განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-687-2018 წელი
№010100118002585024
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
29 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი-–--- ე-------–--ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ი-–--- ე-------–--, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული თ--------------------–---–------–------–---ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბ------–-----------------------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის სა-ქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ი-–--- ე-------–--ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მი-ერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკი-ვილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხ-ლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 ივლისს, ღამის საათებში, ი-–--- ე-------–--მ, ქ. ბ------–-------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციე-ლა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას თავის მეუღლეს თ----- ე-------–--ს, რომელთანაც იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხელი დაარტყა სა-ხისა და კისრის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივი-ლი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ზ------ კ---–--–--ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ი-–--- ე-------–--ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ი-–--- ე-------–--სათვის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი და არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ვერ უზრუნველყოფს სას-ჯელის მიზნების შესრულებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ი-–--- ე-------–--ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ი-–--- ე-------–--ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ი-–--- ე-------–--ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ი-–--- ე-------–-- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იგი არაა წარსულში ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულთან, ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანა-შაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვა-ლეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზ-ღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძი-მის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექ-ტემბრის განაჩენი ი-–--- ე-------–--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
daadgina:
ი-–--- ე-------–--ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამარ-თლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი-–--- ე-------–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ი-–--- ე-------–--ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 19 ივლისის ჩათვლით.
გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განჩინებით ი-–--- ე-------–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს სახით გა-დახდილი თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს ზ----- ა-------ს (პ/ნ 6---------- ), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
პირობითი მსჯავრის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს ი-–--- ე-------–--ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili