განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
110100118002604426
ინსტანცია
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-665-2018 წელი

№110100118002604426

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

16 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ-----– ხ------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

მ-----– ხ------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ.თ--------–-–---------------------------–--------------ში, მსჯავრდე-ბულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დანა-შაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების სა-ფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამა-ტებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

მ-----– ხ------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალის-წინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 13:50 საათზე, ქ.თ--------–-–------------------------------–--------------ში, საკუთარ სახლში ყოფნისას, მ-----– ხ------ემ, ქონების გაყო-ფასთან დაკავშირებით მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ რძალს ნ----- გ--------ეს გაშლილი ხელი ერთხელ, ძლიერად დაარტყა მარცხენა სახის არეში. მ-----– ხ------ისაგან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ნ----- გ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ვ------- ნ------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მ-----– ხ------ის მიმართ დანიშნული პირობითი სასჯელის შეცვლას საპატიმ-რო სასჯელით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მ-----– ხ------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და საშიშროების გათვალისწინებით არსებობს დანა-შაულებრივი ქმედების გაგრძელების მაღალი რისკი, რომლის აღსაკვეთადაც აუცილე-ბელია მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც გახდებოდა ახალი დანაშაულის ჩადენის თა-ვიდან აცილების მყარი გარანტი. მ-----– ხ------ისათვის დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი და-ნაშაულის ხასიათს, სიმძიმეს და მისი დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეულ ზიანს, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა მ-----– ხ------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ფ------ ა---------მა, რომლებიც შესაგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ-----– ხ------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ-----– ხ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ-----– ხ------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მ-----– ხ------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არა არის წარსულში ნასამართლევი, ასევე გაითვალის-წინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლია-ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსა-წინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებული-სათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენი მ-----– ხ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო საა–პელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

მ-----– ხ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

მ-----– ხ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამა-ტებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

მ-----– ხ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს თანხა საქმის განმხილველი სასამართლოს გა-დაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემა-ვალ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

მ-----– ხ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 19 ივლისიდან, 2018 წლის 21 ივლისის ჩათვლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, მ-----– ხ------ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგი-ლი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონ-ტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ასევე, დამატებით სასჯელზე – საზოგადოებისათ-ვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili