1. ეს ქვენაწილი ადგენს მარეგულირებელი სისტემის პრინციპებს ყველა საფოსტო და საკურიერო მომსახურებისთვის, რომელიც ლიბერალიზებულია ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის) შესაბამისად.
2. ამ ქვენაწილის და ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის) მიზნებისთვის:
(a) "ლიცენზია" გულისხმობს მარეგულირებელი ორგანოს მიერ ინდივიდუალური მიმწოდებელისთვის მინიჭებულ ავტორიზაციას, რომელიც მოითხოვება მომსახურების მიწოდების დაწყებამდე.
(b) „უნივერსალური მომსახურება“ გულისხმობს განსაზღვრული ხარისხის საფოსტო მომსახურების მუდმივ უზრუნველყოფას ტერიტორიის ყველა პუნქტის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასა