განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2020
საქმის ნომერი
330100120003451105
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1/422-20

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ნინო მაისაია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - ო----- დ------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

ნ---- უ----–-–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ს-----------------, ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, ჯ----------------–--------------

 

კვალიფიკაცია:

ნ---- უ----–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 23 ნოემბერს დაახლოებით 05:10 საათზე, ნ---- უ----–-–---–ი, ქ. თბილისში, კ--------------------------ში მდებარე კლუბ ,,ს----–------ში“ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ე-–--- გ--------–---–ის ხელჩანთას, სადაც მოთავსებული იყო ე-–--- გ--------–---–ის კუთვნილი ,,სამსუნგ S9’’ მოდელის მობილური ტელეფონი, პირადი ნივთები და ფულადი თანხა 40 ლარი, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

 

2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ნ---- უ----–-–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 23 ნოემბერს დაახლოებით 05:10 საათზე, ნ---- უ----–-–---–მა, ქ. თბილისში, კ-------------------------შიმდებარე კლუბ ,,ს----–------ში“ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ე-–--- გ--------–---–ის ხელჩანთას, სადაც მოთავსებული იყო ე-–--- გ--------–---–ის კუთვნილი ,,სამსუნგ S9’’ მოდელის მობილური ტელეფონი, პირადი ნივთები და ფულადი თანხა 40 ლარი.

 

2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.

 

2.3. წარმოდეგნილი მტკიცებულებებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ---- უ----–-–---–მა ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებული ნ---- უ----–-–---–ი 2019 წლის 23 ნოემბერს დაახლოებით 05:10 საათზე, ქ. თბილისში, კ-------------------------ში მდებარე კლუბ ,,ს----–------ში“ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ე-–--- გ--------–---–ის ხელჩანთას, სადაც მოთავსებული იყო ე-–--- გ--------–---–ის კუთვნილი ,,სამსუნგ S9’’მოდელის მობილური ტელეფონი, პირადი ნივთები და ფულადი თანხა 40 ლარი.

 

2.5. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ვინაიდან ვერ იქნა ამოღებული ხელჩანთა და მასში მოთავსებული ნივთები, მათ შორის, მობილური ტელეფონი და არ არის ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზა, რომლითაც განისაზღვრებოდა დაუფლებული ნივთების ღირებულება, ერთადერთი მტკიცებულება, რომლითაც დგინდება მიყენებული ზიანის ოდენობა არის დაზარალებულ ე-–--- გ--------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმადაც მისი კუთვნილი ,,Top Shop”-ს ფირმის ხელჩანთის ღირებულება იყო 80 ლარი, ,,Massimo dutty” -ს ფირმის საფულის ღირებულება 150 ლარი, ,,SAMSUNG S9“-ის მოდელის მობილური ტელეფონი - ღირებულებით 2000 ლარი, აგრეთვე სხვა ნივთები ღირებული 80 ლარად, საერთო ჯამში დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე მას მიადგა 2310 (ორიათას სამას ათი) ლარის მატერიალური ზიანი, აღნიშნული ნივთების დაუფლების ფაქტს არ უარყოფს არც ბრალდებული. ამდენად, ბრალდებულ ნ---- უ----–-–---–ის და დაზარალებულ ე-–--- გ--------–---–ის ჩვენებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი აშკარად აღემატება 150 (ასორმოცდაათი) ლარს.

 

2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

2.6. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ---- უ----–-–---–მა განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.

 

3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ნ---- უ----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების ე-–--- გ--------–---–ის, ნ---- უ----–-–---–ის, თ------ ხ------------ის, ჯ--- კ-------–---–ის გამოკითხვის ოქმები, დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ,,ს--–------ს“ 2019 წლის 0------------ს ცნობა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ---- უ----–-–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.

 

4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნ---- უ----–-–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ნ---- უ----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

5.2. ნ---- უ----–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. ნ---- უ----–-–---–ი ნასამართლობის არ მქონე პირია, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ყავს მცირეწლოვანი შვილი და არის მარტოხელა დედა.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, ნ---- უ----–-–---–ს სასჯელის დანიშვნისას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.

 

6.3. საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან ბრალდებულმა ნ---- უ----–-–---–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელსაც აღიარებს, წარსულში არ არის ნასამართლევი, ასევე ითანამშრომლა გამოძიებასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ნ---- უ----–-–---–ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

7.ნივთმტკიცება:

 

7.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოცხრილი ერთ ცალ დისკზე, კლუბ ,,ს----–------ს“ ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოცხრილი ერთ ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ---- უ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ნ---- უ----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

3. ნ---- უ----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

4. მსჯავრდებულ ნ---- უ----–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

5.ნივთმტკიცება:

5.1.საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოცხრილი ერთ ცალ დისკზე, კლუბ ,,ს----–------ს“ ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოცხრილი ერთ ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/