განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
140100119002893737
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119002893737

№1/103-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 01 “ აპრილი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა

 

მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ო----- ხ--------შვილის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ------ მ-------ძის,ბრალდებულ ი---- ს----------ძის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

ი---- დ------ს-ძე ს----------ძის (დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4----------, დაოჯა-ხებული, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლო-ბის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–------–-) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 28 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში გამოძიება დაიწყო №------------ სისხლის სამარ-თლის საქმეზე, არასრულწლოვნების - რ---–---- და ა--------- ვ------–-ძეების მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშა-ულის ნიშნებით.

 

ამ საქმეზე, ი---- ს----------ძე ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 28 იანვარს, 23 საათსა და 05 წუთზე. 2019 წლის 30 იანვარს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

2019 წლის 20 მარტს, წინასასამართლო სხდომაზე, ი---- ს----------ძის მიმართ გამო-ყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდა და ბრალდებული გათავისუფ-ლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ი---- ს----------ძეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინას-წარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, ი---- სებისკვე-რაძის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2019 წლის 24 იანვარს, შუადღის საათებში, გ------------------------–------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას ი---- ს----------ძემ არასრულწლოვან რ---–----ი ვ------–-ძეს, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, არასრულწლოვანი დის - ა--------- ვ------–-ძის თანდასწრებით სახეში ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგად რ---–----ი ვ------–-ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა ო----- ხ--------შვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი და წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი---- ს----------ძისათვის წაყენებული ბრალდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკუ-რორმა იშუამდგომლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ი---- ს----------ძის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, (2019 წლის 01 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ი----- ს---–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. აღნიშნუ-ლი გარემოების, ბრალდებულის პიროვნების, სოციალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით ადვოკატმა მ------ მ-------ძემ იშუამდგომლა ბრალდებულისათვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული არ იქნება რეალურ თავისუფლების აღკვეთასა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასთან, კერძოდ იშუამდგომლა ი---- ს----------ძის მიმართ სასჯელად პირობითი მსჯავრის გამოყენება, რასაც დაე-თანხმა ბრალდებულიც, (2019 წლის 01 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ი---- ს-----------ძის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ი---- ს----------ძის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:

- მოწმე ე-------------–-------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 76-78);

- მოწმე ხ----- ვ------–-ძის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 73-75);

- მოწმე ა--------- ვ------–-ძის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 21-23);

- მოწმე მ----------------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 18-20);

- დაზარალებულ რ---–----ი ვ------–-ძის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 8-10);

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, (ს.ფ. 39-46);

- საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით,(ს.ფ. 57-63), რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპ-როცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ი---- ს----------ძის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ი---- ს----------ძის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანა-შაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ი---- ს----------ძემ ჩაიდინა სის-ხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულ-წლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამ-ძიმებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვ-ლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

კერძოდ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ი---- ს----------ძე აღიარებს ჩადენილ დანა-შაულს, მან აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, ძალადობის გამოხატვის ფორმა და სიმძიმე.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქციის (საზოგადოებისათვის სასარ-გებლო შრომა ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე ვადით) ფარგლებში ი---- ს----------ძეს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავი-სუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით. ამასთანავე, ვინაიდან ი---- ს----------ძის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, იგი ნასამართლობის არმქონეა და აღია-რებს დანაშაულს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მისთვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - უნდა ჩაითვალოს პირობითად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----- ს---–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყე-ნება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი---- დ------ს-ძე ს----------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაე-ნიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი;

 

2. ი---- ს----------ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმ-რობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 28 იანვრიდან 2019 წლის 20 მარტის ჩათვლით;

 

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ი---- ს----------ძის მიმართ გამოყენებული აღკვე-თის ღონისძიება გაუქმებულია;

 

4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლი და დახ-მარება დაევალოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ი---- ს----------ძის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - გ------------------------–-------;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი