განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100119003141574
N1/388-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22.11.2019 წელი ქ. გ-----
გ-----ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლ---- დარბაიძე
სხდომის მდივანი გი------ წ---–-----ი
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ოთარ ხორგუაშვილი
დაცვის მხარე
ადვოკატი - ზაზა გიგაური
ბრალდებული - გი------ გი------ს ძე წ---–-----ი, დაბადებული 1--- წლის 2--------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გ-----, კ-–------–ის ქუჩა N8-.
კვალიფიკაცია
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ემუხლის პირველი ნაწილით;
სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12--ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გი------ წ---–-----მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. მან ასევე ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
გი------ წ---–-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. გორში, ც----ის ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკების გამო, გი------ წ---–-----მა გ---ა წ---–-----ს ტანისა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელები, რითაც გ---ა წ---–-----ს მიაყენა სახის ძვლოვანი სტრუქტურების მრვალობითი მოტეხილობა და ტვინის შერყევა (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის). იმავდროულად, გი------ წ---–-----მა ნ----------–ა წ---–-----ს მუცელში ერთხელ ჩაარტყა ფეხი, რის შედეგადაც ნ----------–ა წ---–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის გი------ წ---–-----ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 12--ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გი------ წ---–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ემუხლის პირველი ნაწილით და 12--ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების - დ----- ბ--------ის, ლ---- ც-–--–---–--, ლ---- გ-----–---–ის, მ----- დ----–---–ის, ზ-------- მ--–--ის, ზ----- რ-----–--–---–ის, ს----- ნ-------–---–ის, ფ-----ა გ-----–---–ის, გი------ წ---–-----ის, ნ----------–ა წ---–-----ის და გ---ა წ---–-----ის გამოკითხვის ოქმები, ლ---- ც-–--–---–-- მიერ გი------ წ---–-----ის ამოცნობის ოქმი, დ----- ბ--------ის მიერ გი------ წ---–-----ის ამოცნობის ოქმი, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გ---ა წ---–-----ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ნ----------–ა წ---–-----ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები.
გი------ წ---–-----მა წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელ----ტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებისას, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგილი არ ჰქონია. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გი------ წ---–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 12--ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია გი------ წ----–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან კვალიფიკაციისათვის აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან.
რაც შეეხება სხვაგვარ ძალადობას, აღნიშნული დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, ასევე გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც ადამიანის სხეულზე ზემოქმედებით იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა, არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გი------ წ---–-----ის მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 12--ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით ასევე უტყუარად დასტურდება, რომ გი------ წ---–-----ის ქმედებები მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგებთან, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგები არ განხორციელდებოდა.
რაც შეეხება გი------ წ---–-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულების სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. დანაშაულების ჩადენისას, გი------ წ---–-----ს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი, რაც განპირობებული იყო დაზარალებულებთან არსებული ქონებრივი დავის გამო შემთხვევის ადგილზე დაწყებული დაპირისპირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია გი------ წ---–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ემუხლის პირველი ნაწილით და 12--ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გი------ წ---–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულების გულწრფელი მონანიება.
რაც შეეხება გი------ წ---–-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.
გი------ წ---–-----ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები განეკუთვნებიან ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ, ნაკლებად მძიმე კატეგ-----ის, ძალადობრივი ხასიათის, განზრახ დანაშაულთა რიგს, რომლებიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გი------ წ---–-----მა სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, საქმეზე მოპოვებული ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რითაც ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან აღსრულებას. გი------ წ---–-----ის მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. გი------ წ---–-----მა თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი აცნობიერებს ბრალად შერაცხული დანაშაულების სიმძიმესა და ხასიათს და მოწოდებულია აიღოს პასუხისმგებლობა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებებისათვის.
სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: გი------ წ----–----ი 34 წლისაა, არის დასაოჯახებელი, სიხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირველად, სრულად აღიარებს ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას, მოწოდებულია შეურიგდეს დაზარალებულებს და აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ იმას, რომ აღარ არსებობს გი------ წ---–-----ის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობა, რაც აშკარად უსამართლო იქნებოდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულებისადმი მისი დამოკიდებულების, მისი ოჯახური მდგომარეობის და სხვა პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი------ წ---–-----ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, უნდა განესაზღვროს შესაბამისი სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმთან მიახლოებული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით, ხოლო გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს ორი წელი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირობითი მსჯავრი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და შექმნის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს, რათა გი------ წ---–-----მა ნათლად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ასევე აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე. სასამართლოს აზრით, პირობითი მსჯავრი, საბოლოო ჯამში, შეამცირებს გი------ წ---–-----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულებს შორის წლების განმავლობაში იყო კონფლიქტური ურთიერთობა. საკითხი ეხება გარდაცვლილი მამისგან მემკვიდრეობით მიღებულ, გი------ წ---–-----ის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც დაზარალებულები - გ---ა და ნ----------–ა წ---–-----ები დღემდე პრეტენზიას აცხადებენ, რადგან აღნიშნულ უძრავ ქონებას პირად საკუთრებად მიიჩნევენ. სასამართლო დარწმუნდა, რომ შემთხვევის ადგილზე დაწყებული ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება სწორედ აღნიშნული კონფლიქტით იყო ინსპირირებული და მნიშვნელოვანწილად განაპირობა დაზარალებულთა ვიქტიმურმა ქცევამ. ნიშანდობლივია, რომ დაპირისპირებისას ფიზიკური დაზიანება მიიღო თავად მსჯავრდებულმაც, რომელსაც ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 28 იანვრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №000541019 დასკვნის თანახმად, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე. გი------ წ---–-----ს დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ზედაპირული ტრავმა, გულმკერდის ზედაპირული ტრავმა, მარცხენა მხრის ზედაპირული ტრავმა, კისრის ზედაპირული ტრავმა. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად აღებულიც და ცალ-ცალკეც მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გი------ წ---–-----ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დღემდე არავინ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არ ყოფილა.
მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ მსჯავრდებული და დაზარალებულები არიან ნათესავები, თუმცა, სადავო მიწის ნაკვეთის გამო მათ შორის დაწყებული მწვავე კონფლიქტი დღემდე ამოწურული არ არის. რეალურად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია მსჯავრდებულ გი------ წ---–-----ის ოჯახის წევრის საკუთრების უფლება, თუმცა, დაზარალებულები - გ---ა და ნ----------–ა წ---–-----ები მას პირად საკუთრებად მიიჩნევენ და დღემდე გი------ წ---–-----ს ნაკვეთის დათმობას თხოვენ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გი------ წ---–-----ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ხასიათისა და სიმძიმის, მათი ჩადენის წინაპირობების, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების და დაზარალებულთა მიმართ მისი შემრიგებლური პოზიციის მხედველობაში მიღებით მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს აღდგენითი მართლმსაჯულების განხორციელების რეალური პერსპექტივა. სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის მედიაციის წარმოება იქნება ერთადერთი გზა დაზარალებულებთან დღემდე არსებული მწვავე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით საბოლოოდ დასრულებისა და საზოგადოებაში მართლწესრიგის განმტკიცებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ აღდგენითი მართლმსაჯულება, სხვა ტრადიციულ სისხლის სამართლის მეთოდებთან შედარებით, გვთავაზობს დანაშაულთან ბრძოლის განსხვავებულ გზას, რომელიც მსხვერპლის, დამნაშავისა და მათი თემის საჭიროებებს ითვალისწინებს. აღდგენითი მართლმსაჯულება გულისხმობს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ან ზიანის რისკისადმი იმგვარ მიდგომას, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე, წინასწარი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, ნებაყოფლობით არის ჩართული. ეს არის სამართლის იმგვარი აღსრულება, როდესაც ზიანის ანაზღაურება და დანაშაულის გამოსწორება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის პირდაპირი და ავთენტური კომუნიკაცის გზით, ურთიერთგაგებისა და შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება, სადაც თითოეული მონაწილის საჭიროებებისა და სურვილების დაფასება თანაბრად ხდება. აღდგენით მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პროცესები მთლ----დ მორგებულია მონაწილეთა საჭიროებებზე, უნარებსა და კულტურაზე, სადაც პრიორიტეტულია დიალოგის მნიშვნელობა, არაგანსჯადი, მიუკერძოებელი გაძღოლა და აღდგენით პროცესში შეთანხმებული მოქმედებების ზედმიწევნით განხორციელება.
სისხლის სამართლის მედიაციის მიზანია კონფლიქტის ამოწურვა, დამზარალებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების გააზრება და დაზარალებულ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილება. მედიაციის დროს ყურადღება ეთმობა დანაშაულით გამოწვეული მატერიალური თუ არამატერიალური ზიანის გამოსწორებას, სადაც ცენტრალურ როლს მედიატორი - მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მესამე მხარე ასრულებს. იგი სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირია, რომელიც დამზარალებელსა და დაზარალებულს შორის შუამავლის როლს ასრულებს, წარმართავს და კოორდინაციას უწევს მედიაციის პროცესს. აღდგენითი მართლმსაჯულების განხორციელებისას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინდივიდების მეტი ჩართულობა, დათანხმება შედეგზე, დამნაშავის მსხვერპლთან შეხვედრა და ბოდიშის მოხდა განამტკიცებს მონაწილეთა პროსოციალურ იდენტობას.
აღდგენითი მართლმსაჯულების მთავარი ღირებულებებია: სამართალი, სოლიდარობა და ანგარიშვალდებულება, ადამიანის ღირსების პატივისცემა და სიმართლე, რაც მეტად აკმაყოფილებს მსხვერპლსა და დამნაშავეს, მინიმუმამდე დაჰყავს დამნაშავის რადიკალიზაცია, ამცირებს მესხვერპლში განმეორებითი ზიანის მიღებასთან დაკავშირებულ შიშს და ზრდის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის შანსს. აღდგენითი მართლმსაჯულება ხელს უწყობს დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შეწყვეტას, რეციდივის თავიდან აცილებას და, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს საზოგადოებაში მართლწესრიგის განმტკიცებას. აღდგენითი მართლმსაჯულება მოქმედებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის საზღვრებში, იგი არ ახდენს დისკრიმინაციას და უზრუნველყოფს ხალხის, როგორც აქტიური და თანასწორუფლებიანი სუბიექტების ჩართულობას დემოკრატიულ საზოგადოებაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის მატრიალური და საპროცესო კანონმდებლობა სრულწლოვანი მსჯავრდებულების ჩართულობით აღდგენითი მართლმსაჯულების განხორციელების სამართლებრივ პროცედურას პირდაპირ არ ითალისწინებს, თუმცა, აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს სრულწლოვან დამნაშავესა და მსხვერპლს შორის მედიაციის ინიცირების შესაძლებლობის საკითხის განხილვას.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ განრიდების პროგრამების ფარგლებში მედიაციის კომპონენტის წარმატებული შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო სისხლის სამართლის მედიაციის პროგრამების განვითარება და მისი, როგორც სერვისის დანერგვა სრულწლოვანი და არასრულწლოვანი კანონთან კონფლიქტში მყოფი და მათ მიერ დაზარალებული პირებისათვის.
„აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამის - სისხლის სამართლის მედიაციის საპილოტე რეჟიმში დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის 2018 წლის 2 ნოემბრის №428/ს ბრძანების თანახმად, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს დაევალა შესაბამისი უწყებებიდან მიღებული მომართვის ან/და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირის მიმართვის საფუძველზე, მსჯავრდებულთა და ყოფილ მსჯავრდებულთა სისხლის სამართლის მედიაციის პროგრამის საპილოტე რეჟიმში დაწყება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირობითი მსჯავრის განსაზღვრისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლით, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს გარკვეული ზეკანონური მოვალეობის შესრულებაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას.
ამავე კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს და მის დახმარებას ახორციელებს პრობაციის ბიურო. ეს ორგანო თვალყურს ადევნებს პირის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ხოლო მისი შეუსრულებლობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს.
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნებია ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია (მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია) და რეაბილიტაცია (მსჯავრდებულის გამოსწორება და საზოგადოებაში ჯანსაღ წევრად დაბრუნება). პრობაციის ეროვნული სააგენტო თავის მიზნებს ახორციელებს მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულის აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მისი რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისათვის ხელის შეწყობითა და დახმარებით.
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული დანაწესის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, დანაშაულის პრევენციის, დაზარალებულ პირთა საჭიროებების გააზრების და დანაშაულით გამოწვეული მატერიალური თუ არამატერიალური ზიანის გამოსწორების ხელშეწყობის მიზნით, სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს უნდა დაევალოს მსჯავრდებულ გი------ წ---–-----სა და დაზარალებულებს - გ---ა და ნ----------–ა წ---–-----ებს შორის მედიაციის ინიცირების შესაძლებლობის საკითხის განხილვა, ხოლო მსჯავრდებულ გი------ წ---–-----ს უნდა დაევალოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ასევე, ჩაერთოს დაზარალებულებთან მედიაციის ინიცირების შესაძლებლობის საკითხის განხილვაში. ამასთან, გი------ წ---–-----ს უნდა განემარტოს, რომ მას უფლება აქვს, სურვილის შემთხვევაში, წინასწარი გაცნობიერებული თანხმობით, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღოს დაზარალებულებთან - გ---ა და ნ----------–ა წ---–-----ებთან მედიაციის პროცესში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-2-0-ე, 2-8-ე, 2-9-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გი------ წ---–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 12--ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12--ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გი------ წ---–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე, 65-ე და 66-ე მუხლების და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, დანაშაულის პრევენციის, დაზარალებულ პირთა საჭიროებების გააზრების და დანაშაულით გამოწვეული მატერიალური თუ არამატერიალური ზიანის გამოსწორების ხელშეწყობის მიზნით, სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს დაევალოს მსჯავრდებულ გი------ წ---–-----სა და დაზარალებულებს - გ---ა და ნ----------–ა წ---–-----ებს შორის მედიაციის ინიცირების შესაძლებლობის საკითხის განხილვა, ხოლო მსჯავრდებულ გი------ წ---–-----ს დაევალოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ასევე, ჩაერთოს დაზარალებულებთან მედიაციის ინიცირების შესაძლებლობის საკითხის განხილვაში. ამასთან, მსჯავრდებულ გი------ წ---–-----ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს, სურვილის შემთხვევაში, წინასწარი გაცნობიერებული თანხმობით, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღოს დაზარალებულებთან - გ---ა და ნ----------–ა წ---–-----ებთან მედიაციის პროცესში.
3. გი------ წ---–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ უძრავ ქონებას, კერძოდ, რ--------- წ---–-----ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქარელის რაიონის სოფელ ქ-------–--ში. საკადასტრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა: ქარელი, №-----------------------------------------, კვარტალი: №49, ნაკვეთი: №2-3, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებელი ფართობი: 800.00 კვ.მ, საკუთრების ტიპი: საკუთრება, მესაკუთრე: რ--------- წ---–-----ი (პირადი №-----------). გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება.
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· გი------ წ---–-----ის და გ---ა წ---–-----ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს - გი------ წ---–-----ის და გ---ა წ---–-----ს;
· გი------ წ---–-----ის და გ---ა წ---–-----ის სისხლის ნიმუშები განადგურდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გ-----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლ---- დარბაიძე