1. ლიცენზია შეიძლება იქნეს მოთხოვნილი მხოლოდ უნივერსალური მომსახურების ფარგლებში არსებული მომსახურებისთვის.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც მოთხოვნილია ლიცენზია, შემდეგი საკითხები უნდა გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი:
(a) ლიცენზირების ყველა კრიტერიუმი და ვადები, რაც ჩვეულებისამებრ მოითხოვება ლიცენზიის განაცხადზე გადაწყვეტილების მისაღებად და
(b) ლიცენზიის ვადები და პირობები.
3. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის მიზეზები განმცხადებლისთვის ცნობილი უნდა გახდეს მოთხოვნის საფუძველზე და თითოეული მხარის მიერ ჩამოყალიბდეს გასაჩივრების პროცედურა დამოუკიდებელი ორგანოს საშუალებით. ასეთი პროცედურა უნდა იყოს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებ