1. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებულია დაიცვას შვილად აყვანის ფაქტი, როგორც სამსახურებრივი ან პროფესიული საიდუმლოება;

ბ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

საქართველოს 2017 წლის
1

ივნისის

კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017