განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
170100118002654257
დავის ტიპი
126
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/37-18

(გამოძიების #0-----------)

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

8 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნი----–------------------------------ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–----------სს, პირადი ნომერი - 5----------, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წა-–---------------------–----------ში.

 

ადვოკატი - გე-–-----–----ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.

 

დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ.

 

თარჯიმანი - ჟა-----–----------ე

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების ფორმულირება:

 

1. 2018 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, წა-–---------------------–----------ში მდებარე აზ-----------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში ნი----–-----------------მა ხელის ნიკაპის არეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - მა-----------------ას მიმართ, ასევე იცოდა რა შვილის ასაკი, ხელის ფეხის არეში რამდენიმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი არასრულწლოვანი შვილის - მა-----------------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. ნი----–-----------------ის მიერ მა-----------------ას მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი მა-----------------ი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2018 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, წა-–---------------------–----------ში მდებარე აზ-----------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში ნი----–-----------------მა ხელის ნიკაპის არეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - მა-----------------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. 2018 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 01:00-02:14 საათების შუალედში, წა-–---------------------–----------ში მდებარე აზ-----------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში ნი----–-----------------მა იცოდა რა შვილის ასაკი, ხელის ფეხის არეში რამდენიმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი არასრულწლოვანი შვილის - მა-----------------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

 

5. მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომელმაც მრავალჯერ აღნიშნა, რომ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, იგი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, პუნ 159.). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32.). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს ( აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.).

 

6. განსახილველ საქმეში ბრალდებულ ნი----–-----------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. დაცვის მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, საკუთარი ინიციატივით, ადვოკატის მონაწილეობით, ბრალდებულმა სასამართლოსგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

8. ვინაიდან საქმეზე არსებული მტკიცებულებები უდავოდაა ცნობილი, სასამართლო დეტალურად მიმოიხილავს საქმის გარემოებებს, ვინაიდან ნი----–-----------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების არსებობა-არარსებობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია თითოეული მომენტის აღდგენა და შეფასება. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქმეზე მტკიცებულებების უდავოდ ცნობა ნიშნავს, ამ მტკიცებულებებში ასახული ინფორმაციის გამოკვლევის გარეშე მიღებას და არა მათი შეფასების გარეშე დატოვებას ან, მით უმეტეს, ბრალად წარდგენილი ქმედების არსებობის ავტომატურ დადასტურებას. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებების გამოკვლევა არ ხდება, სასამართლო ვალდებულია, ისინი შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. საწინააღმდეგო განმარტების პირობებში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავეობის შეფასების კომპონენტი საერთოდ ამოვარდებოდა, რაც პირის დაუსაბუთებელი მსჯავრდების რისკს გაზრდიდა.

 

9. პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მიზნებისთვის ნი----–-----------------ი და მა-----------------ა არიან მეუღლეები, ხოლო მა-----------------ი ნი----–-----------------ისა და მა-----------------ას შვილი, ერთი ოჯახის წევრები. მა-----------------ი არასრულწლოვანია (დაბადების თარიღი: 2---------).

 

10. მიუხედავად იმისა, რომ ნი----–-----------------მა საქმის არსებითი განხილვისას აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, მისი გამოკითხვის ოქმის მიხედვით დგინდება, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს დაახლოებით 21:30 საათზე დასხდნენ სუფრასთან. ვინაიდან ჰყავდა სტუმრები, დალია არაყი და ლუდი. 23:30 საათზე ყველა წავიდა დასაძინებლად, ხოლო ის და მისი მეუღლე შევიდნენ საძინებელში, სადაც ხმამაღლა საუბრობდენ გარკვეულ საკითხებზე, ოთახში შევიდა დედამისი ლ-----, რომელსაც დაატოვებინა ოთახი, შემდეგ გაბრაზდა და მეუღლეს ხელი ჰკრა ზედატანის მხარეს, რის შედეგადაც ის წაიქცა საწოლზე. ამ დროს ოთახში შევიდა მ------ ბიძა პ---–---, რომელიც შეეცადა სიტუაციის განმუხტვას, რა დროსაც ოთახში შევიდნენ მისი ძმა ლ--------, მისი შვილი პ---–---- და თავისი შვილი ს-------. ამ უკანასკნელებმა გააშველეს ისინი, რის შემდეგაც მოსთხოვა სახლის დატოვება. მათი წასვლის შემდეგ შებრუნდა სახლში, სადაც თავისი ქალიშვილი მ----- უყვიროდა თუ რატომ გაყარა სტუმრები, ამის გამო მივარდა მას, ის კი გაიქცა თავის ოთახში და ლოგინში საბნის ქვეშ შეძვრა, რა დროსაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ხოლო მ----- ტიროდა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით მხოლოდ ის ირკვევა, რომ მისი მხრიდან ძალადობას ადგილი ჰქონდა მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ. დაზარალებულმა მა-----------------ამ გამოკითხვისას დაადასტურა ზემოაღნიშნული გარემოებები და განაცხადა, რომ მეუღლემ ნიკაპში მარცხენა მხარეს დაარტყა ხელი, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ოთახში ჯერ ლ----- შევიდა, შემდეგ ბიძამისი პ---–---, შემდეგ შევიდნენ ლ--------, ს------- და პ---–----. იქვე იყვნენ მისი ქალიშვილები მ----- და ი-----, რომლებიც ისტერიკაში იყვნენ და ტიროდნენ. აღსანიშნავია, რომ დაზარალებული მ------ შესვლის ზუსტ მომენტს არ ასახელებს, არც შესაბამისი კითხვა დაუსვამს გამომძიებელს გამოკითხვისას. მა-----------------ას განმარტებით, როცა სტუმრები წავიდნენ, კ---–-----------–-----) კიდევ დაიწყო გაწევ-გამოწევა, ხოლო მ-----მ დაიწყო ყვირილი, რა დროსაც კ---–--მ მ------კენ გაიწია, სახლში რომ შევიდა მ----- ტიროდა. დაზარალებულის განმარტებით, „კო-–----ან ასეთ კონფლიქტებს და ფიზიკურ შეურაცხყოფებს ყოველთვის ესწრებიან ხოლმე ჩემი არასრულწლოვანი შვილებიც. ეს პირველი არ არის და ყოველთვის ჩემთან ჩხუბის დროს ისინი დგებიან ხოლმე შუაში“. სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებიდან შეუძლებელია იმის ზუსტი დადგენა მისი მეუღლის მიერ ხელის გარტყმის მომენტში მა-----------------ი უშუალოდ შეესწრო თუ არა ამ მომენტს. ის ფაქტი, რომ მ----- სახლში იმყოფებოდა არ ნიშნავს, რომ ძალადობის მომენტში იგი ბრალდებულის საძინებელ ოთახში იმყოფებოდა. დაზარალებული რიგითობის მიხედვით ასახელებს ოთახში შესულ პირებს, თუმცა იგივე რიგითობაში მისი არასრულწლოვანი შვილის ადგილი ბუნდოვანია, ყოველ შემთხვევაში, გამორიცხულია დარტყმის მომენტში მა-----------------ი იქ ყოფილიყო. ზემოაღნიშნული ამონარიდი კი იმდენად ბუნდოვანია, რომ მასზე რაიმე ფაქტის რეალური დადასურება შეუძლებელია, არც თავად დაზარალებული მა-----------------ი მიუთითებს, რომ მამამ დედაზე მისი თანდასწრებით იძლადა, ის იმასაც კი არ ადასტურებს, რომ ნი----–-----------------მა ხელი გაარტყა დედას. ბუნებრივია, ძალადობის მომენტში მა-----------------ი მშობლების საძინებელში რომ ყოფილიყო იგი ამას დაინახავდა და იტყოდა, თუმცა, რთულია იმის ვარაუდი, რაც არ მომხდარა და ვერც აისახებოდა მის გამოკითხვის ოქმში. მა-----------------ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იგი, მისი და და ბებია ერთ ოთახში დაწვნენ. როდესაც პირველად ხმა შემოესმა ბებია გავიდა მშობლებთან, თუმცა უკან გამობრუნდა, ცოტა ხანში კი ბიძია პ---–--- შევიდა, თავად იდგა კართან და ხედავდა თუ როგორ ანჯღრევდა მამა დედას, ხოლო პ---–--- მათ შორის ჩადგა. ამის შემდეგ ჩაიცვეს, პ---–---მაც ჩაიცვა, გამოვიდნენ გარეთ, ლ--------ც გამოვიდა და წავიდნენ. წასვლის შემდეგ მამა გამოვიდა გარეთ და უთხრა სახლში შესულიყვნენ. შევიდა თავის ოთახში, ხოლო მშობლები თავიან ოთახში და კვლავ გაიგო კამათის ხმა, თავადაც ადგა და შევიდა, რა დროსაც დაინახა, რომ მამა დარტყმას უპირებდა დედას, მან უყვირა მამას, რომ თავი დაენებებინა, რაზეც გამოეკიდა, გარეთ გავიდა, შემდეგ სახლში შეეპარა, მამაც გაჰყვა და საძინებელში დაიჭირა, ს------- ცდილობდა არ მოეშვა მასთან, თუმცა მამამ ხელი ფეხში ჩაარტყა რამდენჯერმე, რის გამოც ძალიან ეტკინა. ცალსახაა, რომ მა-----------------ი არ შესწრებია მამის მიერ დედის მიმართ გარტყმის მომენტს, იგი შორიდან უყურებდა შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ხოლო მის იქ მისვლამდე უკვე იყვნენ შესული მისი ნათესავები. თავის მხრივ, სა------------------მაც დაადასტურა მამის მიერ მა-----------------ზე ხელის დარტყმის ფაქტი, ხოლო პირველ ინციდენტთან მიმართებით აღნიშნა, რომ ეძინა და რომ გაეღვიძა და მივიდა, უკვე ყველა იქ იყო. მოწმის გამოკითხვის ოქმის მიხედვით პირობითად პირველ და მეორე ინციდენტს შორის გარკვეული დრო გავიდა, რაც ზევითაც იქნა აღნიშნული. გარდა ამისა, პა--–----–----------ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ როდესაც ის შევიდა ბრალდებულის საძინებელში იგი მ------ აჯანჯღარებდა, ხოლო ხელის გარტყმა მას არ დაუნახავს და შესაბამისად სხვებიც ვერ დაინახავდნენ. საძინებელში მხოლოდ კ---–-- და მ----- იყვნენ. მოწმის განმარტებით ამ ინციდენტის შემდეგ გარკვეული პერიოდი გავიდა, ვიდრე ისინი დატოვებდნენ ბრალდებულის სახლს, კერძოდ გაშველება, დამშვიდება, ნივთების ჩალაგება, ჩაცმა და გამოსვლა. თითქმის მსგავსი ინფორმაცია განაცხადა მოწმე ლე---------–-----------მა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მისი ძმის კ---–--ს შემდეგ შევიდა ოთახში და შესაბამისად, ვერავინ შეესწრებოდა გარტყმის მომენტს.

 

11. სასამართლომ ასევე შეაფასა წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ, მა-----------------ას ვიზუალური და გარეგნული დათვალიერების ოქმითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება მა-----------------ას დაზიანებების არსებობა სწორედ იმ ადგილას, სადაც იგი აღნიშნავდა ბრალდებულის მიერ ხელის გარტყმას. დასკვნის თანახმად, 2018 წლის 17 აგვისტოს პირადი გასინჯვის მონაცემებით, მა-----------------ას აღენიშნება სისხლჩაქცევა ნიკაპის არეში მარცხნივ, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. აგრეთვე, შეტყობინების თანახმად, განცახდებულ იქნა, რომ მოხდა ოჯახური ძალადობა, ქმარი სცემს ცოლს.

 

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: შეტყობინება #1------, ბრალდებულ ნი----–-----------------ის, დაზარალებულების - მა-----------------ასა და მა-----------------ის, მოწმეების - სა------------------ის, პა--–----------–----------–-----------ების გამოკითხვის ოქმები, მა-----------------ას ვიზუალური და გარეგნული დათვალიერების ოქმი, თანდართული ფოტოსურათებით და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნი----–-----------------ის მიერ იმ ქმედებათა განხორციელებას, რომელთა ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის მე-2 და მე-3 პუნქტებში. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ ასრებობს არცერთი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ის გარემოება, რომ მა-----------------ი შეესწრო ნი----–-----------------ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.

 

13. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ნი----–-----------------ის მიერ მეუღლსა და შვილზე ძალადობას შორის გარკვეული დროა გასული, რომლის ზუსტი ხანგრძლივობის დადგენა შეუძლებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ შეტყობინება 112-ში შესულია 2018 წლის 17 აგვისტოს 01:01 საათზე, რა დროსაც უკვე მომხდარი იყო მეუღლეზე ძალადობა, ხოლო ბრალდებულის დაკავება მოხდა 02:14 საათზე, რაც საორიენტაციო დროა შვილზე ძალადობის დროის განსასაზღვრად. აღნიშნული დასკვნის გაკეთებას სასამართლოს აძლევს ის გარემოება, რომ პოლიციის მისვლა თითქმის ემთხვევა ამ პერიოდს, გარდა ამისა, მოწმეებმა განაცხადეს, რომ მათ გზაში შეხვდათ პოლიცია. ისიც ნიშანდობლივია, რომ პირველივე საპროცესო დოკუმენტი, რაც შედგენილ იქნა დაკავების ოქმია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს საპროცესო მოქმედება პოლიციის თანამშრომელთა მისვლისთანავე განხორციელდა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

14. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება ძალადობაში, აღსანიშნავია, რომ აქ ძალადობა ცემასაც მოიცავს, ისევე როგორც ძალადობის სხვაგვარ ფორმებს. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ამ მუხლის მე-2 ნაწილი შესაბამისი ქვეპუნქტებით მიუთითებს იგივე ქმედების ჩადენაზე: ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და გ) ორი ან მეტი პირის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანია პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.

 

15. სასამართლოს აზრით, „იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ“ უნდა განიმარტოს იმგვარად და ასეც გამომდინარეობს მუხლის ტექსტიდან, რომ უშუალოდ ძალადობა უნდა განხორციელდეს არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც იმას გულისხმობს, რომ მაგალითად, მოცემულ შემთხვევაში ხელის გარტყმისას მა-----------------ი უნდა ყოფილიყო აღნიშნულის შემსწრე, ვინაიდან თუ არასრულწლოვანი არ შესწრებია განხორციელებულ ძალადობას მან არ იცის და ვერც აცნობიერებს მომხდარს, რაც გამორიცხავს მოცემულ შემადგენლობას. სასამართლომ დაადგინა, რომ ხელის გარტყმის მომენტში, რასაც ბრალდების მხარე ედავება ნი----–-----------------ს არასრულწლოვანი შვილის მა-----------------ის თანდასწრებით, მა-----------------ი იმ ოთახშიც კი არ იმყოფებოდა და მხოლოდ მოგვიანებით შეესწრო მშობლების კამათს, საქმეზე არსებული მტკიცებულებები სრულად გამორიცხავს მსგავს ფაქტს, რის გამოც ამ ნაწილში არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები ნი----–-----------------ის მსჯავრდებისათვის.

 

16. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნი----–-----------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე ორი პირის მიმართ ძალადობის ნაწილში. სასამართლო განმარტავს, რომ ორის პირის მიმართ ძალადობა გულისხმობს მინიმუმ ორი პირის მიმართ ძალადობას, რომელიც განხორციელდა ერთდროულად ან თითქმის ერთდროულად, პირველი ქმედებიდან მეორე ქმედებამდე მცირე დროის მონაკვეთია ან მიზეზობრივად ერთიან შთაბეჭდილებას ქმნის, ამასთან, დამნაშავეს უნდა ჰქონდეს ერთიანი განზრახვა. თუ ერთი პირის მიმართ ძალადობა მეორეს მიმართ ძალადობას არაფრით უკავშირდება, არ არის ლოგიკური ბმა მათ შორის და მით უმეტეს, წარმოუდგენელი და განუჭვრეტელი თუ იყო ერთი პირის მიმართ ძალადობის შემდეგ მეორეს მიმართაც ანალოგიური, დაუშვებელია პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა რომ ნი----–-----------------ის მიერ მეუღლეზე ძალადობის შემდეგ მოვლენები განვითარდა კონფლიქტის მოგვარებისკენ, მოხდა მეუღლეთა დამშვიდება, სტუმრებმა ჩაალაგეს ნივთები, ჩაიცვეს და წავიდნენ, მანამდე ცალკე მიმდინარეობდა ბრალდებულის დაწყნარება და მხოლოდ მათი წასვლის შემდეგ ხელახლა მოხდა მისი ესკალაცია, რაშიც ჩაერია დაზარალებული მა-----------------ი, რომელსაც გამოეკიდა ბრალდებული და ხელი ჩაარტყა ფეხის არეში. ამიტომ, წარმოუდგენელია ეს ორი ინციდენტი ერთმანეთს იმგვარად დავუკავშიროთ, რომ ერთიანი განზრახვის სახე მიეცეს. ამ ორ ინციდენტს შორის არის წყვეტა, ერთი მათგანი დასრულდა და იმ ეტაპზე წარმოუდგენელიც კი იყო, რომ მეორეც მოხდებოდა, ისინი როგორც დროის, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისითაც საკმაოდ არიან დაშორებულნი, რის გამოც სასამართლო მათ ვერ განიხილავს ერთდროულ ქმედებად, რომლის ორი პირის მიმართ ძალადობად დაკვალიფიცირებაა შესაძლებელი. საწინააღმდეგო განმარტებისას ორი პირის მიმართ ძალადობად უნდა დაკვალიფიცირდეს ისეთი ქმედებებიც, რომელიც, მაგალითად იმავე ვითარებაში განხორციელდებოდა მა-----------------ის მიმართ მომდევნო დღის დილას, როდესაც კონფლიქტის მხარეები გაიღვიძებდნენ და კვლავ იგივე სცენარით განვითარდებოდა მოვლენები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნი----–-----------------ის მიერ განხორციელებული ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც ორი დამოუკიდებელი ძალადობის ფაქტი.

 

17. საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნი----–-----------------ის მიერ განხორციელებული ქმედება მეუღლის - მა-----------------ას მიმართ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო არასრულწოვანი შვილის მიმართ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

 

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნი----–-----------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით, რაც აღწერილია წინამდებარე განაჩენის მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩაიდინა არა ერთი - სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, არამედ 2 დამოუკიდებელი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ვინაიდან ამ უკანასკნელი კვალიფიკაციით ნი----–-----------------ს ისედაც ჰქონდა ბრალდება წაყენებული არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის განყორციელების ცალკე შემადგენლობის არსებობის გამო, ბრალდებულის ქმედება სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე მუხლის პირველ ნაწილზე (მა-----------------ას ეპიზოდი). ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ კვალიფიკაციის ცვლილების კონტექსტში, არ ხდება წარდგენილი ბრალდების ფარგლებს გაცდენა არც ფაქტის თვალსაზრისით და არც პასუხისმგებობა მძიმდება. კვალიფიკაცია შეიცვალა იმ ფარგლებში, რაც ბრალდების დადგენილებაშია აღწერილი, სასამართლო მხოლოდ სამართლებრივი შეფასების ნაწილში არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რაც საერთო ჯამში არ წარმოადგენს ახალ ბრალდებას დაცვის მხარისთვის შინაარსობრივი გაგებით და ამ უკანასკნელს შეეძლო ედავა იმ ძირითად საკითხებზე, რაზეც შეცვლილი კვალიფიკაციის კონტექსტშიც მოუწევდა პოზიციის დაფიქსირება. ამდენად, კვალიფიკაციის შეცვლა მოცემულ შემთხვევაში არ იწვევს დაცვის უფლების დარღვევას, ინფორმირებული იყოს მის მიმართ წადგენილი ბრალდების შესახებ და ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებები თავის დასაცავად.

 

19. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნი----–-----------------ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილში წარდგნილ ბრალდებას, შეცვლილი კვალიფიკაციის გათვალისწინებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ნი----–-----------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებულებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.) ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ნი----–-----------------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ერთ ნაწილში შეცვლილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

21. ნი----–-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულები შერიგებულნი არიან და არავითარი პრეტენზია გააჩნიათ მის მიმართ, გასათვალისწინებელია მისი როლი სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებაში.

 

22. ნი----–-----------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ის, რომ მან დანაშაული ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ჩაიდინა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

24. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

25. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

26. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გათვალისწინებით (მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ), რომლებიც განხორციელდა ოჯახის წევრების მიმართ, მათ შორის, ნასვამ მდგომარეობაში და ასევე რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, სასამართლო გამორიცხავს ნი----–-----------------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გარდა სხვა სასჯელის გამოყენებას, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად. სასამართლოს შეფასებით, არსებული ვითარების გათვალისწინებით გამორიცხულია საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გამოყენებით იმ შედეგის მიღწევა, რასაც თავისუფლების აღკვეთა უზრუნველყოფს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ ნი----–-----------------ისათვის იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას, რადგან ამისათვის არავითარი მიზეზი არ არსებობს.

 

27. ნი----–-----------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას ორივე ეპიზოდთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს აღნიშნული ქმედებების განხორციელების ხასიათსა და ძალადობის ხარისხს, რაც ერთ შემთხვევაში გამოიხატა ხელის ერთჯერადი გარტყმით, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელის დარტყმით ფეხში, აგრეთვე დაზარალებულების პოზიციას, რომ მათ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია ნი----–-----------------ის მიმართ, მის სინანულს, იმ გარემოებას, რომ მისი წარსული არ არის შებღალული რაიმე კანონდარღვევებით (არ არის ნასამართლევი, აგრეთვე ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ძალადობრივი სამართალდარღვევისათვის), მის პოზიციას პროცესის შემოკლებისადმი და ყოველივე აღნიშნული კუმულაციური შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელების მინიმუმთან მიახლოებული ზომა - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

28. საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, სახეზეა ფორმალური საფუძველი - ნი----–-----------------მა აღიარა ჩადენილი დანაშაულები, არ არის ნასამართლევი და, მეორე მხრივ, სახეზეა საკმარისი გარემოებები, რათა გამართლებულ იქნეს მისი თავისუფლებაში ყოფნა: ნი----–-----------------მა გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, წუხს მომხდარის გამო და პირობას დებს, რომ მომავალში მსგავსი ქმედება არ განხორციელდება, ჰყავს 3 შვილი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი, დაზარალებულებს პრეტენზია არ გააჩნიათ მის მიმართ, მხოლოდ ერთხელ დარტყმას ჰქონდა ადგილი მეუღლის მიმართ, ხოლო შვილის მიმართ - ფეხში, რის გამოც მას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

29. ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო ნი----–-----------------ი ნასამართლობის არმქონეა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და ყველაზე მკაცრმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნი----–-----------------ს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

30. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა. საასამართლო განმარტავს, რომ მინიმალური 2-წლიანი ზღვრის წესი მიემართება მხოლოს განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეკრებას და არ ვრცელდება სასჯელთა შთანთქმით საბოლოო სასჯელის დანიშვნის წესზე. ტერმინი შეკრება არ შეიძლება ნიშნავდეს შთანთქმას, ეს ორი ტერმინი შინაარსობრივად საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან და მოცემულ კონტექსტში ვერ განიხლება ერთ სამართლებრივ სიბრტყეზე მდგომ მოცემულობად, რის გამოც სასჯელთა შთანთქმის შემთხვევაში გამოსაცდელი ვადის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნეს ძირითადი წესი, რაც გულისხმობს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსწლიანი გამოსაცდელ ვადის ფარგლებში მის განსაზღვრას. სასამართლოს მიაჩნია, რომ 1 წლითა და 6 თვით გამოსაცდელი ვადა სრულებით საკმარისია ნი----–-----------------ის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იქნა აღწერილი.

 

31. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული იღებს ალკოჰოლურ სასმელებს, რომ მეუღლეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ხშირია, ასევე ბავშვებს უწევთ კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა, აღსანიშნავია, რომ დარტყმის შემდეგ მან მინა ჩაამსხვრია, ოჯახში არიან არასრულწლოვანი ბავშვები. ზემოაღნიშნული გარემოებები სასამართლოს მიანიშნებს, რომ ნი----–-----------------ის გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანი იქნება მსგავსი კურსის გავლა, რის გამოც მას უნდა დაევალოს გაიაროს იგი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნი----–-----------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ნი----–-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.

 

3. ნი----–-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთავლოს პირობით მსჯავრად.

 

4. ნი----–-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (მა-----------------ას ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნი----–-----------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილია პირობით მსჯავრად, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 6 თვე.

 

6. ნი----–-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა 2018 წლის 17 აგვისტოდან 2018 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით.

 

7. ნი----–-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და მის უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა - 1000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

8. მსჯავრდებულ ნი----–-----------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

9. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ნი----–-----------------ს დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

 

10. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი