თავი VIII — სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, აცილება
1. თუ არსებობს პროცესის რომელიმე მონაწილის მიმართ ამ კოდექსით განსაზღვრული სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება და მას არ განუცხადებია თვითაცილება, მხარეებს უფლება აქვთ დააყენონ აცილების შუამდგომლობა.
2. აცილების შუამდგომლობა ამისთვის უფლებამოსილმა პირმა უნდა დააყენოს დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება აცილების საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში შუამდგომლობა არ განიხილება.
3. საქმის სასამართლო განხილვისას მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას ამისთვის უფლებამოსილი პირები აყენებენ სასამართლოში.
4. გამოძიებისას გამომძიებლის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას მხარე აყენებს პროკურორთან.
5. გამოძიებისას პროკურორის აცილების შუამდგომლობას ამისთვის უფლებამოსილი პირები აყენებენ მის ზემდგომ პროკურორთან.
საქართველოს 2018 წლის 4
მაისის
კანონი №2270
–
ვებგვერდი, 21.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2018 კანონი №2270
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 63. აცილების შუამდგომლობის დაყენების წესი 1. თუ არსებობს პროცესის რომელიმე მონაწილის მიმართ ამ კოდექსით განსაზღვრული სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება და მას არ განუცხადებია თვითაცილება, მხარეებს უფლება აქვთ დააყენონ აცილების შუამდგომლობა. 2. აცილების შუამდგომლობა ამისთვის უფლებამოსილმა პირმა უნდა დააყენოს დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება აცილების საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში შუამდგომლობა არ განიხილება. 3. საქმის სასამართლო განხილვისას მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას ამისთვის უფლებამოსილი პირები აყენებენ სასამართლოში. 4. გამოძიებისას გამომძიებლის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას მხარე აყენებს პროკურორთან. 5. გამოძიებისას პროკურორის აცილების შუამდგომლობას ამისთვის უფლებამოსილი პირები აყენებენ მის ზემდგომ პროკურორთან.