თავი VIII — სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, აცილება
1. გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა აცილების შუამდგომლობა, არ გასაჩივრდება.
2. გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გამომძიებლის აცილების შუამდგომლობა, შეიძლება ერთჯერადად, 1 კვირის ვადაში გასაჩივრდეს საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის ზემდგომ პროკურორთან.
3. სასამართლოს უარი აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე შეიძლება გასაჩივრდეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.
თავი IX
სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების წესი
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.10.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.10.2011 კანონი №5170
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 66. აცილების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა აცილების შუამდგომლობა, არ გასაჩივრდება. 2. გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გამომძიებლის აცილების შუამდგომლობა, შეიძლება ერთჯერადად, 1 კვირის ვადაში გასაჩივრდეს საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის ზემდგომ პროკურორთან. 3. სასამართლოს უარი აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე შეიძლება გასაჩივრდეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. თავი IX. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთაის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების წესი საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328