განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2019
საქმის ნომერი
030100119003183709
ინსტანცია
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030100119003183709

საქმე №1/ბ-795-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 დეკემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა, თ----- ზ-------ს ასული რ-------ს მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი: 39001043142, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ს-----ს რაიონი, სოფელი ძ---–- ს-----, მცხოვრები: ქ. ს-----, უ-------ს ქუჩა №126;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგინდა, რომ თ----- რ-------მ ჩაიდინა :

 

- სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

- შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე;

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

- ლ------ კ-------ამ ქ. ფოთში, ჭ-------ის ქუჩა N142-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა 2017 წლის დეკემბერში მიაქირავა გ---- მ---–----–--ას და მის მეუღლეს თ----- რ-------ს, რომლებიც 2018 წლის თებერვალში საცხოვრებლად საზღვარგარეთ გაემგზავრნენ. ლ------ კ-------ასა და მათ შორის ქირის თანხასთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი.

 

2018 წლის მარტის თვეში (04 მარტს, 06 მარტს, 08 მარტს და 09 მარტს), თ----- რ-------მ უთანხმოების ნიადაგზე, თავის სარგებლობაში არსებული შპს „მ---------ის ქსელში“ ჩართული სააბონენტო ნომრით 5----------- და მისი მეუღლის გ---- მ---–----–--ას სარგებლობაში არსებული შპს „ვ-----------------–--“ ქსელში ჩართული სააბონენტო ნომრით 5----------- ლ------ კ-------ას შპს „მ---------ის“ ქსელში სააბონენტო ნომერზე მიწერა სიცოცლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის შემცველი წერილობითი შეტყობინებები, რამაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია.

 

ასევე, ლ------ კ-------ამ ქ. ფოთში, ჭ-------ის ქუჩა N142-ში მდებარე საცხოვრებელ ბინა 2017 წლის დეკემბერში მიაქირავა გ---- მ---–----–--ას და მის მეუღლეს თ----- რ-------ს, რომლებიც 2018 წლის თებერვალში საცხოვრებლად საზღვარგარეთ გაემგზავრნენ. ლ------ კ-------ასა და მათ შორის ქირის თანხასთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი.

 

2018 წლის მარტის თვეში (04 მარტს, 06 მარტს, 08 მარტს და 09 მარტს), თ----- რ-------მ უთანხოების ნიადაგზე, თავის სარგებლობაში არსებული შპს „მ---------ის ქსელში“ ჩართული სააბონენტო ნომრით „5-----------“ და მისი მეუღლის გ---- მ---–----–--ას სარგებლობაში არსებული შპს „ვ-----------------–--“ ქსელში ჩართული სააბონენტო ნომრით „5-----------“ ლ------ კ-------ას შპს „მ---------ის“ ქსელში სააბონენტო ნომერზე 5-----------, გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები და დარწმუნებულმა იმაში, რომ მათ წაიკითხავდა ც---- კ-------ა მიუთითა, რომ ეს უკანასკნელი იყო შვილად აყვანილი, ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები წაიკითხა არასრულწლოვანმა ც---- კ-------ამ, რითაც მისთვის ცნობილი გახდა მისი შვილად აყვანის შესახებ.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენით თ----- რ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ----- რ-------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 (ერთი) წელი.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-–---------- კ------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, რომ ცვლილება შევიდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენში და თ----- რ-------ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის სასჯელის სახედ და ზომად გაესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 30 სექტემბრის განაჩენი თ----- რ-------ს მიმართ არის უკანონო სასჯელის ნაწილში (უსამართლო). კერძოდ, ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ თ----- რ-------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ სახისა და ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხარისხსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ბრალდების მხარე აგრეთვე უთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ თ----- რ------- ლ------ კ-------ასთან არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სისტემატურად უხეშად არღვევდა ლ------ კ-------ასა და მისი არასრულწლოვანი შვილის კანონიერ ინტერესებს, პირადი ცხოვრების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, რითაც ისევე როგორც არასრულწლოვან დაზარალებულს, ასევე მის მშობელსაც მიაყენა გამოუსწორებელი მორალური ზიანი, ამასთანავე, თ----- რ------- ლ------ კ-------ას სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც დაზარალებულსა და მის არასრულწლოვან შვილში იწვევდა შიშს, რამაც შესაძლოა სავალალო ზემოქმედება მოახდინოს არასრულწლოვნის ფსიქიკასა და შემდგომ განვითარებაზე და დაუნგრიოს მას სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდა.

 

მსჯავრდებულის ადვოკატმა პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა, რომლითაც მან მოითხოვა, რომ უარი ეთქვას აპელანტს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და უცვლელად იქნეს დატოვებული ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებულ განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი თ----- რ-------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ----- რ-------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ს 175-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ლ------ კ-------ას გამოკითხვის ოქმით, ც---- კ-------ას გამოკითხვის ოქმით და მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით და გამოთხოვილი ინფორმაციით. შესაბამისად, მსჯავრდებულ თ----- რ-------ს ქმედებებს მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ თ----- რ-------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი, სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, სააპელაციო პალატას დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც არ არსებობს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულ თ----- რ-------ს მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–---------- კ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

თ----- რ------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ს 175-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ----- რ-------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01(ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ თ----- რ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია, ასევე გაუქმებულია სსსკ-ის 199-ე მუხლით დაწესებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდეს საკუთარი პასპორტი და პირადობის მოწმობა.

 

საქართველოს სსსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ თ----- რ-------ს დაევალოს პირობითი მსჯავრის ვადაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. მსჯავრდებულ თ----- რ-------ს ქცევაზე კონტროლი,საქართველოს სსსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ლ------ კ-------ასგან ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ლ------ კ-------ას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე