ, რომლებიც გავლენას ახდენს მხარის დასაქმების ბაზარზე დაშვების მაძიებელ ფიზიკურ პირებზე, ასევე ეს თავი არ ეხება მოქალაქეობასთან, მუდმივ რეზიდენტობასა და დასაქმებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.
6. ამ თავით განსაზღვრული არცერთი დებულება არ უნდა ზღუდავდეს მხარეს იმ ღონისძიებების გამოყენებისაგან, რომლებიც არეგულირებს მის ტერიტორიაზე ფიზიკური პირების შესვლას ან მათ დროებით ყოფნას, იმ ღონისძიებების ჩათვლით, რომლებიც აუცილებელია მისი საზღვრების ერთიანობის დასაცავად და მის საზღვრებზე ფიზიკური პირების მოწესრიგებული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ღონისძიებები არ გამოიყენება ისეთი სახით, რომ გააბათილოს ან შეამციროს სარგებელი, რომელსაც მხარე იღებს ამ თავითა და წინამდებარე შეთანხმების XIV დანართით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებებით[3