ეს ნაწილი ეხება მხარეების მიერ მიღებულ ან გამოყენებულ ზომებს, რომლებიც გავლენას ახდენს დაფუძნებაზე ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში, გარდა:

(a) ბირთვული მასალების მოპოვება, გადამუშავება და წარმოება[6];

(b) სამხედრო და საომარი მასალების წარმოება და ვაჭრობა;

(c) აუდიო-ვიზუალური მომსახურება;

(d) ეროვნული საზღვაო კაბოტაჟი[7], და

(e) ადგილობრივი და საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურება[8], რეგულარული ან არარეგულარული და მომსახურება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მოძრაობის უფლებების განხორციელებას, გარდა შემდეგი მომსახურებისა:

(i)     თვითმფრინავის მოვლისა და შეკეთების მომსახურება, რომლის დროსაც თვითმფრინავი ამოღებულია ექსპლუატაციიდან;

(ii)   საჰარეო სატრანსპორტო მომსახურების გაყიდვა და მარკეტინგი;

(iii) კომპიუტერული დაჯავშნის სისტემის(CRS) მომსახურება;

(iv) სახმელეთო მომსახურება;

(v)   აეროპორტის საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება