განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/11-18
გამოძიების # 0-----------; #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
26 ივლისი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბე----------------------–----ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–--------------ს, პირადი ნომერი - 2----------, საშუალო განათლებით, ცოლ-შვილიანი, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის მისამართი: თეთრიწყაროს რაიონი სოფელი ჭი----ი; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი დაკავებამდე: თეთრიწყაროს რაიონი სოფელი წი-–----ო, ამჟამად პატიმარი.
ადვოკატი - იზ---–-------–---–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი; იმავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და იმავე კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: (1) ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; (2) სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; (3) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 4 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ჯო------–---––ი, სასურსათო მაღაზიის მიმდებარედ, ბე-----------–-----ა თავისი ბიძის - შმ-----------–-------ს ვალის გადაუხდელობის გამო, მარჯვენა ხელის თავისა და სახის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით იძალადა აკ-------------–---–--ე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2018 წლის 4 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ჯო------–---––ი, სასურსათო მაღაზიის მიმდებარედ, ბე-----------–----ი თავისი ბიძის - შმ-----------–-------ს ვალის გადაუხდელობის გამო, მოკვლით დაემუქრა აკ-------------–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. 2018 წლის 8 მაისს, ღამის დროს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წი-–----ოში, ლა-------------ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ბე-----------–-----ა მარჯვენა ხელის სახის მარცხენა მხარეს და ყურის არეში ერთჯერადი დარტყმით იძალადა თავისი მეუღლის - ლუ------–------------ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ბე-----------–----ის მიერ ლუ------–------------ს მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები - ელ------------------------–------ი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
5. მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომელმაც მრავალჯერ აღნიშნა, რომ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, იგი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, პუნ 159.). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32.).
6. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII .).
7. განსახილველ საქმეში ბრალდებულ ბე-----------–----ის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ გამხდარი ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები (დაცვის მხარის მტკიცებულებას წარმოადგენდა ბრალდებულისა და მოწმე ლე----------–-–---–-ს ჩვენებები, რაც ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებები იყო, ასევე დაზარალებულის განცხადება), დაცვის მხარის ინიციატივით, მხარეებმა არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ ცნეს. ბრალდებულმა სასამართლოსგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რასაც დაეთანხმა მისი ადვოკატი. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ:
9.1. 2018 წლის 4 მარტის ეპიზოდებთან მიმართებით - ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმეების - ბე-----------–----ის, აკ-------------–---–ის, ლე----------–-–---–-ს, მე-----–----–---–-ს, ივ----------–---–--ა და შმ-----------–-ს გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 5 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა და მათთან დაკავშირებული სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბე-----------–----ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, რომელთა ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის პირველ და მე-2 პუნქტებში. ბრალდებულმა ბე-----------–-----ა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და განაცხადა, რომ მისი ბიძის შმ-----------–-ს ვალთან დაკავშირებით შეხვდა აკ-------------–---–ს, რომელმაც ცუდად მოიხსენია და შეიგინა მისი მისამართით, რის გამოც რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში, ხოლო შემდეგ დაემუქრა მოკვლით. აკ-------------–---–ის ცემისა და მუქარის ფაქტები დაადასტურეს დაზარალებულმა და მოწმე ლე----------–-–---–-ა, რომელთან ერთადაც შეხვდა ბრალდებული დაზარალებულს. დაზარალებულმა განაცხადა, რომ დარტყმების (დაახლოებით 15-ჯერ დაარტყა) შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მუქარის გამო გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში, ხოლო ლე----------–-–---–-ა განმარტა, რომ ბე-----------–----ს ხელში ეჭირა დანა, თუმცა არ გაუხსნია. მოწმეებმა მე-----–----–---–-ა და ივ----------–---–-ა დაინახეს თუ როგორ ჩაჯდა აკ-------------–---–ი მერსედესის მარკის ავტომანქანაში, სადაც იჯდა ლე----------–-–---–-, ხოლო მეორე პიროვნებას არ იცნობენ. მოწმე შმ-----------–-ა დაადასტურა, რომ ბე-----------–----ი მისი თხოვნით შეხვდა აკ-------------–---–ს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ძროხები წაიყვანა, გაყიდა, თუმცა თანხის ნაწილი დღემდე არ დაუბრუნებია. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, აკ-------------–---–ს აღენიშნება სისხლჩაქცევები სახეზე მარცხნივ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს;
9.2. 2018 წლის 8 მაისის ეპიზოდებთან მიმართებით - დაზარალებულისა და მოწმეების - ლუ------–------------ს, მა----–-------------ა და ლა-------–-------------ს გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მათთან დაკავშირებული სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბე-----------–----ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, რომელთა ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის მე-2 პუნქტებში. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ბე-----------–-----ა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. დაზარალებულ ლუ------–------------მ განმარტა, რომ მეუღლეებს შორის იმატა უთანხმოებამ და ხშირად მოსდით სიტყვიერი შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში არასდროს გადაზრდილა. 2018 წლის 8 მაისის დილას მისმა მეუღლემ აიღო ბავშვების დაბადების მოწმობები, რათა ადვოკატისთვის ეჩვენებინა. მან საღამოს დაურეკა და მოსთხოვა აღნიშნული დოკუმენტების დაბრუნება. როდესაც ბე-----ა დაბრუნდა იყო ნასვამი და უთხრა, თუ რა უნდოდა მისგან, რის შემდეგაც ბე-----------–-----ა მარჯვენა ხელის სახის მარცხენა მხარეს და ყურის არეში ერთჯერადი დარტყმით იძალადა მასზე. მან განიცადა ფიზიკური ტკივილი დაიწყო კივილი და გამოვარდა სახლიდან. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მისი მცირეწლოვანი შვილები 3 წლის ელ--ე, 1 წლისა და 10 თვის ეკ--------ე და 8 თვის მა-----ი, რომლებიც ტიროდნენ. მოწმეებმა - მა----–------------მ (დაზარალებულის დედა) და ლა-------–-------------მ (დაზარალებულის და), რომლებიც დაზარალებულთან ერთად ერთ ეზოში ცხოვრობენ, განმარტეს, რომ შემთხვევის დღეს როდესაც გაიგეს, რომ ბე-----ა სახლში შევიდა, მალევე შემოესმათ ლუ----ს კივილის ხმა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით დაზარალებულის სახლში ხალიჩაზე აღმოჩნდა სისხლიანი პირსახოცი, ხოლო ერთ-ერთი ფანჯრის მინა ჩატეხილია. დაზარალებულის განმარტებით, დარტყმის შემდეგ ბე-----ამ ჩაამტვრია აღნიშნული ფანჯარა, რა დროსაც გაიჭრა ხელი. აღნიშულს ადასტურებს ნივთმტკიცებები - პირსახოცი და მინის ნატეხი.
სამართლებრივი შეფასება:
10. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებული ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; იმავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლებიან მეუღლე და შვილი.
11. სასამართლოს შეფასებით, ერთი მხრივ, დასტურდება ბე-----------–----ის მიერ აკ-------------–---–ის ცემისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (აღსანიშნავია, რომ მუქარას წინ უძღვოდა დაზარალებულის ცემა მრავალჯერადი დარტყმებით თავის არეში, რამაც, სასამართლოს შეფასებით, შექმნა რეალური გარემო დაზარალებულისათვის, ჰქონოდა ბრალდებულის მიერ მუქარის განხორციელების რეალურობის საკმარისი საფუძველი), ხოლო, მეორე მხრივ, - მეუღლეზე - ლუ------–------------ზე ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. განხორციელებულ ძალადობას არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც შეეხება ლუ------–------------ზე ძალადობას არასრულწლოვნების თანდასწრებით, ბუნებრივია დასტურდება ის ფაქტი, რომ ძალადობისას სამივე მცირეწლოვანი ბავშვი ოთახში იმყოფებოდა, თუმცა სასამართლო ამ შემთხვევაში 8 თვის მა----- ბა--–-----ს თანდასწრებით დანაშაულის ჩადენას, ვერ განიხილავს, როგორც მაკვალიფიცირებელ გარემოებას. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც არა მხოლოდ ამ უკანასკნელის ფორმალურად ყოფნას, არამედ მის მიერ ამ ფაქტის გარკვეულ დონეზე გაცნობიერებას მაინც უკავშირდება. აღნიშნული ნორმის მიზანია დაიცვას არასრულწლოვანი ამგვარი ფაქტებისგან. ის მავნე ზეგავლ--ა, რაც შეიძლება ძალადობის ფაქტის შესწრებით არასრულწლოვანმა მიიღოს და რამაც შესაძლოა არასრულწლოვნის ფსიქიკურ მდგომარეობასა და განთვითარებაზე იმოქმედოს საყურადღებოა. სწორედ ამიტომაა არასრულწლოვნის თანდასწრებით დანაშაულის ჩანდენა მაკვალიფიცირებელი გარემოება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ერთ-ერთი შვილის - 8 თვის მა----- ბა--–-----ს მითითება იმ კონტექსტში, რომ მისი თანდასწრებით განხორციელდა ძალადობა ლუ------–------------ზე გადაჭარბებულია. ობიექტურად შეუძლებელია, აღწერილ ვითარებაში მომხდარ ძალადობას ის ზიანი მოეტანა მა----- ბა--–-----სათვის, რისგანაც იცავს მას კანონმდებელი. სწორედ ამიტომ, უნდა ამოირიცხოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან (რაშიც გამოიხატა ბე-----------–----ის მიერ დანაშაულის ჩადენა) მითითება მა----- ბა--–-----ს თანდასწრებით ქმედების განხორციელებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, გავლ--ას არ ახდენს ბე-----------–----ის ქმედების კვალიფიკაციაზე.
12. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბე-----------–-----ა მის მიერ განხორციელებული ქმედებით აკ-------------–---–ის მიმართ ჩაიდინა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ლუ------–------------ს მიმართ - სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ბე-----------–----ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა მათი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ბე-----------–----ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ სამივე ეპიზოდში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
13. ბე-----------–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ინანიებს მის ჩადენას, ჰყავს 3 მცირეწლოვანი შვილი, დაზარალებულებს პრეტენზია არ აქვთ მასთან. ბე-----------–----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან მეუღლეზე ძალადობა ნასვამ მდგომარეობაში განახორციელა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლ--ილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
16. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
17. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
18. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
19. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
20. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბე-----------–----ი უმუშევა----, ასევე მისი მეუღლეც, ჰყავს 3 მცირეწლოვანი შვილი, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია მისთვის ძირითადი სასჯელის სახედ ჯარიმის ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის განსაზღვრა, ასევე მხედველობაშია მისაღები დანაშაულის ხასიათიც. გარდა ამისა, მხოლოდ ამ სასჯელების გავლ--ა ბე-----------–----ზე სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე ხანმოკლე და იმავე დროს ნაკლებად ეფექტური იქნება. ბე-----------–----ი უმუშევა---- და მას სასჯელად გამასწორებელი სამუშაო ვერ დაენიშნება. აღსრულების მექანიზმისა და მისი შინაარსის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბე-----------–----ის მიმართ სასჯელის სახით შინაპატიმრობის გამოყენება სრულიად არაეფექტური ღონისძიებაა. ამიტომ, ჩადენილი ძალადობრივი ქმედების - თითოეულ შემთხვევაში, გათვალისწინებით, ამ ქმედებების აღსრულების ხერხისა და სახის მხედველობაში მიღებით, მის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად. გარდა ამისა, ბე-----------–----ს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულის გამო დამატებით სასჯელად უნდა დაენიშნოს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, რაც დამატებითი ზემოქმედების სახეს შეიძენს მასთან მიმართებით და მისი მცირე ვადით გამოყენებას უპირატესი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იმას, რომ იგი უმუშევა---- (საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასამარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არ არის).
21. ბე-----------–----ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, ასევე იმ ფაქტს, რომ იგი ნასამართლევი ან ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული არ არის, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს 3 მცირეწლოვანი შვილი, დაზარალებულებს პრეტენზია არ აქვთ მის მიმართ და სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს სასჯელის მინიმუმი 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 126-ე და 151-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის გამო. სასამართლოს შეფასებით აღნიშნული პერიოდი სრულად საკმარისია სასჯელის მიზნების შესასრულებლად. რაც შეეხება სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, იმის გათვალისიწნებით, რომ ბე-----------–----ი იმყოფებოდა ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ, ასევე სასამართლო ითვალისწინებს ბავშვების ასაკს, რომლებიც შეესწრნენ დედაზე ძალადობას, იმას, რომ დარტყმა განხორციელდა თავის არეში, და ასევე ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება დამატებით სასჯელს - საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას, სასამართლოს მიაჩნია, რომ 100 საათი (სსკ-ის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად აღნიშნული სასჯელი ინიშნება 40-დან 800 საათამდე ვადით) სავსებით საკმარისია იმ მიზნისთვის, რის გამოც მას სასამართლო იყენებს მოცემულ შემთხვევაში.
22. საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, სახეზეა ფორმალური საფუძველი - ბე-----------–-----ა აღიარა ჩადენილი დანაშაულები, არ არის ნასამართლევი და, მეორე მხრივ, სახეზეა საკმარისი გარემოებები, რათა გამართლებულ იქნეს მისი თავისუფლებაში ყოფნა: ბე-----------–-----ა გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ინანიებს მის ჩადენას, წუხს მომხდარის გამო და პირობას დებს, რომ მომავალში მსგავსი ქმედება არ განხორციელდება, ჰყავს 3 მცირეწლოვანი შვილი - 1, 2 და 3 წლის ასაკის, დაზარალებულებს პრეტენზია არ გააჩნიათ მის მიმართ, ასევე სსკ-ის 126-ე და 151-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით დამატებით - იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბრალდებულის არასათანადო სიტყვით მოხსენიებასა და მის მიმართ გინებას (რასაც ბრალდებული აღნიშნავს გამოკითხვისას, რაც ასევე უდავოა), ხოლო სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან მიმართებით დამატებით იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა გულწრფელად მოინანია ჩადენილი, გააცნობიერა მომხდარი, თითქმის 3 თვე იმყოფებოდა პატიმრობაში, მხოლოდ ერთხელ დარტყმას ჰქონდა ადგილი - რის გამოც მას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
23. ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო ბე-----------–----ი ნასამართლობის არმქონეა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და ყველაზე მკაცრმა უნდა შთანთქას დანარჩენი სასჯელები, ხოლო საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა ცალკე გამოიყენება. ამასთან, სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე ([...] გამოსაცდელი ვადა [...] უნდა იყოს [...] დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა) სასამართლოს მიაჩნია, რომ 2-წლიანი გამოსაცდელი ვადა სრულებით საკმარისია ბე-----------–----ის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.
24. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული იღებს ალკოჰოლურ სასმელებს, რომ მეუღლეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ხშირია, ბრალდებულის ახსნას, რომ ვერ შეძლო ბრაზის მართვა, აღსანიშნავია, რომ დარტყმის შემდეგ მან მინა ჩაამსხვრია, ოჯახში ა----ნ მცირეწლოვანი ბავშვები. ზემოაღნიშნული გარემოებები სასამართლოს მიანიშნებს, რომ ბე-----------–----ის გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანი იქნება მსგავსი კურსის გავლა, რის გამოც მას უნდა დაევალოს გაიაროს იგი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბე-----------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (სსკ-ის 2018 წლის 4 მარტს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
2. ბე-----------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (სსკ-ის 2018 წლის 4 მარტს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
3. ბე-----------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას იმავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული სასჯელები და ბე-----------–----ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 2 წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით.
5. ბე-----------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებები - პატიმრობა და გირაო გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
6. ბე-----------–----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 9 მაისიდან 2018 წლის 26 ივლისის ჩათვლით.
7. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე, აგრეთვე საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. მანვე განსაზღვროს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის სახე. თუ მსჯავრდებული უარს განაცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე ან ჯიუტად თავს აარიდებს მას, ეს სასჯელი შეიცვლება ჯარიმით, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით.
8. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ბე-----------–----ს დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
9. ნივთმტკიცებები: პირსახოცი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ლუ------–------------ს, ხოლო მინის ნატეხი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
10. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი